პოლიტიკა
„ქართულმა ოცნებამ“ ვინც არ უნდა დაასახელოს საპრეზიდენტო კანდიდატად, ძალიან ძლიერი და კონკურენტუნარიანი იქნება - თეა წულუკიანი
„ქართულმა ოცნებამ“ ვინც არ უნდა დაასახელოს საპრეზიდენტო კანდიდატად, ძალიან ძლიერი და კონკურენტუნარიანი იქნება, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის საპრეზიდენტო არცევნებში შესაძლო მონაწილეობის კომენტირებისას.
მინისტრის თქმით, მისი, როგორც უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარის ვალია, ყველა კანდიდატს კონკურენტუნარიანი პირობები შეუქმნას.
„ვფიქრობ, „ქართულ ოცნებაში“ არიან ადამიანები, წევრები, „ქართული ოცნების“ მომხრეები. რომელიც არ უნდა დასახელდეს საპრეზიდენტო კანდიდატად, ძალიან ძლიერი და კონკურენტუნარიანი იქნება.
ჩემი, როგორც უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარის ვალია, ყველა კანდიდატს შევუქმნა კონკურენტუნარიანი პირობები იმისთვის, რომ საჯარო მოხელეებმა არ გამოიყენონ ადმინისტრაციული რესურსი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
მისი თქმით, აღნიშნული პროცესი უკვე დაწყებულია.
„ეს პროცესი უკვე ჩართულია. როდესაც გიორგი მარგველაშვილი გადაწყვეტს, დააყენოს თავისი კანდიდატურა, საარჩევნო გარემო პრაქტიკაშიც ისეთი იქნება, რომ მას, „ქართული ოცნების“ და სხვა პარტიების კანდიდატებს ექნებათ თანასწორი პირობები და იქ გამოჩნდება, ვინ ვისზე ძლიერია. ამაზე პირველი ივლისიდან დავიწყეთ მუშაობა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
საკვანძო სიტყვები:
ჩორჩანასთან დაკავშირებით გიორგი გახარიასთან ერთნაირი პრეტენზიები აქვთ მხოლოდ „ოცნების“ რეჟიმს და ცხინვალის რუსულ საოკუპაციო რეჟიმს - ბერდია სიჭინავა
20 ნოემბერი, 2025 , 16:07
შეუპოვარი ბრძოლის გზაზე უკან არ დავიხევთ, ვერც გიორგი ვაშაძის და პაატა მანჯგალაძის მიმართ დაწყებულმა პოლიტიკურმა დევნამ გაგვტეხა - „სტრატეგია აღმაშენებელი“
20 ნოემბერი, 2025 , 15:26
მზაობა თუ აქვთ, გვერდში რეალურად დაგვიდგნენ და პრობლემები მოვაგვაროთ, მიღებულ კანონებს გავაუქმებთ, მაგრამ ვხედავთ, თავად არიან პრობლემების წყაროს შემქმნელები - ლევან მახაშვილი
20 ნოემბერი, 2025 , 13:06
დეკლარაციების შესწავლას განახორციელებს დამოუკიდებელი კონსტიტუციური ორგანო სახელმწიფო აუდიტის სამსახური, რომელიც არის ძლიერი ინსტიტუტი - ირაკლი კობახიძე
20 ნოემბერი, 2025 , 11:50
დიასპორასთან დაკავშირებით საარჩევნო რეგულაციებზე არგუმენტები არის ძალიან მყარი, არ შეიძლება, ამომრჩეველმა უცხო იურისდიქციის გავლენის ქვეშ მიიღოს საარჩევნო გადაწყვეტილება - ირაკლი კობახიძე
20 ნოემბერი, 2025 , 10:41
რიგგარეშე არჩევნები თეორიულად რომ გამოცხადდეს, აწყობს ხელისუფლებას და არა ოპოზიციას, ანუ კიდევ ერთხელ თავს მოიჭრის ამ შემთხვევაში ოპოზიცია - ირაკლი კობახიძე
20 ნოემბერი, 2025 , 09:22

