უახლესი ამბები
- 26.04.2024 18:36ჩვენი გზა უნდა მიდიოდეს ევროპაში ორივესი ერთად, მაგრამ რუსეთისკენ მიდიხართ, რუსეთში მიგვათრევთ - ლილე ლიპარტელიანი `ოცნებას`
- 26.04.2024 18:19ლექტორის მკვლელობის ფაქტზე სასამართლომ ორ პირს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
- 26.04.2024 18:1015 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია
- 26.04.2024 17:3328 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა - ლევან ხაბეიშვილი
- 26.04.2024 15:32მინდა ვთხოვო და მოვუწოდო ყველა მასწავლებელს - უთხრან არა საქართველოს რუსიფიკაციას და ევროკავშირისგან დაშორებას - ნანა ტოხვაძე
- 26.04.2024 15:1930 წელი მივდიოდით ერთი მიმართულებით და ახლა აღმოჩნდა, რომ უნდა წავიდეთ სხვა მხარეს, რაც, ჩემი აზრით, არ წაადგება ჩვენი ქვეყნის პერსპექტივებს - თედო ჯაფარიძე
- 26.04.2024 14:12თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი
არქივი
კომენტარი
პროკურატურაში ვერ შეძლეს ფოტოებზე ადამიანების ამოცნობა - ლეილა მუსტაფაევა
თბილისიდან გაუჩინარებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის მეუღლის, ლეილა მუსტაფაევას თქმით, პროკურატურამ ვერ შეძლო იმ ადამიანების პოვნა, ვინც სავარაუდოდ, აფგან მუხთარლის უთვალთვალებდა.
მუსტაფაევას თქმით, ეს ფაქტი აჩენს ეჭვს, რომ ამ ადამიანებს ხელს აფარებენ.
ამის შესახებ მუსტაფაევამ პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც ის გამოკითხვისთვის იყო დაბარებული.
„მე ორი ადამიანის ფოტო გამოვაქვეყნე ჩემს ფეისბუქის გვერდზე და ვთხოვე ხალხს დამხმარებოდნენ მათ ამოცნობაში. სოციალური ქსელის საშუალებით ჩვენ მოვახერხეთ ამ ხალხის ამოცნობა. მანამდე ჩვენ ეს ფოტოები გადავაგზავნეთ პროკურატურაში. გუშინ დამირეკა გამომძიებელმა ირაკლი აბულაძემ და მე ვკითხე მას ამ ფოტოების შესახებ, რომელმაც მიპასუხა, რომ მათ ვერ შეძლეს ამოცნობა. მას შემდეგ რაც მე ვუთხარი, რომ ჩვენ თავად შევძელით ამ ადამიანების ამოცნობა, მათ დამიბარეს დღეს პროკურატურაში. ჩვენ ეჭვი გვაქვს, რომ სწორედ ეს ადამიანები უთვალთვალებდნენ აფგანს გატაცებამდე, ხოლო ის ფაქტი, რომ პოლიციამ, პროკურატურამ ვერ შეძლო მათი პოვნა, გვიჩენს ეჭვს, რომ ისინი მათ ხელს აფარებენ“,-თქვა მუსტაფაევამ.
მისი ინფორმაციით, სურათზე აღბეჭდილი პირები ბაქოში იმყოფებიან და ორივე მათგანი არის აზერბაიჯანელი.
„მე დავეკონტაქტე მათ და ისინი შეეცადნენ დავერწმუნებინე, რომ მე ვცდებოდი. ჩვენ სოციალური ქსელის საშუალებით ასევე ვთხოვეთ ამ ადამიანებს პასპორტის ასლები გამოეგზავნათ, რომ დავრწმუნებულიყავით არიან თუ არა ისინი მართლაც ის ადამიანები, ვინც ჩვენ გვგონია. თუმცა მათ ეს თხოვნა არ შეასრულეს. მე დარწმუნებული ვარ, ერთ-ერთი მათგანის ვინაობაში. თუმცა ეს პრკურატურის დასადგენია“,-განაცხადა მუსტაფაევამ.
მონიკა დავლიანიძე