უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

16 თებერვალი, 2019 11:35
font-size

პროფესიული განათლების რეფორმის ფარგლებში საქართველოსთან თანამშრომლობა გაღრმავდება - გერმანიის ელჩი

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა, საქართველოში გერმანიის ელჩთან ჰუბერტ ქნირშთან და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენლებთან, სამუშაო შეხვედრა გამართა.

როგორც „მედიანიუსს“ სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრის მთავარი თემა პროფესიული განათლების კუთხით ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერება იყო.

მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, განათლების რეფორმების ფარგლებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი პროფესიული განათლებაა.

„ამ მიმართულებით ჩვენი მთავარი პარტნიორი გერმანიაა, სადაც პროფესიულ განათლებაში დუალური სწავლების მსოფლიოში საუკეთესო გამოცდილება არსებობს. ეს ქვეყანა არა მხოლოდ გამოცდილებით, არამედ, რესურსებითაც ჩართულია რათა, რაც შეიძლება მეტი დუალური მოდელი გაჩნდეს საქართველოში და რაც შეიძლება ბევრი ახალგაზრდა ეუფლებოდეს პროფესიას სხვადასხვა სფეროში. ამ მიმართულებით არაერთი პროექტი ხორციელდება და ბევრი სამუშაო სამომავლოდაც დაიგეგმა“, - განაცხადა ბატიაშვილმა.

„დღეს ჩვენ კიდევ ერთი ძალიან კარგი შეხვედრა გვქონდა მინისტრთან და მისი გუნდის წევრებთან, რომელიც შეეხებოდა პროფესიული განათლების მიმართულებით გერმანული გამოცდილების გაზიარებას. პროფესიული განათლების რეფორმის ფარგლებში საქართველოსთან თანამშრომლობა გაღრმავდება. მოგეხსენებათ, გერმანია ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა პროფესიული განათლების განვითარების თვალსაზრისით და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ გამოცდილების გაზიარება საქართველოსთვის. ჩვენ წლებია ვთანამშრომლობთ ქართულ მხარესთან ამ მიმართულებით, თუმცა გვსურს უფრო გავაღრმავოთ ეს თანამშრომლობა, ვფიქრობ, ამისთვის ძალიან კარგი პლატფორმა იქნება ფორუმი, რომელიც ზაფხულშია დაგეგმილი“, - განაცხადა გერმანიის ელჩმა.

ჩვენი გზა უნდა მიდიოდეს ევროპაში ორივესი ერთად, მაგრამ რუსეთისკენ მიდიხართ, რუსეთში მიგვათრევთ - ლილე ლიპარტელიანი `ოცნებას`

26 აპრილი, 2024 , 18:36

ხმაური თბილისის საკრებულოში - თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ლილე ლიპარტელიანმა საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას "ოცნებას" პირდაპირ უთხრა, რომ რუსეთისკენ მიექანე

28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა - ლევან ხაბეიშვილი

26 აპრილი, 2024 , 17:33

პულტები უნდა გადავდოთ, ტელევიზორები უნდა გამოვრთოთ და უნდა გვესმოდეს, რომ 28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა იმისთვის, რომ საკუთარი აზრი დააფიქსიროს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის&

მინდა ვთხოვო და მოვუწოდო ყველა მასწავლებელს - უთხრან არა საქართველოს რუსიფიკაციას და ევროკავშირისგან დაშორებას - ნანა ტოხვაძე

26 აპრილი, 2024 , 15:32

რთულია რეჟიმთან ბრძოლა, ტოტალურ კონტროლსა და წნეხში სიმართლის დაცვა, მაგრამ მერწმუნეთ, თავისუფლების დაკარგვა უფრო რთული იქნება, - ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” განათლების მიმართულების ხელმძღვანელ

30 წელი მივდიოდით ერთი მიმართულებით და ახლა აღმოჩნდა, რომ უნდა წავიდეთ სხვა მხარეს, რაც, ჩემი აზრით, არ წაადგება ჩვენი ქვეყნის პერსპექტივებს - თედო ჯაფარიძე

26 აპრილი, 2024 , 15:19

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა და ქართული ოცნების სიით, პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ თედო ჯაფარიძემ ნეტგაზეთთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მაშინ როცა ქვეყა

პოლიტიკური პარტიები საერთო სიაზე უნდა შეთანხმდნენ, რომელიც შეიქმნება ნეიტრალურ პრინციპებზე, შემთხვევით შერჩეული ნომრით - მიხეილ სააკაშვილი

26 აპრილი, 2024 , 15:07

ხელისუფლება უნდა გადაიბაროს ამ ახალმა თაობამ, რომელიც ჩემი შეფასებით, სრულად მზად არის ამისთვის, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. „ახლა მთავარია ერთობა. რას ნ

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის 2022 წლის პროცესის გამეორება, მომხდარიყო რევოლუცია, თუმცა ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 14:49

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის 2022 წლის პროცესის გამეორება, მომხდარიყო რევოლუცია, თუმცა ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი