უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

7 აგვისტო, 2018 10:45
font-size

პუტინმა დამირეკა და მითხრა, იცოდე, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში არანაირი საჩუქრები ჩვენგან არ გექნებათ - მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, რუსეთ-საქართველოს ომი არ დაწყებულა 2008 წელს, არამედ 1989 წლის 9 აპრილს. ამის შესახებ სააკაშვილმა აგვისტოს ომის მე-10 წლისთავისადმი მიძღვნილ ვიდეომიმართვაში თქვა.

მისივე თქმით, რუსეთი ითმენდა „საქართველოს არსებობას“, თუმცა „ვარდების რევოლუციისა“ და აჭარის დაბრუნების შემდეგ დაიწყო ფართომასშტაბიანი კონფლიქტისთვის მზადება.

„2018 წლის 7 აგვისტოს სრულდება 10 წელი რუსეთ-საქართველოს ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან. ეს იყო ძალიან მძიმე, ტრაგიკული და ამავე დროს ძალიან გმირული მომენტი ჩვენი ისტორიის. მე მინდა, დღეს რამდენიმე საკითხზე გესაუბროთ, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. უპირველეს ყოვლისა ვთქვათ, რომ ეს ომი არ დაწყებულა 2008 წელს, ეს ომი დაიწყო 1989 წლის 9 აპრილს, გაგრძელდა ცხინვალის კონფლიქტით, შემდეგ აფხაზეთის ფართომასშტაბიანი ომით, სადაც რუსეთმა მოახერხა და 500 000-მდე აფხაზეთის მკვიდრი აფხაზეთის ტერიტორიიდან გააძევა და აფხაზეთზე ჩაიგდო ხელში კონტროლი, შემდეგ ეს გრძელდებოდა ძალიან ბევრ პროვოკაციაში, მაგრამ 2003 წლამდე რუსეთი საქართველოს არსებობას ითმენდა, რადგან საქართველო არშემდგარი სახელმწიფო იყო. ეს იყო ტერიტორია, სადაც იყო კორუფცია, კონტრაბანდა, ხალხი იყო უკიდურესად იმედგაცრუებული და ამიტომ რუსეთს განსაკუთრებული ქმედებების განხორციელება არ სჭირდებოდა, 2003 წელს მოხდა „ვარდების რევოლუცია“, 2004 წლიდან დაიწყო რეფორმები, რომელმაც მართლა აღაფრთოვანა თანდათან მთელი მსოფლიო და 2004 წელს ჩვენ კონტროლი დავიბრუნეთ აჭარაზე, ტერიტორიაზე, რომელსაც მთლიანად რუსეთი აკონტროლებდა. ეს იყო პირველი შემთხვევა საბჭოთა კავშირის დაშლის დროიდან, როდესაც რუსეთს ვიღაცამ ტერიტორია წაართვა და მაშინ მე პუტინმა დამირეკა და მითხრა, რაც მოხდა, მოხდა, მაგრამ ამის მერე იცოდე, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში არანაირი საჩუქრები ჩვენგან არ გექნებათ და მან დაიწყო ფართომასშტაბიანი კონფლიქტისთვის მზადება“, - განაცხადა სააკაშვილმა ვიდეომიმართვაში.

ლევან ხაბეიშვილი ხალხს მოუწოდებს და სთხოვს, რომ პულტიდან ამოიღონ ელემენტები, ყველამ გათიშოს ტელევიზორი და ყველა გავიდეს 4 ოქტომბერს რუსთაველზე

30 სექტემბერი, 2025 , 15:09

გამორთეთ ტელევიზორები, გამოდით რუსთაველზე! - ამ გზავნილით მიმართავს “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, პატიმრობაში მყოფი ლევან ხაბეიშვილი მოქალაქეებს, რომლის გზავნილი საპატიმროდან მისმ

დაპირისპირებისთვის, ძალადობისთვის და ძალმომრეობისთვის ვინც ემზადება, ისინი სახელმწიფოსგან აუცილებლად სათანადო, ადეკვატურ და პროპორციულ პასუხს მიიღებენ - დავით მათიკაშვილი

30 სექტემბერი, 2025 , 15:04

დაპირისპირებისთვის, ძალადობისთვის და ძალმომრეობისთვის ვინც ემზადება, ისინი სახელმწიფოსგან აუცილებლად სათანადო, ადეკვატურ და პროპორციულ პასუხს მიიღებენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშ

მნიშვნელოვანია დიდმა ბრიტანეთმა გააგრძელოს და დააჩქაროს სანქციები ივანიშვილისა და მისი ელიტის წინააღმდეგ - თინა ბოკუჩავა

30 სექტემბერი, 2025 , 11:07

მნიშვნელოვანია, რომ დიდმა ბრიტანეთმა გააგრძელოს და დააჩქაროს სანქციები ივანიშვილისა და მისი ელიტის წინააღმდეგ, რათა საქართველოს მოქალაქეებს დემოკრატიული და ევროატლანტიკური განვითარების გზა დაუბრუნდეთ, - ამის შესახებ

სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჟან-ნოელ ბაროს და საფრანგეთის მინისტრს ევროპის საკითხებში, ბენჟამინ ჰადადის შეხვდა

30 სექტემბერი, 2025 , 09:44

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჟან-ნოელ ბაროს და საფრანგეთის მინისტრს ევროპის საკითხებში, ბენჟამინ ჰადადის შეხვდა. როგორც სალომე ზურაბიშვილი&nbs

ნუ გეშინიათ ცვლილებების - ყველაფერი მშვიდობიანად წავა, ხალხის ნებას ნებისმიერი მმართველი უნდა დაემორჩილოს - პეტრე ცისკარიშვილი

29 სექტემბერი, 2025 , 16:50

მშვიდობიანი ცვლილებები ძალიან ბევრ ქვეყანაში მომხდარა, მათ შორის მოხდა ჩვენს რეგიონში, სამეზობლოში და საქართველოშიც! ნუ გეშინიათ ცვლილებების - ყველაფერი მშვიდობიანად წავა! ხალხის ნებას ნებისმიერი მმართველი უნდა დაემ

საქართველოს ქუჩებში, სადაც ბავშვები სამიზნედ ხდებიან, რადგან ისინი ევროპულ დროშებს აფრიალებენ - საფრანგეთის მინისტრი

29 სექტემბერი, 2025 , 16:34

პირველ რიგში, გაფართოების პროცესი დამსახურებაზე უნდა იყოს დაფუძნებული. ამიტომ, ის უნდა დაეყრდნოს ამ ქვეყნების მიერ გატარებულ რეფორმებს, - ამის შესახებ საფრანგეთის მინისტრმა ევროპის საკითხებში, ბენჟამინ ჰადადიმ ვარშა