უკან

კონფლიქტის ზონა

6 აგვისტო, 2018 17:00
font-size

ქართულ საზოგადოებას ესმის, რომ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს ვერ დაინახავს ისევე, როგორც საკუთარ ყურებს - ანატოლი ბიბილოვი

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის განცხადებით, ქართული საზოგადოება ხვდება, რომ „სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს ისევე ვერ დაინახავს, როგორც საკუთარ ყურებს“. - ამის შესახებ ბიბილოვმა Sputnik Южная Осетия-სთან ინტერვიუში თქვა.

ბიბილოვის მტკიცებით, თბილისმა ოკუპირებულ ცხინვალს როგორც სრულუფლებიან პარტნიორს, ისე უნდა ელაპარაკოს.

ბიბილოვმა აღნიშნა, რომ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის გავლით სამხრეთ კავკასიის ქვეყნებიდან რუსეთში ტვირთების გადაზიდვა ცხინვალისთვის „ძალიან მნიშვნელოვანია“ ისევე, როგორც „თავად საქართველოსთვის, აზერბაიჯანისთვის და ძალიან მნიშვნელოვანია სომხეთისთვის, ირანისთვის, თურქეთისთვის“. მან დაამატა, რომ „საქართველო საკუთარივე თავის საზიანოდ ცდილობს, ისე გააკეთოს, რომ სამხრეთ ოსეთი ამ პროექტის მიღმა აღმოჩნდეს“,

„სამწუხაროდ, დღეს საქართველოში არ არის ხელმძღვანელი, რომელსაც პოლიტიკური სიმამაცე აქვს, აღიაროს დღევანდელი რეალობა და უახლოეს პერსპექტივაში ასეთი პოლიტიკოსი არ მოსჩანს. მე როგორც მესმის, თვითონ ქართული საზოგადოებაა ამის წინააღმდეგ განწყობილი, თუმცა მათ ესმით, რომ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს ვერ დაინახავს ისევე, როგორც საკუთარ ყურებს. თუმცა, საქართველოს ხელმძღვანელობას უნდა ესმოდეს, რომ სამხრეთ ოსეთს, როგორც სრულფასოვან პარტნიორს უნდა ესაუბროს. ჩვენ სახელმწიფო გვაქვს და ეს გზა სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასთან სრულფასოვანი პარტნიორობის გარეშე ვერ იფუნქციონირებს“, - დასძინა მან.

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს ორი მოქალაქე - სუს-ი

22 აპრილი, 2024 , 14:11

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს ორი მოქალაქე. მათივე ცნობით, აღნიშნული ინციდენტის

გასულ კვირას ენგურის ხიდზე რუსულნომრიანი სატვირთოების აქტიური მოძრაობა შეინიშნებოდა - `დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი`

22 მარტი, 2024 , 12:02

"დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ გასულ კვირას ოკუპირებულ გალის რაიონში, ენგურს გაღმა, სამეგრელოს მიმართულებით და უკან, შეინიშნებოდა რუსულნომრიანი სატვირთო მანქანების აქტიური

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ოკუპირებულ სოფელ ახმაჯის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს - სუს-ი

15 იანვარი, 2024 , 12:42

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ოკუპირებულ სოფელ ახმაჯის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. უწყების მიერ გავრცელებულ

აშშ-ის ელჩი, რობინ დანიგანი საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა

14 დეკემბერი, 2023 , 15:02

ამერიკის ელჩი, რობინ დანიგანი საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა. საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ თვაურების, ოძისისა და გორაკას სოფლებში ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის პატრულირებაზე ელჩი დანიგანი ევროკავში

საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის მკვლელობა დასტურია, როგორ ითელება ფეხქვეშ ადამიანის უფლებები ოკუპირებულ ტერიტორიაზე - ხატია დეკანოიძე

11 დეკემბერი, 2023 , 12:09

საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის, თემურ კარბაიას მკვლელობა დასტურია, როგორ ითელება ფეხქვეშ ადამიანის უფლებები ოკუპირებულ ტერიტორიაზე, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ

დღეს ხურვალეთთან საოკუპაციო ძალების გადაადგილება შეინიშნებოდა

29 ნოემბერი, 2023 , 18:00

დღეს, რამდენიმე საათის განმავლობაში სოფელ ხურვალეთთან საოკუპაციო ძალების გადაადგილება შეინიშნებოდა ,- ინფორმაცია და კადრები ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრმა, დავით ქაცარავამ გაავრცელა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი