უკან

საზოგადოება

19 ივლისი, 2017 13:55
font-size

ქართულ სუნელზე არანაირი შეზღუდვა არ არის აშშ-ში - სოფლის მეურნეობის მინისტრი

სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ქართული სუნელის ექსპორტზე შეზღუდვები არ არსებობს. მისი თქმით, ქართულ სუნელებში ტყვიის მაღალი შემცველობის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია დამატებით შესწავლას საჭიროებს.

„ქართული სუნელი გადის ექსპორტზე 30-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებში, სადაც საკმაოდ მკაცრი მოთხოვნებია. არანაირი შეზღუდვა არ არის აშშ-ში. ქართული სუნელი ამერიკის არცერთ ფედერალურ უწყებას არ აუკრძალავს. ცალკეული ფაქტები საჭიროებს დამატებით შესწავალას და ჩვენ საჭირო ინფორმაციას ვიღებთ დიპლომატიური არხებით“,- განაცხადა დავითაშვილმა.

სურსათის ეროვნული სამსახურის ბოლო ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით ტყვიის შემცველობაზე იყო გამოკვლეული სხვადასხვა სახეობის სუნელების 75 ნიმუში, საიდანაც დარღვევა 4 შემთხვევაში გამოვლინდა.

საზოგადოებრივი ინტერესი ტყვიის საკითხის მიმართ მას შემდეგ გაიზარდა, რაც 30 ივნისს მედიაგამოცემა On.ge-მ გაავრცელა ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტის განცხადება, რომელიც მოსახლეობას აფრთხილებდა, რომ ქართულ სუნელებში ტყვიის მაღალი შემცველობა დაფიქსირდა. ინფორმაცია გადაამოწმა „ამერიკის ხმის“ ქართულმა სამსახურმა. როგორც ჟურნალისტურმა გამოძიებამ დაადგინა, ტყვიის მაღალი შემცველობა უფიქსირდებათ საქართველოდან ჩამოსულ მოქალაქეებს, თუმცა უკავშირდება თუ არა ეს კონკრეტულად ქართული წარმოების სუნელებს, უცნობია.

ანა მებურიშვილი

15 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია

26 აპრილი, 2024 , 18:10

ნიჭიერი და მიზანდასახული სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ, მიიღონ ხარისხიანი ცოდნა და გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი, საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს.  სწორედ

ევროპაში არის სერიოზული პრობლემები პროპაგანდის კუთხით, რაც სერიოზულ პრობლემებს იწვევს, მათ შორის დემოგრაფიულ პრობლემებს - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 16:13

როდესაც ევროპარლამენტი დაჟინებით მოგვიწოდებს, რომ ხელი შევუწყოთ იმ ტენდენციებს ჩვენს ქვეყანაში, რომლებიც ასე მძიმედ ევროპულ საზოგადოებებს უკვე ეტყობა, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი - ჩვენ გვინდა ჩვენი ღირებულებებით,

თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი

26 აპრილი, 2024 , 14:12

დღეიდან, ზესტაფონის შემოვლითი გზის გახსნის შემდეგ, თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი. რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ზესტაფონის

საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა - საქსტატი

26 აპრილი, 2024 , 12:59

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694.6 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტი

The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში

26 აპრილი, 2024 , 12:54

საერთაშორისო გამოცემა The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების (Digital CX) მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში.  „ეგრევე“ - მომენტალური გადარიცხვა, თამაში, სა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებს აფართოებს

26 აპრილი, 2024 , 11:41

საქართველოს ბანკი ბიზნესების განვითარებას და გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებსაფართოებს. პროექტის ჯამური ღირებულება 1

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი