უკან

საზოგადოება

19 სექტემბერი, 2018 10:35
font-size

„ქართული ოცნება“ კიდევ ერთხელ აპირებს, ხელი დააფაროს სერიოზულ, მათ შორის, დანაშაულებრივ დარღვევებს - ირაკლი აბესაძე

„ქართული ოცნება“ კიდევ ერთხელ აპირებს, ხელი დააფაროს სერიოზულ, მათ შორის, დანაშაულებრივ დარღვევებს, რომელსაც ჩადიან აღმასრულებელ ხელისუფლებაში, ისევე როგორც პროკურატურასა და შსს-ში, – ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა „ევროპული საქართველოდან”, ირაკლი აბესაძემ პირველი არხის გადაცემაში „მოამბე – დღის თემა“ სტუმრობისას განაცხადა.

მისი თქმით, საგამოძიებო კომისიის დასკვნა აღარ შეიცვლება. როგორც აბესაძემ აღნიშნა, ეს დასკვნა უკვე მიღებულია და შსს-სა და პროკურატურისთვის შესასრულებლად სავალდებულოა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, იგეგმება თუ არა საერთო დადგენილებაზე მუშაობა და კონსულტაციები მმართველ გუნდთან, ირაკლი აბესაძემ განაცხადა, რომ ეს პოლიტიკური საკითხი არ არის, სადაც შეიძლება, რამე დათმობაზე წასვლისა და საერთო მიზნის მიღწევის ფართო შესაძლებლობა არსებობდეს.

„აქ არის საზოგადოებისგან ძალიან პრინციპული მოლოდინი და პრინციპული აუცილებლობა სამართლიანობის აღდგენის, დადგენის კუთხით – ერთი, გამოვლინდეს და დაისაჯოს ყველა ის ადამიანი, რომელიც მკვლელობაში უშუალოდ მონაწილეობდა და აუცილებლად დაისაჯონ ადამიანები, რომლებიც მიზანმიმართულად ჩადიოდნენ იმ ძალიან მძიმე და სერიოზულ დარღვევებს, რამაც საბოლოო ჯამში, გამოძიების ტენდენციურად, არაობიექტურად და მიკერძოებულად წარმართვა გამოიწვია, მხოლოდ ერთი ოჯახის წევრების მიმართ“, – განაცხადა აბესაძემ.

აბესაძემ ასევე განაცხადა, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, პროკურატურა მიზანმიმართულად ფარავდა და ცდილობდა, მ. კ-ს ხელში ცივი იარაღის არსებობის შესახებ ვერსია არ გამოეჩინა.

მისივე განცხადებით, პირველ დეკემბერს, მირზა სუბელიანის გამოჩენამდე, შსს-მ ძალიან ინტენსიურად და თანმიმდევრულად დაიწყო მოწმეების დაკითხვაც და საქმის გამოძიებაც, მაგრამ მირზა სუბელიანის გამოჩენის შემდეგ, ორი კვირის განმავლობაში, ადამიანების დაკითხვა საერთოდ შეწყდა.

თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, რა ბერკეტი აქვს კომისიას, რომ რეკომენდაციების აღსრულება მოხდეს, ირაკლი აბესაძემ განაცხადა, რომ მათ აქვთ პოლიტიკური და მათ შორის, სამართლებრივი ბერკეტები, რომელსაც მაქსიმალურად გამოიყენებენ.

15 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია

26 აპრილი, 2024 , 18:10

ნიჭიერი და მიზანდასახული სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ, მიიღონ ხარისხიანი ცოდნა და გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი, საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს.  სწორედ

ევროპაში არის სერიოზული პრობლემები პროპაგანდის კუთხით, რაც სერიოზულ პრობლემებს იწვევს, მათ შორის დემოგრაფიულ პრობლემებს - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 16:13

როდესაც ევროპარლამენტი დაჟინებით მოგვიწოდებს, რომ ხელი შევუწყოთ იმ ტენდენციებს ჩვენს ქვეყანაში, რომლებიც ასე მძიმედ ევროპულ საზოგადოებებს უკვე ეტყობა, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი - ჩვენ გვინდა ჩვენი ღირებულებებით,

თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი

26 აპრილი, 2024 , 14:12

დღეიდან, ზესტაფონის შემოვლითი გზის გახსნის შემდეგ, თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი. რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ზესტაფონის

საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა - საქსტატი

26 აპრილი, 2024 , 12:59

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694.6 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტი

The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში

26 აპრილი, 2024 , 12:54

საერთაშორისო გამოცემა The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების (Digital CX) მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში.  „ეგრევე“ - მომენტალური გადარიცხვა, თამაში, სა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებს აფართოებს

26 აპრილი, 2024 , 11:41

საქართველოს ბანკი ბიზნესების განვითარებას და გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებსაფართოებს. პროექტის ჯამური ღირებულება 1

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი