უახლესი ამბები
- 26.04.2024 18:36ჩვენი გზა უნდა მიდიოდეს ევროპაში ორივესი ერთად, მაგრამ რუსეთისკენ მიდიხართ, რუსეთში მიგვათრევთ - ლილე ლიპარტელიანი `ოცნებას`
- 26.04.2024 18:19ლექტორის მკვლელობის ფაქტზე სასამართლომ ორ პირს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
- 26.04.2024 18:1015 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია
- 26.04.2024 17:3328 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა - ლევან ხაბეიშვილი
- 26.04.2024 15:32მინდა ვთხოვო და მოვუწოდო ყველა მასწავლებელს - უთხრან არა საქართველოს რუსიფიკაციას და ევროკავშირისგან დაშორებას - ნანა ტოხვაძე
- 26.04.2024 15:1930 წელი მივდიოდით ერთი მიმართულებით და ახლა აღმოჩნდა, რომ უნდა წავიდეთ სხვა მხარეს, რაც, ჩემი აზრით, არ წაადგება ჩვენი ქვეყნის პერსპექტივებს - თედო ჯაფარიძე
არქივი
პოლიტიკა
„ქართულმა ოცნებამ“ შესაძლოა სალომე ზურაბიშვილს მაჟორიტარობის კანდიდატი არ დაუპირისპიროს - გია ვოლსკი
პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ლიდერ გია ვოლსკის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“, შესაძლოა, მთაწმინდის რაიონში სალომე ზურაბიშვილს მაჟორიტარობის კანდიდატი არ დაუპირისპიროს.
ამის შესახებ ჟურნალისტებს დეპუტატმა გია ვოლსკიმ განუცხადა.
მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ სალომე ზურაბიშვილის ყოფნა პარლამენტში კარგი იქნება ქვეყნისთვის.
„პრემიერ-მინისტრს აქვს მოსაზრება, რომ სალომე ზურაბიშვილი თავისი ინტელექტუალური მონაცემებით, განვლილი საქმიანობის ფართო სპექტრით კარგი იქნება იყოს პარლამენტში. ამიტომ, გაჩნდა მოსაზრება, რომ კანდიდატი "ქართულმა ოცნებამ" არ დააყენოს მთაწმინდაზე, რასაც პრინციპში მეც ვეთანხმები, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება პოლიტსაბჭომ უნდა მიიღოს“,- განაცხადა ვოლსკიმ.
ამასთან, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ სალომე ზურაბიშვილი არ იქნება წარდგენილი „ქართული ოცნებიდან“.