უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

24 აპრილი, 2017 12:25
font-size

ქართული ძველნაბეჭდი წიგნების გამოფენა გაიხსნა

იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში წიგნის დღისადმი მიძღვნილი გამოფენა „ქართული ძველნაბეჭდი წიგნები“ გაიხსნა.

ეროვნული არქივის ძველნაბეჭდი წიგნების პირველ მასშტაბურ გამოფენაზე წარმოდგენილია სამეცნიერო-საცნობარო ბიბლიოთეკაში დაცული XVIII-XIX საუკუნეებში თბილისში, ქუთაისში, კონსტანტინოპოლში, კრემენჩუკში, მოსკოვში, სანკტ-პეტერბურგში, ვენეციაში, რომსა და მონთობანში გამოცემული სასულიერო და საერო ხასიათის წიგნები.

ექსპოზიცია ქართული ნაბეჭდი წიგნის შექმნისა და განვითარების ეტაპებს ასახავს. იგი დამთვალიერებელს წარმოდგენას უქმნის იმ ქართული თუ უცხოური სტამბების შესახებ, რომლებშიც ქართული წიგნები გამოიცემოდა.

გამოფენაზე გამორჩეული ადგილი დაეთმო სხვადასხვა სტამბის შრიფტებს, წიგნების მინიატურების, ტექსტებისა და ყდების გაფორმებას.

აღსანიშნავია, რომ ეროვნულ არქივში მიმდინარეობს პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს ქართული ძველნაბეჭდი წიგნების კოლექციის ახლებურ აღწერას. ამ პროცესში დეტალურად აღიწერება თითოეული წიგნი. აღწერების გამორჩეულად საინტერესო ნაწილია ის ანდერძ-მინაწერები, რომლებიც დართულია ძველნაბეჭდ წიგნებზე. ისინი დამატებით მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაძლევს რარიტეტული წიგნების დროსა და სივრცეში მოგზაურობის, მისი მფლობელებისა თუ წიგნის თანადროული ისტორიული ფაქტების შესახებ.

23 აპრილი წიგნისა და საავტორო უფლებების დღედ იუნესკომ 1995 წლის 15 ნოემბერს გამოცხადდა.

გამოფენა 21 აპრილიდან 7 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. დასწრება თავისუფალია.

15 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია

26 აპრილი, 2024 , 18:10

ნიჭიერი და მიზანდასახული სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ, მიიღონ ხარისხიანი ცოდნა და გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი, საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს.  სწორედ

ევროპაში არის სერიოზული პრობლემები პროპაგანდის კუთხით, რაც სერიოზულ პრობლემებს იწვევს, მათ შორის დემოგრაფიულ პრობლემებს - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 16:13

როდესაც ევროპარლამენტი დაჟინებით მოგვიწოდებს, რომ ხელი შევუწყოთ იმ ტენდენციებს ჩვენს ქვეყანაში, რომლებიც ასე მძიმედ ევროპულ საზოგადოებებს უკვე ეტყობა, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი - ჩვენ გვინდა ჩვენი ღირებულებებით,

თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი

26 აპრილი, 2024 , 14:12

დღეიდან, ზესტაფონის შემოვლითი გზის გახსნის შემდეგ, თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი. რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ზესტაფონის

საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა - საქსტატი

26 აპრილი, 2024 , 12:59

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694.6 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტი

The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში

26 აპრილი, 2024 , 12:54

საერთაშორისო გამოცემა The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების (Digital CX) მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში.  „ეგრევე“ - მომენტალური გადარიცხვა, თამაში, სა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებს აფართოებს

26 აპრილი, 2024 , 11:41

საქართველოს ბანკი ბიზნესების განვითარებას და გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებსაფართოებს. პროექტის ჯამური ღირებულება 1

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი