უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

10 ნოემბერი, 2018 13:35
font-size

„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, ნაციონალური მოძრაობა“ საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებს ატყუებს და უცხოეთში ლეგალურად ცხოვრების უფლების უზრუნველყოფას ჰპირდება

„ნაციონალურ მოძრაობას“ „რუსთავი 2“-ის დახმარებით დაწყებული აქვს მორიგი ბინძური კამპანია საზღვარგარეთ მცხოვრები ჩვენი მოქალქეების წინააღმდეგ, რაც არჩევნების დისკრედიტაციასა და ამისთვის ყალბი მტკიცებულებების შექმნას ემსახურება“, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო ქაცარავამ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი ინფორმაციით, მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში „ნაციონალურ მოძრაობას“ შექმნილი აქვს სპეციალური ჯგუფები, ე.წ. მიკროშტაბები, რომელთა მეშვეობითაც საკონსულოებისა და საელჩოების სახელით საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს უკავშირდებიან, მიზანიმართულად ატყუებენ და „ქართული ოცნების“ ხმის მიცემის სანაცვლოდ უცხოეთში ლეგალურად ცხოვრების, მუშაობისა და თავშესაფრის მიღებისთვის საჭირო დახმარებას ჰპირდებიან.

„ამასთან, ისინი ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას, თითქოს საკონსულოებს საარჩევნო ბიულეტენებიც კი უკვე ჩაყრილი აქვს საარჩევნო ყუთებში მათ ნაცვლად. ეს დაჯგუფებები მოქალაქეებს კონსულის სახელით ჰპირდებიან, რომ „ქართული ოცნებისთვის“ ხმის მიცემის შემთხვევაში საარჩევნო უბანზე ავტომობილით მიიყვანენ. ასევე ვითომდა, აღრიცხვაზე დადგომის მოტივით მოქალაქეებს პირად მონაცემებს ართმევენ, ისინი აქტიურად იყენებენ სოციალურ ქსელებს „ფეიკგვერდების“ საშუალებით ამ და სხვა ტიპის, ცრუ ინფორმაციის შემცველ ცნობებს და ვიდეოებს ავრცელებენ. „ნაციონალური მოძრაობის“ დეზინფორმაციული კამპანიის მიუხედავად, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ საარჩევნო პროცესი კანონის სრული დაცვით, თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში წარიმართება“, - განაცხადა ქაცარავამ.

გარდა ამისა პარლამენტარმა ზვიად კვაჭანტირაძემ საზღვარგარეთ მცხოვრებ მოქალაქეებს მიმართა, რომ ნებისმიერი მსგავსი ფაქტი გადაამოწმონ საელჩოებსა და საკონსულოებში არსებულ ცხელ ხაზზე.

დეპუტატმა ასევე სამართალდამცველებს მოუწოდა, დაუყოვნებლივ გამოიძიონ შესაძლო თაღლითური სქემა, რათა დამნაშავეები დაისაჯონ.

ჩორჩანასთან დაკავშირებით გიორგი გახარიასთან ერთნაირი პრეტენზიები აქვთ მხოლოდ „ოცნების“ რეჟიმს და ცხინვალის რუსულ საოკუპაციო რეჟიმს - ბერდია სიჭინავა

20 ნოემბერი, 2025 , 16:07

"ჩორჩანასთან დაკავშირებით გიორგი გახარიასთან ერთნაირი პრეტენზიები აქვთ მხოლოდ „ოცნების“ რეჟიმს და ცხინვალის რუსულ საოკუპაციო რეჟიმს" - ასე ეხმაურებიან ყოფილი პრემიერის გუნდში ე.წ. სამხრეთ ოსეთის დელ

შეუპოვარი ბრძოლის გზაზე უკან არ დავიხევთ, ვერც გიორგი ვაშაძის და პაატა მანჯგალაძის მიმართ დაწყებულმა პოლიტიკურმა დევნამ გაგვტეხა - „სტრატეგია აღმაშენებელი“

20 ნოემბერი, 2025 , 15:26

ვაგრძელებთ ბრძოლას გამარჯვებამდე. გვჯერა, რომ ეს ბრძოლა მოიტანს შედეგს და დააბრუნებს ჩვენს ქვეყანას ევროინტეგრაციის გზაზე, – ამის შესახებ ნათქვამია „სტრატეგია აღმაშენებლის“ განცხადებაში. განცხადების თან

მზაობა თუ აქვთ, გვერდში რეალურად დაგვიდგნენ და პრობლემები მოვაგვაროთ, მიღებულ კანონებს გავაუქმებთ, მაგრამ ვხედავთ, თავად არიან პრობლემების წყაროს შემქმნელები - ლევან მახაშვილი

20 ნოემბერი, 2025 , 13:06

მზაობა თუ აქვთ, გვერდში რეალურად დაგვიდგნენ და ეს პრობლემები მოვაგვაროთ, ამას გავაკეებთ, მაგრამ ჯერ რასაც ვხედავთ, არათუ გვერდში გვიდგებიან, თავად არიან ამ პრობლემების წყაროს შემქმნელები. ჩვენი თვითმიზანი კანონის მიღება

დეკლარაციების შესწავლას განახორციელებს დამოუკიდებელი კონსტიტუციური ორგანო სახელმწიფო აუდიტის სამსახური, რომელიც არის ძლიერი ინსტიტუტი - ირაკლი კობახიძე

20 ნოემბერი, 2025 , 11:50

დეკლარაციების შესწავლას განახორციელებს დამოუკიდებელი კონსტიტუციური ორგანო სახელმწიფო აუდიტის სამსახური, რომელიც არის ძლიერი ინსტიტუტი და შესაბამისად, ამ კუთხით ძლიერდება პრაქტიკის ნაწილში საერთო სისტემა, - ამის შესა

დიასპორასთან დაკავშირებით საარჩევნო რეგულაციებზე არგუმენტები არის ძალიან მყარი, არ შეიძლება, ამომრჩეველმა უცხო იურისდიქციის გავლენის ქვეშ მიიღოს საარჩევნო გადაწყვეტილება - ირაკლი კობახიძე

20 ნოემბერი, 2025 , 10:41

არჩევნები დიასპორასთან მიმართებით ყოველთვის გამოიყენებოდა სპეკულაციებისთვის მახინჯი ფორმით, გახსოვთ, როგორი ფორმით წარიმართებოდა კამპანიები, დიასპორის გახლეჩასაც ცდილობდნენ, რაც ძალიან სამწუხარო იყო, - ამის შესახებ საქარ

რიგგარეშე არჩევნები თეორიულად რომ გამოცხადდეს, აწყობს ხელისუფლებას და არა ოპოზიციას, ანუ კიდევ ერთხელ თავს მოიჭრის ამ შემთხვევაში ოპოზიცია - ირაკლი კობახიძე

20 ნოემბერი, 2025 , 09:22

ჩვენ კიდევ ერთხელ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვგეგმავთ არჩევნების ჩატარებას 2028 წლის 28 ოქტომბერს, როგორც ეს არის დადგენილი საქართველოს კონსტიტუციით, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ი