უახლესი ამბები
- 18.01.2021 23:20რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა უკანონოდ დააკავეს საქართველოს სამი მოქალაქე
- 18.01.2021 21:40„პოლიტიკური პარტია „ევროპელი სოციალისტები“ პარტიულ საქმიანობას კანონის სრული დაცვით აგრძელებს”
- 18.01.2021 21:32საქართველოს ინტეგრაცია ევროატლანტიკურ სივრცეში არის შეუქცევადი გზა და ამას ალტერნატივა არ აქვს - „ევროპელი სოციალისტები“
- 18.01.2021 20:59ლევან ვასაძე პოლიტიკაში აქტიურად ერთვება
არქივი
პოლიტიკა


„ქართული ოცნებისა“ და „ევროპული საქართველოს“ ალიანსი ფაქტობრივად შეუძლებელია - გედევან ფოფხაძე
პარლამენტარი გედევან ფოფხაძე გამოეხმაურა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, გიორგი აბაშიშვილის განცხადებას, რომლის თანახმად „ევროპული საქართველო“ და „ქართული ოცნება“ გაერთიანდნენ პრეზიდენტის წინააღმდეგ. დეპუტატმა გამორიცხა ყოველგვარი ალიანსი ორ ფრაქციას შორის და ეს ფასეულობების განსხვავებულობით ახსნა.
„პარლამენტში მსგავს ტენდენციებს ჯერ ვერ ვხედავ. პრეზიდენტის საწინააღმდეგო კამპანიას არავინ აწარმოებს. არა მგონია, რომ აქცენტი ამაზე ყოფილიყო. გუნდის შიგნით გარკვეული წესების ფორმირება ხდება. ყველაზე აქტუალურიც ესაა. „ქართულ ოცნებასა“ და „ევროპულ საქართველოს“ შორის იმდენად განსხვავებული ღირებულებითი ფასეულობებია, ასეთი ალიანსი ფაქტობრივად შეუძლებელია“, – განაცხადა ფოფხაძემ.
ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თქმით, პატიმართა შეწყალებასთან დაკავშირებული კითხვები საზოგადოებაში ახლა არ გაჩენილა. მისი შეფასებით, უმჯობესი იქნება, თუ შეწყალების ყველა აქტი მეტად დასაბუთებული იყოს.
„საკითხი, რაც ეხება შეწყალებას, არახალია, ძველია. კითხვის ნიშნები ყოველთვის იმის გამო იყო – რატომ იწყალებ ერთ ადამიანს, როცა უფრო მაღალი სტანდარტია სხვა პირის მიმართ და მისი შეწყალება არ ხდება. რა თქმა უნდა, ეს კითხვებს ბადებს და კარგი იქნებოდა, კომისიასაც და პრეზიდენტსაც ისე ემუშავათ შეწყალების კუთხით, რომ მათი სტანდარტი და მიდგომა გასაგები გამხდარიყო, რომ ეს არ ყოფილიყო სუბიექტური, შინაგანი რწმენის საფუძველზე გაკეთებული და უფრო მეტად ყოფილიყო დასაბუთებული“, – განაცხადა ფოფხაძემ.
გუშინ გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა, რომ „საქართველოს პარლამენტში ,,ევროპული საქართველოსა“ და ,,ქართული ოცნების“ მონაწილეობით, ახალი საკონსტიტუციო უმრავლესობის ფორმირების პროცესი მიმდინარეობს და ძალიან სამწუხაროა, რომ ამ უმრავლესობის მთავარი გამაერთიანებელი დღეს საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ ბინძური კამპანიის წარმოებაა“. ოპოზიციისა და უმრავლესობის კრიტიკა იმ ფაქტმა განაპირობა, რომ პრეზიდენტის მიერ შეწყალებულმა ვეფხია ბაქრაძემ, რომელიც სასჯელს იხდიდა ოჯახის წევრისთვის მიყენებული ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებისთვის, 13 აპრილს, ბარნოვის ქუჩაზე საკუთარი გერი მოკლა.
საკვანძო სიტყვები:

საქართველოს ინტეგრაცია ევროატლანტიკურ სივრცეში არის შეუქცევადი გზა და ამას ალტერნატივა არ აქვს - „ევროპელი სოციალისტები“
18 იანვარი, 2021 , 21:32

ლევან ვასაძე პოლიტიკაში აქტიურად ერთვება
18 იანვარი, 2021 , 20:59

ვმუშაობთ ახალი პოლიტიკური გაერთიანების შექმნაზე - სერგო ჩიხლაძე
18 იანვარი, 2021 , 17:15

ალექსეი ნავალნიმ საკმაოდ მძიმე განცხადებები გააკეთა საქართველოს მიმართ - გია ვოლსკი
18 იანვარი, 2021 , 16:10

პრემიერ-მინისტრი თურქეთის ელჩს შეხვდა
18 იანვარი, 2021 , 15:20

ოპოზიციის მხრიდან ახალ-ახალი ინიციატივებით გამოსვლა არასწორად მიმაჩნია, ვფიქრობ, ნებისმიერი ასეთი საკითხი საერთო ფორმატში უნდა განვიხილოთ - გიორგი ვაშაძე
18 იანვარი, 2021 , 14:15