პოლიტიკა


პუტინს არც ერთხელ საქართველო არ მოუტყუებია, მათ შორის არც 2008 წელს - ნინო ბურჯანაძე
ვლადიმირ პუტინს საქართველო არც ერთხელ არ მოუტყუებია, მათ შო-რის არც 2008 წელს, - განაცხადა "დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ტელეკომპანია "პა-ლიტრანიუსის" გადაცემაში "7vs1."
კითხვაზე, რა შეიცვალა მისი და რუსეთის პრეზიდენტის შეხვედრების შემდეგ ქართულ-რუსულ ურთიერთო-ბებში, ბურჯანაძემ პასუხად პუტინის განცხადება გაიხსენა, რომელიც მისი თქმით, "ქართულმა არხებმა არ გა-უშვეს", ხოლო ხელისუფლებამ არ გამოიყენა.
"ჩემი და მისი ერთ-ერთი შეხვედრის შემდეგ პუტინმა პრესკონფერენციაზე გააკეთა განცხადება, რომელიც ქარ-თულმა არხებმა არც კი გაუშვეს. პუტინს ჰკითხეს, არის თუ არა შანსი, რომ რუსეთმა აფხაზეთისა და ოსეთის აღიარება უკან წაიღოს. მან ძალიან ნათლად უპასუხა, რომ თუ ქართველები და აფხაზები, ასევე ქართველები და ოსები მოილაპარაკებენ და ერთობლივ ცხოვრებაზე შეთანხმებიან, რა ტიპის სახელმწიფოებრივ მოწყობა-შიც გადაწყვეტენ ცხოვრებას, ჩვენ მივიღებთ მათ ამ გადაწყვეტილებას და ხელს არ შევუშლითო", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
"დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერს ჟურნალისტმა ჰკითხა, სჯერა თუ არა მას პუტინის აღნიშნული განცხა-დების.
"მჯერა, რადგან ის არის ადამიანი, რომელიც ძალიან ღიად და პირდაპირ ლაპარაკობს და სხვათა შორის, არც ერთხელ საქართველო არ მოუტყუებია, მათ შორის არც 2008 წელს. ამის მოწმე მე ვიყავი და ამის შესახებ გან-ცხადება სააკაშვილმაც გააკეთა. მან გააფრთხილა საქართველო, რომ თუ ისე მოიქცეოდა, როგორც ჩვენ მოვიქე-ცით, აუცილებლად მოჰყვებოდა ამას ის, რაც მოჰყვა. პოლიტიკოსის ამოცანა ის კი არ არის, რომ მისი ან გვჯე-როდეს ან არა, ან მოგწონდეს რომელიმე პოლიტიკოსი ან არა, პოლიტიკოსის ამოცანა არის ის, რომ მან მიაღწიოს მოლაპარაკებებით იმ რეალობას, რაც უნდა დადგეს", - აღნიშნა ბურჯანაძემ ჟურნალისტის პასუხად.
საკვანძო სიტყვები:

მთავრობის ადმინისტრაცია - საკოორდინაციო საბჭომ გართულებული ეპიდემიოლოგიური ვითარება და შეზღუდვების აღსრულების მკაცრი კონტროლის აუცილებლობა განიხილა
13 აპრილი, 2021 , 15:40

„გირჩს“ ცოტა არეული აქვს თავისი ფუნქციები - გია ვოლსკი
12 აპრილი, 2021 , 17:40

საქართველოში ჯერ მხოლოდ ბრიტანული შტამის გავრცელებაა დადასტურებული - პაატა იმნაძე
12 აპრილი, 2021 , 17:15

ჩვენ ღია დავტოვეთ კარი და შესაძლებლობა, რომ სხვა პარტიებიც შემოუერთდნენ საპარლამენტო საქმიანობას - არჩილ თალაკვაძე
12 აპრილი, 2021 , 16:35
მჯერა პარლამენტის არჩეული წევრები აცნობიერებენ, რა დევს ახლა მათი ქვეყნისთვის სასწორზე - კელი დეგნანი
12 აპრილი, 2021 , 15:30

იმ ბრძოლაში, რა ბრძოლაშიც ახლა უკრაინაა, ვართ ჩვენც - მაკა ბოჭორიშვილი
12 აპრილი, 2021 , 15:30