უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

10 აგვისტო, 2020 17:20
font-size

ქართული კაპიტალის ბაზრის რეფორმის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარება - სვოპებისა და დერივატივების საერთაშორისო ასოციაცია საქართველოზე სამართლებრივ დასკვნას აქვეყნებს

2019 წლის დეკემბერში საქართველოს პარლამენტმა ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ საკანონმდებლო პაკეტის დაამტკიცა. 2020 წლის 29 ივლისს, საერთაშორისო სვოპებისა და დერივატივების ასოციაციამ (ISDA) საქართველოზე სამართლებრივი დასკვნა გამოაქვეყნა, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობის დასტურია.

როგორც კანონის პროექტი, ისე ISDA სამართლებრივი დასკვნა მომზადდა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ქმედითი მხარდაჭერით. ISDA-ს ურთიერთგაქვითვაზე გამოქვეყნებული აქვს სამართლებრივი დასკვნები 75-ზე მეტ ქვეყანაზე და მათი განახლება ყოველწლიურად, კანონმდებლობის ცვლილებების შესაბამისად ხდება. ამიერიდან ამ ჩამონათვალს საქართველოც დაემატა.
ISDA სამართლებრივი დასკვნის გარეშე დაინტერესებულ ინვესტორებს ცალ-ცალკე მოუწევდათ ინდივიდუალური სამართლებრივი დასკვნის დაკვეთა იურიდიული ფირმებისათვის, რაც ართულებს და აძვირებს ინვესტირებას. შესაბამისად, ასეთი სამართლებრივი დასკვნის არარსებობის გამო, ბევრი პოტენციური ინვესტორი თავს იკავებდა ქართულ ფინანსურ ინსტიტუტებთან გარიგებების დადებისგან. დღეიდან კი ეს შემაფერხებელ ფაქტორს აღარ წარმოადგენს. ISDA-ს სამართლებრივი დასკვნა ხელმისაწვდომი იქნება ყველა სახელშეკრულებო მხარისთვის, მათ შორის ფინანსური ინსტიტუტებისთვის, კორპორაციებისთვის, ფონდებისთვის და სხვა დაწესებულებებისთვის. აღნიშნული დასკვნა მნიშვნელოვნად შეამცირებს საზედამხედველო კაპიტალის მოთხოვნებს ფინანსური ორგანიზაციებისთვის და საგრძნობლად წაახალისებს დერივატივული გარიგებების დადებას ქართულ ორგანიზაციებთან. საერთაშორისო ასოციაციის დასკვნას მსოფლიოში მრავალი ფინანსური ორგანიზაცია ენდობა და მისი დადებითი შეფასება საქართველოში ფინანსური ბაზრის განვითარებას პოზიტიურ ბიძგს მისცემს.

აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

NS

15 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია

26 აპრილი, 2024 , 18:10

ნიჭიერი და მიზანდასახული სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ, მიიღონ ხარისხიანი ცოდნა და გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი, საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს.  სწორედ

ევროპაში არის სერიოზული პრობლემები პროპაგანდის კუთხით, რაც სერიოზულ პრობლემებს იწვევს, მათ შორის დემოგრაფიულ პრობლემებს - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 16:13

როდესაც ევროპარლამენტი დაჟინებით მოგვიწოდებს, რომ ხელი შევუწყოთ იმ ტენდენციებს ჩვენს ქვეყანაში, რომლებიც ასე მძიმედ ევროპულ საზოგადოებებს უკვე ეტყობა, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი - ჩვენ გვინდა ჩვენი ღირებულებებით,

თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი

26 აპრილი, 2024 , 14:12

დღეიდან, ზესტაფონის შემოვლითი გზის გახსნის შემდეგ, თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი. რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ზესტაფონის

საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა - საქსტატი

26 აპრილი, 2024 , 12:59

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694.6 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტი

The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში

26 აპრილი, 2024 , 12:54

საერთაშორისო გამოცემა The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების (Digital CX) მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში.  „ეგრევე“ - მომენტალური გადარიცხვა, თამაში, სა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებს აფართოებს

26 აპრილი, 2024 , 11:41

საქართველოს ბანკი ბიზნესების განვითარებას და გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებსაფართოებს. პროექტის ჯამური ღირებულება 1

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი