უახლესი ამბები
- 22.09.2025 13:15ჟინი ყველა ამოცანას ამოხსნის - დარეგისტრირდი საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში
- 22.09.2025 13:08ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან ერთჯერადი გამოყენების პლასტიკის მოხმარების რეგულირების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა
- 22.09.2025 12:57პოლიციამ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, დაკავებულია ორი პირი
- 22.09.2025 12:29საქართველოს ბანკმა Global Finance-ისგან ყველაზე ინოვაციური ციფრული ბანკის ჯილდო მიიღო
- 22.09.2025 09:00დღის კალენდარი _ 22 სექტემბერი
არქივი
პოლიტიკა


„ქართული ოცნება“ მედიას „აჯაფსანდალს“ სთავაზობს - ალეკო ელისაშვილი საერთო დებატების ფორმატზე
თბილისის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ალეკო ელისაშვილმა „ქართული ოცნების“ მიერ შეთავაზებულ საერთო დებატების ფორმატს „აჯაფსანდალი“ უწოდა. ელისაშვილის შეფასებით, მმართველი პარტია ასე ცდილობს გაამართლოს კალაძის უარი მის შეთავაზებაზე.
„ცდილობენ, ჩემს შეთავაზებაზე უარი „გააპრავონ“. „ქართული ოცნების“ შტაბი მედიას სთავაზობს გაურკვეველ ფორმატს, აჯაფსანდალს. ამაზეც თანახმა ვარ. არც ეს აჯაფსანდალია ჩემთვის დიდი პრობლემა. მინდა მივმართო ტელევიზიებს, რომ „ქართული ოცნების“ შტაბის დირექტივებით ნუ გადაწყვეტთ, როგორი ფორმატი უნდა იყოს. თქვენ თვითონ განსაზღვრეთ, როგორი უნდა იყოს დებატები“, - განაცხადა ელისაშვილმა.
ელისაშვილმა ტელევიზიებს მიმართა, თვითონ შეარჩიონ დებატების ფორმატი.
„გამოვიდა „ქართული ოცნების“ შტაბი და ამბობს, ტელევიზიები უნდა შეგროვდეს, ამდენი წამყვანი უნდა იყოს და ა.შ. ასე აკეთებს ალბათ კიმ ჩენ ინი ფხენიანში, ჩვენ კი ვცხოვრობთ თბილისში. მე მზად ვარ ნებისმიერ სახელისუფლებო ტელევიზიაშიც მივიდე, მთავარია, ტელევიზიებმა თავად გადაწყვიტონ, როგორი ფორმატი უნდა შესთავაზონ მაყურებელს”, - განაცხადა ელისაშვილმა.
აღნიშნული ინიციატივა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ კახა კალაძის საარჩევნო შტაბში გამართულ ბრიფინგზე წამოაყენა. დებატებში მონაწილეობაზე თანახმაა „პატრიოტთა ალიანსის“ თბილისის მერობის კანდიდატი ირმა ინაშვილი.
თვითონ ელისაშვილმა მიმდინარე კვირას კახა კალაძე ორჯერ მიიწვია სატელევიზიო დებატებში, თუმცა უარი მიიღო.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
მიხეილ ყაველაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა
21 სექტემბერი, 2025 , 10:52
ჩვენ იმიტომ არ დავეხსენით მოსკოვს, რომ ახლა ბრიუსელიდან იმავე ქედმაღლობით გვიყურებდნენ, როგორც საბჭოთა კავშირის დროს გვიყურებდა ცენტრი - შალვა პაპუაშვილი
19 სექტემბერი, 2025 , 13:29
ბრიუსელის მერი ირაკლი კუპრაძეს სრულ მხარდაჭერას უცხადებს
18 სექტემბერი, 2025 , 20:03

მაქსიმალურად მკაცრები ვიქნებით კანონის აღსრულების კუთხით ნებისმიერი ფორმის ექსტრემიზმის მიმართ, ეს სიმკაცრე საჭიროა იმისათვის, რომ საზოგადოება და ქვეყანა განვითარდეს სწორად - ირაკლი კობახიძე
18 სექტემბერი, 2025 , 19:52
რადიკალური ოპოზიციის შიგნით არის უთანხმოება, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულ გზავნილებს უზიარებენ საზოგადოებას, ეს ყველაფერი კარგია იმისათვის, რომ ჩვენ მოვახერხოთ, საბოლოოდ, საზოგადოებისა და ქვეყნის დამშვიდება, ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა- ირაკლი კობახიძე
18 სექტემბერი, 2025 , 19:37

ახლა, როდესაც ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტები არის ძლიერი, როგორც არასდროს, არავის მიეცემა არათუ რაიმე რევოლუციური სცენარის, არამედ რაიმე რადიკალური სცენარის განხორციელების საშუალება - ირაკლი კობახიძე
18 სექტემბერი, 2025 , 19:25