უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

10 დეკემბერი, 2018 15:30
font-size

“ქართული მარში” შესაძლოა, პოლიტიკურ ორგანიზაციად ჩამოყალიბდეს

“ქართული მარშის” ერთ-ერთი ლიდერის, კონსტანტინე მორგოშიას განცხადებით, საზოგადოებრივი მოძრაობა შესაძლოა პოლიტიკურ ორგანიზაციად ჩამოყალიბდეს და საპარლამენტო არჩევნებში სხვა პოლიტიკურ გაერთიანებებთან ერთად ბლოკის სახით მიიღოს მონაწილეობა.

როგორც კონსტანტინე მორგოშიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მიმდინარეობს მოლაპარაკებები სხვადასხვა პოლიტიკურ ორგანიზაციასთან.

“არჩევნების პირველმა და მეორე ტურმა გვანახა, რომ “ქართულ ოცნებასაც” და “ნაციონალურ მოძრაობასაც” დაკარგული აქვთ ამომრჩეველთა უმრავლესობის ნდობა. მათი რეიტინგი არის მთლიანი მოსახლეობის 36-37%. ასეთი უმრავლესობა მართავს ქვეყანას დღეს, საკონსტიტუციო უმრავლესობით, რაც თავისთავად დიდი პრობლემაა. არც ერთი ეს პოლიტიკური ძალა არ გამოხატავს ხალხის ნებას და იმ სულისკვეთებას, რაც მოსახლეობაში არსებობს. ზუსტად ის ცენტრი, რომელსაც საზოგადოება ელოდება, შეიქმნება ამ გაერთიანების ირგვლივ”, – განაცხადა კონსტანტინე მორგოშიამ.

მისი თქმით, ამ ცენტრში არ მოიაზრება პარტია “ნაციონალური მოძრაობა”, მიუხედავად იმისა, რომ მათი მოთხოვნები “ქართული მარშის” მოთხოვნებს ემთხვევა.

“ერთნაირი მოთხოვნები გვაქვს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, იმას, რომ ან ჩვენ ვიზიარებთ მათ იდეოლოგიას, ან ისინი ჩვენსას. დღეს, მოსახლეობას აქვს შეგრძნება, რომ მთავრობა, ყველა თავისი ნაბიჯით და ქმედებით ვერ ფლობს სიტუაციას ქვეყანაში. აქედან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ თუ მათ სურთ დემოკრატია, მათ უნდა ჩაატარონ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები და იქ გამოჩნდება რეალურად ვის უჭერს ქართველი ხალხი მხარს. პირველ ტურში ქვეყნის ამომრჩეველის 54% არ გამოცხადდა არჩევნებზე და ორი აზრი არ არსებობს, რომ მათ შორის არავინ არ იყო “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერი. ვერც “ოცნებამ” მოახდინა ამ ხალხის მობილიზება. მეორე ტურში კარდაკარ დაიარეს და ლამის ნადირობდნენ ჩვენს ხმებზე”, – აცხადებს მორგოშია.

“ქართული მარშის” ერთ-ერთი ლიდერი, ოპოზიციურ პარტიებთან ალიანსის შექმნის შესაძლებლობაზეც საუბრობს, თუმცა განმარტავს, რომ “პატრიოტთა ალიანსთან” ამ ეტაპზე მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს.

საკვანძო სიტყვები:

ჩვენი გზა უნდა მიდიოდეს ევროპაში ორივესი ერთად, მაგრამ რუსეთისკენ მიდიხართ, რუსეთში მიგვათრევთ - ლილე ლიპარტელიანი `ოცნებას`

26 აპრილი, 2024 , 18:36

ხმაური თბილისის საკრებულოში - თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ლილე ლიპარტელიანმა საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას "ოცნებას" პირდაპირ უთხრა, რომ რუსეთისკენ მიექანე

28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა - ლევან ხაბეიშვილი

26 აპრილი, 2024 , 17:33

პულტები უნდა გადავდოთ, ტელევიზორები უნდა გამოვრთოთ და უნდა გვესმოდეს, რომ 28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა იმისთვის, რომ საკუთარი აზრი დააფიქსიროს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის&

მინდა ვთხოვო და მოვუწოდო ყველა მასწავლებელს - უთხრან არა საქართველოს რუსიფიკაციას და ევროკავშირისგან დაშორებას - ნანა ტოხვაძე

26 აპრილი, 2024 , 15:32

რთულია რეჟიმთან ბრძოლა, ტოტალურ კონტროლსა და წნეხში სიმართლის დაცვა, მაგრამ მერწმუნეთ, თავისუფლების დაკარგვა უფრო რთული იქნება, - ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” განათლების მიმართულების ხელმძღვანელ

30 წელი მივდიოდით ერთი მიმართულებით და ახლა აღმოჩნდა, რომ უნდა წავიდეთ სხვა მხარეს, რაც, ჩემი აზრით, არ წაადგება ჩვენი ქვეყნის პერსპექტივებს - თედო ჯაფარიძე

26 აპრილი, 2024 , 15:19

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა და ქართული ოცნების სიით, პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ თედო ჯაფარიძემ ნეტგაზეთთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მაშინ როცა ქვეყა

პოლიტიკური პარტიები საერთო სიაზე უნდა შეთანხმდნენ, რომელიც შეიქმნება ნეიტრალურ პრინციპებზე, შემთხვევით შერჩეული ნომრით - მიხეილ სააკაშვილი

26 აპრილი, 2024 , 15:07

ხელისუფლება უნდა გადაიბაროს ამ ახალმა თაობამ, რომელიც ჩემი შეფასებით, სრულად მზად არის ამისთვის, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. „ახლა მთავარია ერთობა. რას ნ

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის 2022 წლის პროცესის გამეორება, მომხდარიყო რევოლუცია, თუმცა ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 14:49

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის 2022 წლის პროცესის გამეორება, მომხდარიყო რევოლუცია, თუმცა ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი