უახლესი ამბები
- 26.04.2024 18:36ჩვენი გზა უნდა მიდიოდეს ევროპაში ორივესი ერთად, მაგრამ რუსეთისკენ მიდიხართ, რუსეთში მიგვათრევთ - ლილე ლიპარტელიანი `ოცნებას`
- 26.04.2024 18:19ლექტორის მკვლელობის ფაქტზე სასამართლომ ორ პირს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
- 26.04.2024 18:1015 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია
- 26.04.2024 17:3328 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა - ლევან ხაბეიშვილი
- 26.04.2024 15:32მინდა ვთხოვო და მოვუწოდო ყველა მასწავლებელს - უთხრან არა საქართველოს რუსიფიკაციას და ევროკავშირისგან დაშორებას - ნანა ტოხვაძე
- 26.04.2024 15:1930 წელი მივდიოდით ერთი მიმართულებით და ახლა აღმოჩნდა, რომ უნდა წავიდეთ სხვა მხარეს, რაც, ჩემი აზრით, არ წაადგება ჩვენი ქვეყნის პერსპექტივებს - თედო ჯაფარიძე
არქივი
პოლიტიკა
პროვოკაცია ის კი არ არის, რომ ვინმეს კანონის შესრულება მოსთხოვო, არამედ არის ის, რასაც რუსეთი ყოველდღიურად აკეთებს - გიგი წერეთელი
„ევროპული საქართველოს“ წევრის, გიგი წერეთელის განცხადებით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მოსკოვი კვლავ ცდილობას წარმოაჩინოს ის, რაც რეალობასთან კავშირში არ არის.
ასე გამოეხმაურა წერეთელი, რუსეთის საგარეო უწყების მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებას.
„რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება იყო პასუხი ლუჟკოვის ჩამოსვლასთან დაკავშირებულ სკანდალზე. მე ვფიქრობ , რომ ლუჟკოვი იოლად გამოძვრა იმ დარღვევების შემდეგ, რაც მას ჰქონდა ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით. თუმცა, ეს განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას,რომ რუსეთი კვლავ ცდილობს წარმოაჩინოს ის, რაც არ არის რეალობასთან შესაბამისი. არ ემუქრებათ საფრთხე იმ ტურისტებს, ან ვიზიტორებს, რომლებიც ჩამოდიან რუსეთიდან საქართველოში თუ მათ არ აქვთ დარღვეული საქართველოს კანონმდებლობა. პროვოცირება და პროვოკაციები ის კი არ არის, რომ ვინმეს კანონის შესრულება მოსთხოვო, არამედ არის ის, რასაც რუსეთი სეპარატისტებთან ერთად, ყოველდღიურად აკეთებს საქართველოს ტერიტორიაზე - ეს არის მავთულხლართები, ადამიანების უმძიმეს ეკონომიკურ მდგომარეობაში ჩაყენება, ყოველდღიურად მათი დაკავება“, - აღნიშნა დეპუტატმა.
მონიკა დავლიანიძე