უახლესი ამბები
არქივი
საზოგადოება


პროკურატურამ მერაბ ღოღობერიძესა და ირაკლი ჩხვირკიას ბათუმში 11-12 მარტის ღამეს მომხდარი არეულობის მოწყობისთვის ბრალი წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ მერაბ ღოღობერიძესა და ირაკლი ჩხვირკიას ბრალი წარუდგინა ბათუმში 11-12 მარტს მომხდარი არეულობის ორგანიზებისა და ხელმძღვანელობისთვის.
უწყების განცხადებით, მათ სხვადასხვა დროს წააქეზეს ჯგუფური ძალადობა პოლიციის თანამშრომლების წინააღმდეგ, რასაც მოჰყვა სამართალდამცავებზე თავდასხმა, ასევე შსს-ის აჭარის ა.რ. პოლიციის დეპარტამენტში შეჭრის მცდელობა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
„მედიანიუსი“ პროკურატურის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.
„პროკურატურამ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ხელმძღვანელობისთვის დაკავებულებს მერაბ ღოღობერიძესა და ირაკლი ჩხვირკიას ბრალი წარუდგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით.
გამოძიებით დადგინდა, რომ 2017 წლის 12 მარტს, პოლიციის თანამშრომლების წინააღმდეგ, ქალაქ ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, სავაჭრო ცენტრ „ბათუმი პლაზას“ მიმდებარე ტერიტორიაზე ღოღობერიძესა და ირაკლი ჩხვირკიას მიერ, სხვადასხვა დროს, განხორციელდა ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა, რა დროსაც ხელკეტების, ქვებისა და ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილის“ გამოყენებით ათეულობით პირი თავს დაესხა პოლიციის თანამშრომლებს და ცდილობდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ა.რ. პოლიციის დეპარტამენტის შენობაში შეჭრას. თავდასხმის შედეგად სხეულის დაზიანება მიიღო 35-მა პოლიციელმა. თავდამსხმელებმა ცეცხლის წაკიდებით დააზიანეს და გაანადგურეს სახელმწიფოსა და მოქალაქეების კუთვნილი 83 680 ლარის ღირებულების ავტომანქანები და 132 770 ლარის ღირებულების ქ.ბათუმის მერიის კუთვნილი ქონება.
პროკურატურამ უკვე მიმართა შუამდგომლობით ბათუმის საქალაქო სასამართლოს დაკავებული პირებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შესახებ.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით ითვალისწინებს“, - წერია განცხადებაში.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:

„ზღვარზე ვართ, მეგობრებო, სახიფათო ზღვარზე! ამის იქეთ ჩახარშვაა”
24 თებერვალი, 2021 , 21:57

პროტესტი რეგიონებიდან დედაქალაქში ინაცვლებს - პარლამენტთან კარავი ზუგდიდელებმაც გაშალეს
24 თებერვალი, 2021 , 21:10

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3198 ლარი გახდა
24 თებერვალი, 2021 , 17:15

რამდენიმე ქვეყნის ავიაკომპანია მზად არის გააფართოვოს საქართველოში ფრენების არეალი - ნათია თურნავა
24 თებერვალი, 2021 , 17:15

საქართველოში კორონავირუსის ე.წ. ბრიტანული შტამის 3 შემთხვევაა დადასტურებული - ამირან გამყრელიძე
24 თებერვალი, 2021 , 17:15

ქვეყნის გახსნა აზრს დაკარგავს თუ მას არ მოჰყვება ვაქცინაცია - ანა დოლიძე
24 თებერვალი, 2021 , 17:15