უახლესი ამბები
- 30.09.2025 15:09ლევან ხაბეიშვილი ხალხს მოუწოდებს და სთხოვს, რომ პულტიდან ამოიღონ ელემენტები, ყველამ გათიშოს ტელევიზორი და ყველა გავიდეს 4 ოქტომბერს რუსთაველზე
- 30.09.2025 14:44სასამართლომ გიორგი ბაჩიაშვილი და მის დახმარებაში ბრალდებული შოთა ქარუმიძე საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე დამნაშავედ ცნო და თითოეულს 4.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
- 30.09.2025 14:17არ ვარ დამნაშავე, მე ვარ გატაცებული და გატაცებული ადამიანის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება ვერ იქნება სამართლებრივი - გიორგი ბაჩიაშვილი
- 30.09.2025 14:04პროკურატურამ ფულის გათეთრების ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა
- 30.09.2025 13:35ჭუბერში, მდინარე ენგურში მანქანა გადავარდა - დაღუპულია ცოლ-ქმარი
- 30.09.2025 13:22ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილე, რომეო მიქაუტაძე კვლავ პატიმრობაში რჩება
- 30.09.2025 13:01საქართველოს ბანკის სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებული პროექტები
- 30.09.2025 12:48ვასაჯაროვებთ გიორგი ჩიკვაიძის საკანში ვიდეომეთვალყურეობის შედეგად მოპოვებულ კადრებს - პენიტენციური სამსახური
- 30.09.2025 11:15„გირჩი - მეტი თავისუფლების“ წევრი გელა ხასაია ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით დავაკავეთ - შსს
- 30.09.2025 11:07მნიშვნელოვანია დიდმა ბრიტანეთმა გააგრძელოს და დააჩქაროს სანქციები ივანიშვილისა და მისი ელიტის წინააღმდეგ - თინა ბოკუჩავა
არქივი
პოლიტიკა


„ქართული ოცნების“ მოსვლის შემდგომ ჩაეყარა ნიადაგი ჯანსაღ ეკონომიკურ საფუძვლებს - ბიძინა ივანიშვილი
„ქართული ოცნების“ მოსვლის შემდგომ ჩაეყარა ნიადაგი ჯანსაღ ეკონომიკურ საფუძვლებს, – განაცხადა პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად.“
როგორც ივანიშვილმა ეკონომიკური განვითარების პრობლემებზე საუბრისას აღნიშნა, ხუთ-ათ წელში ეკონომიკაში საოცრებების მოხდენა, წარმოუდგენელია, მაგრამ პროცესი სწორია.
„რეალურად ჩვენი მოსვლის შემდგომ ჩაეყარა ჯანსაღ ეკონომიკურ საფუძვლებს ნიადაგი და ამის შემდგომ დაიწყო პროცესი. ეს არის ძალიან ცოტა, ხუთი და ათი წელიწადი, ეკონომიკაში საოცრებები რომ მოახდინო, წარმოუდგენელია, მაგრამ პროცესია სწორი. მიმართულებაა სწორი, ამაზე აკრიტიკოს ოპონენტებმა რამდენიც გნებავთ, ეს უნდა დავიცვათ და უნდა მოვახერხოთ კიდევ რამდენიმე წელიწადი“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მისი თქმით, მიზანია, რომ 2030 წლამდე საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე წარმოებულმა პროდუქციამ საქართველოში არსებული 4400 თუ 4500-დან 12 000-სს გადააჭარბოს.
„2030 წლამდე არც ისე ტრაგიკული დროა 12 წელიწადი. ჩემი მიზანია და თუ გნებავთ ოცნებაც არის, რომ 2030 წლამდე მოვახერხოთ, ერთ მოსახლეზე წარმოებული პროდუქცია, რომელიც დღეს 4 400 თუ 4 500-ია, 12 ათასს გადავაცილოთ, თითქმის სამმაგია ეს ზრდა“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მისი თქმით, საუბრობდა იმაზეც, რომ საქართველო 2030 წლამდე შესაძლოა, ევროკავშირის წევრიც გამხდარიყო.
„ამავდროულად, ვსაუბრობდი, რომ ევროკავშირის წევრობაც შეიძლება მოვახერხოთ 2030 წლამდე. ეკონომიკის გარეშე ამას დიდი ფასი არ აქვს და ალბათ, ვერც მოვახერხებთ, მაგრამ თუ ეს მოხდა, მიზანიც და ოცნებაც ესაა და რეალურია ძალიან, ჩვენ შეგვიძლია ჭეშმარიტად გავხდეთ ევროპული ქვეყანა, თავისი დემოკრატიული ინსტიტუტებით, ვთქვათ, არა ძალიან მაღალი ეკონომიკით, მაგრამ უკვე შესადარი ეკონომიკით. ამის შემდეგ ქვეყანა აღარ იქნება მოწყვლადი. თემები, რომელსაც ვიხსენებ ძალიან ხშირად – ეკონომიკისა და დემოკრატიის შედარება, დაკარგავს თავის მნიშვნელობას, აღარ იქნება ისეთი სახიფათო ქვეყნის სტაბილურობა და სახელმწიფოს მართვა“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
საკვანძო სიტყვები:

ლევან ხაბეიშვილი ხალხს მოუწოდებს და სთხოვს, რომ პულტიდან ამოიღონ ელემენტები, ყველამ გათიშოს ტელევიზორი და ყველა გავიდეს 4 ოქტომბერს რუსთაველზე
30 სექტემბერი, 2025 , 15:09
დაპირისპირებისთვის, ძალადობისთვის და ძალმომრეობისთვის ვინც ემზადება, ისინი სახელმწიფოსგან აუცილებლად სათანადო, ადეკვატურ და პროპორციულ პასუხს მიიღებენ - დავით მათიკაშვილი
30 სექტემბერი, 2025 , 15:04
მნიშვნელოვანია დიდმა ბრიტანეთმა გააგრძელოს და დააჩქაროს სანქციები ივანიშვილისა და მისი ელიტის წინააღმდეგ - თინა ბოკუჩავა
30 სექტემბერი, 2025 , 11:07
სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჟან-ნოელ ბაროს და საფრანგეთის მინისტრს ევროპის საკითხებში, ბენჟამინ ჰადადის შეხვდა
30 სექტემბერი, 2025 , 09:44
ნუ გეშინიათ ცვლილებების - ყველაფერი მშვიდობიანად წავა, ხალხის ნებას ნებისმიერი მმართველი უნდა დაემორჩილოს - პეტრე ცისკარიშვილი
29 სექტემბერი, 2025 , 16:50

საქართველოს ქუჩებში, სადაც ბავშვები სამიზნედ ხდებიან, რადგან ისინი ევროპულ დროშებს აფრიალებენ - საფრანგეთის მინისტრი
29 სექტემბერი, 2025 , 16:34