უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

19 ივნისი, 2017 17:50
font-size

„ქართული ოცნება“ მზაკვრულად და მალულად გვაპარებს საარჩევნო კოდექსში ახალ ცვლილებებს - ირმა ინაშვილი

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ფრაქცია ,,საქართველოს პატრიოტების’’ წევრის, ირმა ინაშვილის განცხადებით, ადგილი აქვს „ქართული ოცნების“ მიერ ხელისუფლების უზურპაციის მცდელობას.

,, ვფიქრობ და ვწუხვარ, რომ უკვე სრულიად ნათელია’’, - აღნიშნა დღევანდელ ბრიფინგზე ინაშვილმა და ჟურნალისტებთან ვენეციის კომისიის დასკვნასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა.

,,ვენეციის კომისია გვეუბნება, რომ კონსტიტუცია უნდა იყოს ფართო საზოგადოებრივ-პოლიტიკური კონსენსუსის შედეგი. ნათელია, რომ „ქართული ოცნების“ მიერ შემოთავაზებული ვარიანტი არ მოსწონს არავის, გარდა „ ქართული ოცნებისა“.

ვენეციის კომისიამ ,ფაქტობრივად, ცალსახად თქვა, რომ თუ აიკრძალა საარჩევნო ბლოკები და შენარჩუნდა 5% ბარიერი, ამ პირობებში ე.წ. ბონუსი, ან უბრალო ენით რომ ვთქვათ, მანდატების მიტაცება არ და ვერ უზრუნველყოფს სამართლიან არჩევნებს.

ვენეციის კომისიამ ერთმნიშვნელოვნად თქვა, პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა (საქართველოს სინამდვილეში) უზრუნველყოფს ბევრად მეტ ბალანსს ხელისუფლების შტოებს შორის, ვიდრე „ქართული ოცნების“ მიერ შემოთავაზებული მოდელი.

ვენეციის კომისიამ აღნიშნა, რომ პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნა ძალაუფლების გაუმართლებელი კონცენტრაციაა ერთი პოლიტიკური ძალის ხელში’’, - განაცხადა ინაშვილმა.

,,პატრიოტთა ალიანსის’’ წევრის თქმით, „ქართული ოცნება“ საარჩევნო კოდექსში ახალი ცვლილებებით საარჩევნო კომისიებში საკუთარი წარმომადგენლების რაოდენობის გაზრდას და არჩევნებში გამარჯვებას არაკანონიერი მეთოდებით ცდილობს.

,,ვფიქრობ, ქვეყანაში სახეზეა პოლიტიკური კრიზისი ჯერ პარლამენტის დონეზე და ამ ფონზე, ხელისუფლება არა თუ უკან იხევს, პირიქით, „ქართული ოცნება“ მზაკვრულად და მალულად გვაპარებს საარჩევნო კოდექსში ახალ ცვლილებებს. კერძოდ:

არც ერთ ხელისუფლებას არ გაუბედავს საუბნო, საოლქო და ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საკუთარი პარტიის ორი წევრის დანიშვნაც კი. მმართველი ძალა ყოველთვის ნიშნავდა ერთ წევრს (ამას ემატებოდა 6 წევრი- პროფესიული ნიშნით). „ქართულ ოცნებას“ კი, წარმოდგენილი ცვლილებებით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მთელ სისტემაში სურს დანიშნოს 4 წევრი. დამატებით ხელისუფლება ნიშნავს 6 წევრს- პროფესიული ნიშნით, ანუ ჯამში გამოდის, რომ 13 კაციან კომისიაში 10 წევრი ეყოლება „ქართულ ოცნებას“ და ნებისმიერ გადაწყვეტილებას ეს ერთი პარტია დამოუკიდებლად მიიღებს.

როცა რამდენიმე პარტია არჩევნებში მხარს უჭერს 1 საერთო კანდიდატს, წარმომადგენელი საუბნო და საოლქო კომისიაში აღარ ეყოლება ამ რამდენიმეს, არამედ ეყოლება მხოლოდ ერთს, რომელი პარტიითაც კანდიდატია წარდგენილი. ამით პარტიებს ერთმევათ საშუალება სრულფასოვნად, თანაბარი უფლებით დააკვირდნენ და გავლენა მოახდინონ არჩევნების მიმდინარეობაზე. განსაკუთრებით, მეორე ტურის შემთხვევაში, როცა მესამე სუბიექტს უკვე აღარ აქვს უფლება დააკვირდეს საარჩევნო პროცესს’’, - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

მისივე თქმით, საუბნო კომისიის თავმჯდომარეებს გაუმართლებლად ეზრდებათ უფლებები. კერძოდ, ენიჭებათ უფლება,- ნებისმიერი პარტიის წარმომადგენელი გააძევონ საარჩევნო უბნიდან, რაც ინაშვილის შეფასებით, ,,წარმოუდგენელი უკანონობაა.’’

,,საარჩევნო კომისიას უბანზე ან საარჩევნო ოლქში საშუალება ეძლევა,- არსებული ოქმის პარალელურად, შექმნას მხოლოდ „ქართული ოცნების“ წევრთა მიერ დადასტურებული ოქმი. ისე, რომ მისი კანონიერება არ დადგეს ეჭვქვეშ. ამგვარად, ხელისუფლება ჯერ ერთი: აკანონებს გაყალბებას საარჩევნო უბნებზე! მეორეც- აკანონებს ამ გაყალბების შეფუთვას შემასწორებელი ოქმებით.

არის კიდევ ცვლილებები, რომლებიც დიდ ზიანს აყენებს საარჩევნო პროცესს. მაგალითად, გამგებელს ეძევა უფლება,- გამოითხოვოს საარჩევნო სიები უბნების მიხედვით. პირდაპირ ვამბობთ, რომ ეს იქნება ამომრჩეველზე უკვე კანონით გამართლებული ზეწოლის საშუალება. არადა, ჩვენ ვითხოვდით, რომ ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენება გათანაბრებულიყო სისხლის სამართლის კატეგორიის დანაშაულთან. „ქართული ოცნება“ კი პირიქით, აკანონებს საარჩევნო პროცესში გამგებლების ჩარევას და ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენებას.

სრულიად ნათელია, რომ ადგილი აქვს არა მხოლოდ საარჩევნო სისტემის უზურპაციას. ფაქტობრივად, ხელისუფლება კლავს საარჩევნო პროცესს, სპობს არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლის შესაძლებლობას და საფრთხის ქვეშ აყენებს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, " - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

ნინო ექვთიმიშვილი

ჩორჩანასთან დაკავშირებით გიორგი გახარიასთან ერთნაირი პრეტენზიები აქვთ მხოლოდ „ოცნების“ რეჟიმს და ცხინვალის რუსულ საოკუპაციო რეჟიმს - ბერდია სიჭინავა

20 ნოემბერი, 2025 , 16:07

"ჩორჩანასთან დაკავშირებით გიორგი გახარიასთან ერთნაირი პრეტენზიები აქვთ მხოლოდ „ოცნების“ რეჟიმს და ცხინვალის რუსულ საოკუპაციო რეჟიმს" - ასე ეხმაურებიან ყოფილი პრემიერის გუნდში ე.წ. სამხრეთ ოსეთის დელ

შეუპოვარი ბრძოლის გზაზე უკან არ დავიხევთ, ვერც გიორგი ვაშაძის და პაატა მანჯგალაძის მიმართ დაწყებულმა პოლიტიკურმა დევნამ გაგვტეხა - „სტრატეგია აღმაშენებელი“

20 ნოემბერი, 2025 , 15:26

ვაგრძელებთ ბრძოლას გამარჯვებამდე. გვჯერა, რომ ეს ბრძოლა მოიტანს შედეგს და დააბრუნებს ჩვენს ქვეყანას ევროინტეგრაციის გზაზე, – ამის შესახებ ნათქვამია „სტრატეგია აღმაშენებლის“ განცხადებაში. განცხადების თან

მზაობა თუ აქვთ, გვერდში რეალურად დაგვიდგნენ და პრობლემები მოვაგვაროთ, მიღებულ კანონებს გავაუქმებთ, მაგრამ ვხედავთ, თავად არიან პრობლემების წყაროს შემქმნელები - ლევან მახაშვილი

20 ნოემბერი, 2025 , 13:06

მზაობა თუ აქვთ, გვერდში რეალურად დაგვიდგნენ და ეს პრობლემები მოვაგვაროთ, ამას გავაკეებთ, მაგრამ ჯერ რასაც ვხედავთ, არათუ გვერდში გვიდგებიან, თავად არიან ამ პრობლემების წყაროს შემქმნელები. ჩვენი თვითმიზანი კანონის მიღება

დეკლარაციების შესწავლას განახორციელებს დამოუკიდებელი კონსტიტუციური ორგანო სახელმწიფო აუდიტის სამსახური, რომელიც არის ძლიერი ინსტიტუტი - ირაკლი კობახიძე

20 ნოემბერი, 2025 , 11:50

დეკლარაციების შესწავლას განახორციელებს დამოუკიდებელი კონსტიტუციური ორგანო სახელმწიფო აუდიტის სამსახური, რომელიც არის ძლიერი ინსტიტუტი და შესაბამისად, ამ კუთხით ძლიერდება პრაქტიკის ნაწილში საერთო სისტემა, - ამის შესა

დიასპორასთან დაკავშირებით საარჩევნო რეგულაციებზე არგუმენტები არის ძალიან მყარი, არ შეიძლება, ამომრჩეველმა უცხო იურისდიქციის გავლენის ქვეშ მიიღოს საარჩევნო გადაწყვეტილება - ირაკლი კობახიძე

20 ნოემბერი, 2025 , 10:41

არჩევნები დიასპორასთან მიმართებით ყოველთვის გამოიყენებოდა სპეკულაციებისთვის მახინჯი ფორმით, გახსოვთ, როგორი ფორმით წარიმართებოდა კამპანიები, დიასპორის გახლეჩასაც ცდილობდნენ, რაც ძალიან სამწუხარო იყო, - ამის შესახებ საქარ

რიგგარეშე არჩევნები თეორიულად რომ გამოცხადდეს, აწყობს ხელისუფლებას და არა ოპოზიციას, ანუ კიდევ ერთხელ თავს მოიჭრის ამ შემთხვევაში ოპოზიცია - ირაკლი კობახიძე

20 ნოემბერი, 2025 , 09:22

ჩვენ კიდევ ერთხელ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვგეგმავთ არჩევნების ჩატარებას 2028 წლის 28 ოქტომბერს, როგორც ეს არის დადგენილი საქართველოს კონსტიტუციით, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ი