უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

1 ნოემბერი, 2018 15:20
font-size

პროფკავშირების შეფასებით, ქედაში დატრიალებული ტრაგედიის მთავარი მიზეზი ოპერატორი კომპანიის დაუდევრობაა

პროფკავშირების შეფასებით, ქედაში დატრიალებული ტრაგედიის მთავარი მიზეზი ოპერატორი კომპანიის დაუდევრობაა, ხოლო ამ დაუდევრობის საფუძველი შრომის უსაფრთხოების სფეროში ეფექტური მაკონტროლებელი ორგანოს არარსებობა, - აღნიშნულის შესახებ საუბარია გაერთიანებული პროფკავშირების განცხადებაში,

,,31 ოქტომბერს ქედის რაიონის სოფელ ჭინკაძეებში მომხდარ შემზარავ ფაქტს, რა დროსაც- ქვის კარიერზე საამფეთქებლო სამუშაოებს 6 წლის გიგა ოსანაძე ემსხვერპლა, პროფკავშირების გაერთიანება ეხმაურება.

მედიაში გავრცელებული და ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, აფეთქების მომენტში გიგა ოსანაძე საკუთარი სახლის ეზოში იმყოფებოდა, რომელიც აფეთქების ეპიცენტრიდან 100 მეტრის რადიუსში მდებარეობს. საქართველოს პროფესიული კავშირების აჭარის გაერთიანების წარმომადგენლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები მიიღეს სხვა საცხოვრებელმა სახლებმაც, რომლებიც აფეთქების ეპიცენტრიდან 300 მეტრის რადიუსში მდებარეობენ.

აღნიშნულ კარიერზე სამუშაოებს შპს „სტრუიკ გრუპ ჯორჯია”-ს ქვე კონტრაქტორი კომპანიები - შპს „ალბაირაქი"-ს და შპს ,,დინამიტი-ლ.დ" აწარმოებენ.

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება მიიჩნევს, რომ პირველ რიგში გამოსარკვევია, ჰქონდა თუ არა სამუშაოს მწარმოებელს შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული ბურღვა-აფეთქებითი სამუშაოების განხორციელების ნებართვა.

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების შეფასებით მომხდარი ფაქტის მთავარი მიზეზი ოპერატორი კომპანიის დაუდევრობაა, ხოლო ამ დაუდევრობის საფუძველი შრომის უსაფრთხოების სფეროში ეფექტური მაკონტროლებელი ორგანოს არარსებობა.

პროფკავშირების შრომის დაცვის დეპარტამენტის შეფასებით დარღეულია საამფეთქებლო სამუშაოების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც 2013 წლის 31 დეკემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ 432-ე დადგენილებით არის დამტკიცებული.

რეგლამენტის მიხედვით საამფეთქებლო სამუშაოების დაწყებამდე, ოპერატორი კომპანიის სამთო-გეოლოგებმა უნდა შეისწავლონ აფეთქების ეპიცენტრი და მიმდებარე ტერიტორია, შეადგინონ აფეთქების სქემა და მის საფუძველზე უნდა შექმნან აფეთქების პასპორტი, რომელშიც გაწერილი უნდა იყოს შემდეგი პარამეტრები: მოსაპოვებელი მადნის რაოდენობის, ადგილმდებარეობის, ლანდშაფტისა სხვა ლოკალური სპეციფიკების გათვალისწინებით უნდა განისაზღვროს ფეთქითი მასალის ტიპი, რაოდენობა და ფეთქითი მასალის მოთავსების ღრმულის სიღრმე. ასევე უნდა განისაზღვროს მუხტის სიმძლავრე, აფეთქების შედეგად დაშლილი სამთო მასის გატყორცნის მიმართულება და აფეთქების მომენტში დასაქმებულთა განლაგების უსაფრთხო პოზიციები მანძილის მითითებით.

იმ შემთხვევაში, როდესაც აფეთქების ეპიცენტრთან საშიშ დისტანციაზე დასახლებული პუნქტი ან სხვა დანიშნულების ობიექტებია, სამუშაოს მწარმოებელი კომპანია ვალდებულია მიიღოს უსაფრთხოების დამატებითი ზომები, რათა შემცირებული იქნას დაშლილი სამთო მასების გატყორცნის მანძილი.

მომხდარი ფაქტიდან გამომდინარე, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება ვარაუდობს, რომ ოპერატორი კომპანიის მიერ დაირღვა ზემოთხსენებული პარამეტრების ნაწილი ან საერთოდ არ იქნა გათვალისწინებული ზემოთაღნიშნული რეგლამენტი.

შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით ქედაში მომხდარი აფეთქების ფაქტზე, რომელსაც 6 წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, სამი პირი დააკავეს, რომლებიც თურქეთის მოქალაქეები არიან. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 244-ე მუხლით, რაც ფეთქებადი ნივთიერების წესების დარღვევით გამოყენებას გულისხმობს. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიების პროცესში მტკიცებულებების მოპოვების შედეგად, შესაძლოა გამოიკვეთოს სხვა პირთა პასუხისმგებლობის საკითხი.

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება ბოლომდე დააკვირდება გამოძიების მიმდინარეობის პროცესს და იმედს იტოვებს, რომ შსს-ს მიერ მოკვლეული იქნება უბედური შემთხვევის გამომწვევ მიზეზთა ყველა დეტალი, რაც მომავალში მსგავსი ფაქტების თავიდან აცილების მიზნით პრევენციული ღონისძიებების გატარების შესაძლებლობას წარმოშობს“, - ნათქვამია განცხადებაში.

15 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია

26 აპრილი, 2024 , 18:10

ნიჭიერი და მიზანდასახული სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ, მიიღონ ხარისხიანი ცოდნა და გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი, საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს.  სწორედ

ევროპაში არის სერიოზული პრობლემები პროპაგანდის კუთხით, რაც სერიოზულ პრობლემებს იწვევს, მათ შორის დემოგრაფიულ პრობლემებს - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 16:13

როდესაც ევროპარლამენტი დაჟინებით მოგვიწოდებს, რომ ხელი შევუწყოთ იმ ტენდენციებს ჩვენს ქვეყანაში, რომლებიც ასე მძიმედ ევროპულ საზოგადოებებს უკვე ეტყობა, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი - ჩვენ გვინდა ჩვენი ღირებულებებით,

თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი

26 აპრილი, 2024 , 14:12

დღეიდან, ზესტაფონის შემოვლითი გზის გახსნის შემდეგ, თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი. რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ზესტაფონის

საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა - საქსტატი

26 აპრილი, 2024 , 12:59

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694.6 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტი

The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში

26 აპრილი, 2024 , 12:54

საერთაშორისო გამოცემა The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების (Digital CX) მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში.  „ეგრევე“ - მომენტალური გადარიცხვა, თამაში, სა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებს აფართოებს

26 აპრილი, 2024 , 11:41

საქართველოს ბანკი ბიზნესების განვითარებას და გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებსაფართოებს. პროექტის ჯამური ღირებულება 1

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი