უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

6 აგვისტო, 2018 15:00
font-size

პროკურატურამ დაადგინოს, მოსყიდული ჰყავს თუ არა ბიძინა ივანიშვილს მთავრობის წევრები - ლევან ხაბეიშვილი

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა მოუწოდა პროკურატურას, შეისწავლოს მმართველი გუნდის მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების დეკლარაციებში არსებული შეუსაბამობები.

საკრებულოს დეპუტატის თქმით, ბიძინა ივანიშვილი მთავრობის წევრებს დამატებით ანაზღაურებას აძლევს, რის სანაცვლოდ მინისტრები მას ემორჩილებიან.

„ამ ქვეყნის მთავარი მძარცველი, როგორც ჩანს, მისი მოურავების კეთილგანწყობას ყიდულობს და საბოლოო ჯამში, შემდეგ აღმოვაჩენთ ხოლმე, რომ მაგალითად, კულტურის მინისტრი ხელს უწერს, საყდრისის აფეთქებაზე. მაგალითად, ეკონომიკის მინისტრი ხელს უწერს 2 მილიონ ნახევარი კვადრატული მეტრის ლარით გადაცემაზე მის დეიდაშვილს. შემდეგ აღმოვაჩენთ, რომ კვირიკაშვილი ყველაფერზე ხელის მომწერია. ჩვენ გვინახავს მისი მოსყიდული პროკურატურა.

დღეს პროკურატურას მივმართავთ ძალიან მარტივი განცხადებით, რომელიც უბრალოდ საჭიროებს კითხვებზე პასუხების გაცემას. როგორ მოხდა, რომ ასი ათასობით ლარის აცდენა აქვს შემოსავალსა და გასავალში კვირიკაშვილსა და ქუმსიშვილს. როგორც მოხდა, რომ როცა პროკურორი ფარცხალაძე გადადგა თანამდებობიდან , ფაქტობრივად ერთ დღეში ეს კაცი გახდა მილიონერი და დღეს საჯარო რეესტრში შეგიძლიათ, მოიძიოთ მისი ქონება, ისაა დეკლარირებული მილიონერი.

გვაქვს კითხვები ზარდიაშვილთან დაკავშირებით, რომელიც სასამართლოს მიმართულებით აქტიურობს ხოლმე და საზოგადოებას უნახავს, როგორ ერევა, მათ შორის სასამართლო უწყებაში ზარდიაშვილი. ეს კაცი „ქართული ოცნების“ წევრობიდან ფაქტობრივად მილიონერი გახდა, 2012 წლამდე შეგიძლიათ ნახოთ მაგისი დეკლარაცია , 2012 წლის შემდეგ გეომეტრიული პროგრესიით იზრდება, რომლის საშუალებასაც მისი შემოსავალი, რა თქმა უნდა, არ იძლევა. ამიტომ მნიშვნელოვანია პროკურატურამ დაიწყოს გამოძიება და დაადგინოს, მოსყიდული ჰყავს თუ არა ბიძინა ივანიშვილს მთავრობის წევრები“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

ცნობისთვის, „შაბათის კურიერმა“ საქართველოს მთავრობაში არსებულ საიდუმლო ფონდთან დაკავშირებით ინფორმაცია გაავრცელა. სანდო წყაროს ცნობით, ამ ფონდიდან მინისტრთა კაბინეტის რჩეულებს ათი ათასობით ლარს უხდიან.

ჩორჩანასთან დაკავშირებით გიორგი გახარიასთან ერთნაირი პრეტენზიები აქვთ მხოლოდ „ოცნების“ რეჟიმს და ცხინვალის რუსულ საოკუპაციო რეჟიმს - ბერდია სიჭინავა

20 ნოემბერი, 2025 , 16:07

"ჩორჩანასთან დაკავშირებით გიორგი გახარიასთან ერთნაირი პრეტენზიები აქვთ მხოლოდ „ოცნების“ რეჟიმს და ცხინვალის რუსულ საოკუპაციო რეჟიმს" - ასე ეხმაურებიან ყოფილი პრემიერის გუნდში ე.წ. სამხრეთ ოსეთის დელ

შეუპოვარი ბრძოლის გზაზე უკან არ დავიხევთ, ვერც გიორგი ვაშაძის და პაატა მანჯგალაძის მიმართ დაწყებულმა პოლიტიკურმა დევნამ გაგვტეხა - „სტრატეგია აღმაშენებელი“

20 ნოემბერი, 2025 , 15:26

ვაგრძელებთ ბრძოლას გამარჯვებამდე. გვჯერა, რომ ეს ბრძოლა მოიტანს შედეგს და დააბრუნებს ჩვენს ქვეყანას ევროინტეგრაციის გზაზე, – ამის შესახებ ნათქვამია „სტრატეგია აღმაშენებლის“ განცხადებაში. განცხადების თან

მზაობა თუ აქვთ, გვერდში რეალურად დაგვიდგნენ და პრობლემები მოვაგვაროთ, მიღებულ კანონებს გავაუქმებთ, მაგრამ ვხედავთ, თავად არიან პრობლემების წყაროს შემქმნელები - ლევან მახაშვილი

20 ნოემბერი, 2025 , 13:06

მზაობა თუ აქვთ, გვერდში რეალურად დაგვიდგნენ და ეს პრობლემები მოვაგვაროთ, ამას გავაკეებთ, მაგრამ ჯერ რასაც ვხედავთ, არათუ გვერდში გვიდგებიან, თავად არიან ამ პრობლემების წყაროს შემქმნელები. ჩვენი თვითმიზანი კანონის მიღება

დეკლარაციების შესწავლას განახორციელებს დამოუკიდებელი კონსტიტუციური ორგანო სახელმწიფო აუდიტის სამსახური, რომელიც არის ძლიერი ინსტიტუტი - ირაკლი კობახიძე

20 ნოემბერი, 2025 , 11:50

დეკლარაციების შესწავლას განახორციელებს დამოუკიდებელი კონსტიტუციური ორგანო სახელმწიფო აუდიტის სამსახური, რომელიც არის ძლიერი ინსტიტუტი და შესაბამისად, ამ კუთხით ძლიერდება პრაქტიკის ნაწილში საერთო სისტემა, - ამის შესა

დიასპორასთან დაკავშირებით საარჩევნო რეგულაციებზე არგუმენტები არის ძალიან მყარი, არ შეიძლება, ამომრჩეველმა უცხო იურისდიქციის გავლენის ქვეშ მიიღოს საარჩევნო გადაწყვეტილება - ირაკლი კობახიძე

20 ნოემბერი, 2025 , 10:41

არჩევნები დიასპორასთან მიმართებით ყოველთვის გამოიყენებოდა სპეკულაციებისთვის მახინჯი ფორმით, გახსოვთ, როგორი ფორმით წარიმართებოდა კამპანიები, დიასპორის გახლეჩასაც ცდილობდნენ, რაც ძალიან სამწუხარო იყო, - ამის შესახებ საქარ

რიგგარეშე არჩევნები თეორიულად რომ გამოცხადდეს, აწყობს ხელისუფლებას და არა ოპოზიციას, ანუ კიდევ ერთხელ თავს მოიჭრის ამ შემთხვევაში ოპოზიცია - ირაკლი კობახიძე

20 ნოემბერი, 2025 , 09:22

ჩვენ კიდევ ერთხელ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვგეგმავთ არჩევნების ჩატარებას 2028 წლის 28 ოქტომბერს, როგორც ეს არის დადგენილი საქართველოს კონსტიტუციით, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ი