უახლესი ამბები
- 26.04.2024 18:36ჩვენი გზა უნდა მიდიოდეს ევროპაში ორივესი ერთად, მაგრამ რუსეთისკენ მიდიხართ, რუსეთში მიგვათრევთ - ლილე ლიპარტელიანი `ოცნებას`
- 26.04.2024 18:19ლექტორის მკვლელობის ფაქტზე სასამართლომ ორ პირს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
- 26.04.2024 18:1015 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია
- 26.04.2024 17:3328 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა - ლევან ხაბეიშვილი
- 26.04.2024 15:32მინდა ვთხოვო და მოვუწოდო ყველა მასწავლებელს - უთხრან არა საქართველოს რუსიფიკაციას და ევროკავშირისგან დაშორებას - ნანა ტოხვაძე
- 26.04.2024 15:1930 წელი მივდიოდით ერთი მიმართულებით და ახლა აღმოჩნდა, რომ უნდა წავიდეთ სხვა მხარეს, რაც, ჩემი აზრით, არ წაადგება ჩვენი ქვეყნის პერსპექტივებს - თედო ჯაფარიძე
არქივი
პოლიტიკა
„ქართული ოცნება“ მეორე ტურთან დაკავშირებით დღეიდან მოსახლეობასთან აქტიურ შეხვედრებს იწყებს
„ქართული ოცნება“ არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით ახალ რეჟიმზე გადადის და დღეიდან მოსახლეობასთან აქტიურ შეხვედრებს იწყებს.
„ქართული ოცნების“ წევრები მოსახლეობას საპრეზიდენტო პროგრამას წარუდგენენ და მათგან არსებულ პრობლემებს მოისმენენ.
საკრებულოს წევრის, ჯაბა ჯიშკარიანის განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ მოსახლეობასთან ინტენსიური კომუნიკაცია ექნება.
„ჩვენ ძალიან მალე „ნაციონალურ მოძრაობას“ დავდებთ ბეჭებზე და ეს იგრძნობა ყოველდღიურად ჩვენ ამომრჩეველში, რაც არის სასიხარულო. ყოველდღიური შეხვედრებიც სწორედ ამას ემსახურება ყოველდღე მიდის დაგეგმარება, თუ როგორ გამოვიყვანოთ ჩვენი ამომრჩევლის, ასე ვთქვათ, 100-პროცენტიანი მოცემულობა, როგორ მივიყვანოთ არჩევნებზე. ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა, შაბათი დღე იქნება თუ კვირა, ყოველდღიურად დავდივართ მოსახლეობაში და გვაქვს ძალიან ახლო კომუნიკაცია ჩვენს მოსახლეობასთან“, – განაცხადა ჯიშკარიანმა.
არჩევნების მეორე ტურისთვის თბილისის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი კახა კალაძე შტაბის წევრებს გუშინ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში შეხვდა. „ქართული ოცნების“ ოფისში გუშინ საკრებულოს წევრებიც იმყოფებოდნენ. მათი განცხადებით, შეხვედრაზე „ქართული ოცნების“ სტრატეგიაზე საუბრობდნენ, რაც მმართველ პარტიასა და მოქალაქეებს შორის კომუნიკაციის გაუმჯობესებას გულისხმობს.