უკან

პოლიტიკა

4 ნოემბერი, 2016 15:35
font-size

,,ქართული ოცნება’’ კაჭრეთის ,,ამბასადორში’’ სამუშაო შეხვედრას მართავს

,,ქართული ოცნების’’ ლიდერები კაჭრეთში სასტუმრო ,,ამბასადორში’’ გასვლით შეხვედრას მართავენ, სადაც სამომავლო გეგმებზე მსჯელობენ.

როგორც ,,ქართული ოცნების’’ წევრმა, მარიამ ჯაშმა ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრაზე საუბარი შეეხება საარჩევნო პროგრამით გათვალისწინებული პრიორიტეტებსა და გეგმებს.

მისივე ინფორმაციით, შეკრებაზე არ იგეგმება საკადრო ცვლილებების განხილვა.

,,საკითხები შეეხება საარჩევნო პროგრამით გაწერილი პოლიტიკური და პროგრამული პრიორიტეტების განხილვას როგორც დემოკრატიის, ეკონომიკის, საგარეო ურთიერთობების, ჯანდაცვისა და სოციალური განვითარების კუთხით, ასევე საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან კოორდინაციის საკითხებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრაა სამუშაო ტიპის ფორმატში.

რაც შეეხება საკადრო ცვლილებებს, კონკრეტულად ამ შეხვედრაზე არ იგეგმება საკადრო ცვლილებების განხილვა’’, - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

თავის მხრივ, როგორც შეხვედრის კიდევ ერთმა მონაწილემ, გიორგი კახიანმა აღნიშნა, განხილული იქნება ის საკითხები, რომლებიც პირველ რიგში უნდა დააყენონ საპარლამენტო მუშაობის დაწყებისას.

,,ეს არის სხვადასხვა კანონპროექტი, რომელიც ამ ხნის განმავლობაში მოგროვდა, გამომდინარე იქიდან, რომ პარლამენტი პლენარულ სხდომაზე არ შეკრებილა რამდენიმე თვეა. პირველ რიგში, იქნება საუბარი ბიუჯეტის კანონის პროექტზე’’, - განაცხადა გიორგი კახიანმა.

ნინო ექვთიმიშვილი

ჩვენი გზა უნდა მიდიოდეს ევროპაში ორივესი ერთად, მაგრამ რუსეთისკენ მიდიხართ, რუსეთში მიგვათრევთ - ლილე ლიპარტელიანი `ოცნებას`

26 აპრილი, 2024 , 18:36

ხმაური თბილისის საკრებულოში - თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ლილე ლიპარტელიანმა საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას "ოცნებას" პირდაპირ უთხრა, რომ რუსეთისკენ მიექანე

28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა - ლევან ხაბეიშვილი

26 აპრილი, 2024 , 17:33

პულტები უნდა გადავდოთ, ტელევიზორები უნდა გამოვრთოთ და უნდა გვესმოდეს, რომ 28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა იმისთვის, რომ საკუთარი აზრი დააფიქსიროს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის&

მინდა ვთხოვო და მოვუწოდო ყველა მასწავლებელს - უთხრან არა საქართველოს რუსიფიკაციას და ევროკავშირისგან დაშორებას - ნანა ტოხვაძე

26 აპრილი, 2024 , 15:32

რთულია რეჟიმთან ბრძოლა, ტოტალურ კონტროლსა და წნეხში სიმართლის დაცვა, მაგრამ მერწმუნეთ, თავისუფლების დაკარგვა უფრო რთული იქნება, - ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” განათლების მიმართულების ხელმძღვანელ

30 წელი მივდიოდით ერთი მიმართულებით და ახლა აღმოჩნდა, რომ უნდა წავიდეთ სხვა მხარეს, რაც, ჩემი აზრით, არ წაადგება ჩვენი ქვეყნის პერსპექტივებს - თედო ჯაფარიძე

26 აპრილი, 2024 , 15:19

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა და ქართული ოცნების სიით, პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ თედო ჯაფარიძემ ნეტგაზეთთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მაშინ როცა ქვეყა

პოლიტიკური პარტიები საერთო სიაზე უნდა შეთანხმდნენ, რომელიც შეიქმნება ნეიტრალურ პრინციპებზე, შემთხვევით შერჩეული ნომრით - მიხეილ სააკაშვილი

26 აპრილი, 2024 , 15:07

ხელისუფლება უნდა გადაიბაროს ამ ახალმა თაობამ, რომელიც ჩემი შეფასებით, სრულად მზად არის ამისთვის, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. „ახლა მთავარია ერთობა. რას ნ

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის 2022 წლის პროცესის გამეორება, მომხდარიყო რევოლუცია, თუმცა ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 14:49

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის 2022 წლის პროცესის გამეორება, მომხდარიყო რევოლუცია, თუმცა ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი