უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

13 ივლისი, 2022 15:45
font-size

არსებობს შეკითხვები, რომლებზეც საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის პასუხებია საინტერესო - სოზარ სუბარი

დეპუტატი სოზარ სუბარი აცხადებს, რომ არსებობს შეკითხვები, რომლებზეც საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის პასუხებია საინტერესო.

სუბარი ამბობს, რომ ეს ის საკითხებია, რაც აინტერესებს საქართველოს მოქალაქეთა აბსოლუტურ უმრავლესობას.

„უკვე ხუთი დღე გავიდა, რაც საქართველოს პარლამენტის წევრმა, მიხეილ ყაველაშვილმა მიმართა ღია წერილით საქართველოში ამერიკის ელჩს, კელი დეგნანს და გარკვეულ კითხვებზე პასუხების გაცემა სთხოვა; ეს ის პასუხებია, რომელიც აინტერესებს არა მხოლოდ მიხეილ ყაველაშვილს, არამედ მაინტერესებს მეც, აინტერესებს საქართველოს პარლამენტის ძალიან ბევრ წევრს და დარწუნებული იყავით, აინტერესებს საქართველოს მოქალაქეთა აბსოლუტურ უმრავლესობას. პასუხი, სამწუხაროდ, დღემდე არ მიგვიღია, თუ არ ჩავთვლით გარკვეულ გაბრაზებულ და გაღიზიანებულ ტონს, როცა ქალბატონმა ელჩმა თქვა, რომ არ წაუკითხავს ეს წერილი, არც აინტერესებს და მიუხედავად იმისა, რომ არ წაუკითხავს, თითქოს ეს წერილი არის აღსავსე ტყუილებით და პროვოკაციებით, რაც ნამდვილად ასე არ არის.

ამიტომ მინდა, რომ ამ კითხვებს გაეცეს პასუხი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, კითხვებს, როდესაც ქართული ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილი ამბობს, რომ საქართველო უნდა ჩაებას ომში, როდესაც ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების მნიშვნელოვანი ნაწილი ამბობს, რომ საქართველო უნდა ჩაებას ომში და ეს არასმთავრობო ორგანიზაციები სარგებლობენ აშშ-ის საელჩოს მკაფიო მხარდაჭერით; მაგალითად, როდესაც თქვა ეკა გიგაურმა, რომ გაიხნა შესაძლებლობის ფანჯარა, რუსეთი აგებს ომს უკრაინაში და საქართველომ უნდა გამოიყენოს ეს შესაძლებლობების ფანჯარა, რაც ნიშნავს პირდაპირ მოწოდებას ომში ჩართვისკენ; როდესაც საქართველოს სახალხო დამცველმა თქვა, რომ პრემიერის განცხადება, რომ საქართველო არ უერთდება სანქციებს, არის სამარცხვინო და გაცილებით უკეთესი იქნებოდა ცხელი ბომბები საქათველოს თავზე; სახალხო დამცველი აშშ-ის ელჩის ღია მხარდაჭერით სარგებლობს. შეიძლება, ქართველ ხალხს გაუჩნდეს ეჭვი, რომ ეს არ არის მხოლოდ ამ ადამიანების პოზიცია, ამ პოზიციას მხარს უჭერს კელი დეგნანიც. ამიტომ ჩვენ, ცხადია, გვაინტერესებს პასუხი კითხვაზე, უჭერს თუ არა მხარს კელი დეგნანი ამ მოთხოვნებს და თუ არ უჭერს, მაშინ მკაფიოდ დააფიქსიროს ეს პოზიცია; გაემიჯნოს ამ პოზიციას და ეს იქნება ძალიან სერიოზული სიმშვიდის მომტანი ქართულ საზოგადოებაში, ქართველი ხალხი დაიჯერებს, რომ არაფერი არ ემუქრება საქართველოში სიმშვიდეს და საქართველოს არავინ არ მოუწოდებს ომში ჩართვისკენ, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი“, – განაცხადა სუბარმა.

სოზარ სუბარი აღნიშნავს, რომ კელი დეგნანისგან სურთ მკაფიო პოზიციები გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით.

„როდესაც ქართული ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ საქართველოს, რომ გაეშვა თვითმფრინავით მოხალისეები ომში ჩასართავად და პარალელურად, აშშ-ის პრეზიდენტი და ბრიტანეთის ჯერ კიდევ პრემიერი ჯონსონი მოუწოდებენ ტავის მოქალაქეებს, რომ არ ჩაერთონ ომში და არ წავიდნენ ომში უკრაინაში, გვაინტერესებს დეგნანის აზრი, მხარს უჭერს არასამთავრობოებს და ოპოზიციას, რომლებიც სთავაზობდნენ საქართველოს მთავრობას, გაეშვათ თვითმფრინავი, ემიჯნება ამ მოთხოვნებს? როდესაც ოპოზიცია ითხოვს დასანქცირებას ქართული სახელმწიფოსი, თითქოს საქართველო მხარს უჭერს რუსეთს სანქციების გვერდით ავლაში, ამას ამბობენ ოპოზიცია და არასამთავრობოები, ჩვენ მოვისმინეთ ამაზე ბრიტანეთის ელჩის მკაფიო პოზიცია, რომ მას არ აქვს ამის შესახებ ინფორმაცია; კარგი იქნება, თუ დეგნანისგანაც მოვისმენთ ასეთ მკაფიო პოზიციას.

როდესაც საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი უილიამ კორტნი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ოლიგარქი, ძალიან მაინტერესებს, ეს არის ერთი პიროვნების აზრი, თუ ეს არის ის აზრი, რომელსაც შეიძლება, ქალბატონი კელი დეგნანიც იზიარებდეს. საინტერესო იქნება, დეგნანმა თქვას, ის ისევ ფიქრობს, რომ ივანიშვილი არის ფილანტროპი, რომელსაც უზარმაზარი დამსახურება აქვს საქართველოს წინაშე, თუ როგორც ყოფილი ელჩი ამბობს, ის არის ოლიგარქი – ამაზეც კარგი იქნება მისი აზრი.

როდესაც ძალიან მნიშვნელოვან თემაზე ელჩი დუმილს არჩევს, ამ შემთხვევაში ჩვენ ბუნებრივია, გვიჩნდება კითხვები, ეს დუმილი ხომ არ არის ნიშანი იმისა, რომ ის ეთანხმება იმ ადამიანებს, რომლებიც ასეთ მოთხოვნებს აყენებენ“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

ამასთან, სუბარის თქმით, ორიოდე დღის წინ დეგნანმა თქვა, რომ 22 არასამთავრობო მზად არის, თავისი მოთხოვნები დააყენოს, თუ როგორ უნდა შესრულდეს ის 12 პუნქტი, რომელიც ევროკავშირმა წამოაყენა კანდიდატის სტატუსის მიღების წინაპირობად.

„მაგრამ, ამ 22 ორგანიზაციას შორის ძალიან ბევრია ისეთი ორგანიზაცია, რომლებიც დეგნანის განცხადებამდე რამდენიმე დღით ადრე იდგნენ მიტინგზე და ითხოვდნენ საქართველოს მთავრობის გადადგომას, ირაკლი ღარიბაშვილს გადადგომას, ტექნიკური მთავრობის შექმნას და პრაქტიკულად, ხელისუფლების გადაბარებას ოპოზიციისთვის. ძალიან გვაინტერესებს, დეგნანი როდესაც ამბობს, რომ ამ 22 ორგანიზაციას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი, იმ მთავარ გზავნილს იზიარებს თუ არა; მიაჩნია თუ არა, რომ უნდა გადადგეს მთავრობა და შეიქმნას საქართველოში ტექნიკური მთავრობა? ეს არის ის კითხვები, რაც გვაქვს“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

სანქციები ივანიშვილს, უვიზო რეჟიმის კრიტერიუმების შემოწმება და რუსული კანონის მიღების შემთხვევაში უარი მოლაპარაკებებზე - ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია მიიღო

25 აპრილი, 2024 , 17:33

დღეს, 2024 წლის 25 აპრილს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია საქართველოში „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტთან“ დაკავშირებით. რეზოლუცია შეიცავს შესწორებებს, რომლებიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდ

საქართველოს აუქმებს ივანიშვილი - ლევან ხაბეიშვილი

25 აპრილი, 2024 , 17:07

ევროპარლამენტის რეზოლუციის მიხედვით, „რუსული კანონის“ მიღების შემთხვევაში გადაიხედება ვიზალიბერალიზაცია, ევროკავშირი შეწყვეტს საქართველოსთან მოლაპარაკებებს, ივანიშვილი ხდის იძულებულს ჩვენს პარტნიორებს უმ

ეს რეზოლუცია არის წარმავალი ევროპარლამენტის წევრების ბოლო ბწკენა საქართველოს, ქართველი ხალხის მიმართ - შალვა პაპუაშვილი

25 აპრილი, 2024 , 16:10

ერთი წლის წინაც იყო რეზოლუცია და ზუსტად იგივე ჩანაწერი იყო ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, ეს ის ხალხია, ვინც ამ რეზოლუციის პროექტში აფხაზეთი ცალკე სახელმწიფოდ გამოყო, რა სანქციებზეა საუბარი, როცა

ბოლო ბრალდებების კონტექსტის გათვალისწინებით, ევროპარლამენტის წევრები არ კოორდინირებენ თავიანთი წარმოშობის ქვეყნებთან და არ წარმოადგენენ მათ პოზიციებს - ლიეტუვის საელჩო

25 აპრილი, 2024 , 14:27

ბოლო ბრალდებების კონტექსტის გათვალისწინებით, რომელიც შეეხებოდა ევროპარლამენტის ლიეტუველი წევრის განცხადებებს, გვსურს, აღვნიშნოთ, რომ ევროპარლამენტის წევრები არ კოორდინირებენ თავიანთი წარმოშობის ქვეყნებთან და არ წარმოადგე

არავინ ეწევა ისეთ დისკრედიტაციას ევროპული მომავლის და ევროკავშირის, როგორც ეს კონკრეტული ევროპარლამენტარები - კახა კალაძე

25 აპრილი, 2024 , 14:18

„არავინ ეწევა ისეთ დისკრედიტაციას ევროპული მომავლის და ევროკავშირის, როგორც ეს კონკრეტული ევროპარლამენტარები“, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე გამჭვირვალობის კანონპროექტთან დაკავშირებით, ევროპარლა

ჩვენმა ისტორიამ გვასწავლა, რომ ქვეყნის ნებისმიერი ოკუპაცია დროებითია, თუ დამპყრობელი ხალხის იდენტობის მოშლას ვერ ახერხებს - ირაკლი კობახიძე

25 აპრილი, 2024 , 13:58

საქართველომ სარწმუნოებისთვის გადახდილ ყველა ბრძოლაში გაიმარჯვა, ქრისტიანობის დაცვა და შენარჩუნება შეძლო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ უნგრეთში, „კონსერვატიული

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი