უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

25 ოქტომბერი, 2018 12:45
font-size

ქართველებმა არ უნდა მისცენ ხმა, იმიტომ რომ მას ეზიზღება საქართველო და ისინი ერთად აპირებენ საქართველოსთვის ბოლო მოღებას - მიხეილ სააკაშვილი ივანიშვილზე

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს გამოეხმაურა. ექს-პრეზიდენტის მტკიცებით, ივანიშვილი საქართველოს თავის საკუთრებად მიიჩნევს.

სააკაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ მისი კონცეფცია განსხვავდება ივანიშვილის ხედვისგან.

„ამ კაცს მიაჩნია, რომ ეს ქვეყანა არის მისი საკუთრება, იყიდა, იყიდა თავის ხმებიანად. ეს ხალხის ხმები არის მისი აქციები, მაგრამ სინამდვილეში ესაა ხალხის აქციები.

ჩემი კონცეფცია მთლიანად განსხვავდება ივანიშვილის კონცეფციისგან, ჩემი კონცეფციაა, რომ საქართველოს ყველა მცხოვრები არის საქართველოს მესაკუთრე, ივანიშვილის კონცეფციაა, რომ ის არის მესაკუთრე, ზემოდან ქვემოთ უყურებს საქართველოს და საქართველო ჯიბეში ჩაიდო. ქართველებმა თავის ქვეყანა უნდა დაიბრუნონ, ქართველები აუცილებლად დაიბრუნებენ თავსი ქვეყანას. არცერთი თანამდებობა არ მინდა საქართველოში, არც არაფორმალური მმართველობა არ მინდა“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა რუსთავი 2-ის ეთერში.

შეკითხვაზე, როგორ აპირებთ ხმების დაცვას, სააკაშვილმა ჩამოთვალა მიზეზები, რატომ არ დაუჭერს მხარს სხვადასხვა რეგიონი „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ საპრეზიდენტო კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს.

სააკაშვილის მტკიცებით, ქუთაისი არ მისცემს ხმებს, „იმიტომ რომ ქუთაისიდან მოჰყავთ პარლამენტი და [ივანიშვილი] კლავს ქუთაისს“, ხოლო აჭარა არ მისცემს იმის გამო, რომ ივანიშვილმა „მოკლა ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი“ და მწვანე კონცხზე მარალსართულიანი კოშკების აშენებას აპირებს. მისივე თქმით, ივანიშვილს „აჭარა და აჭარლები ეზიზღება“.

„გურულებმა არ უნდა მისცენ ხმა, იმიტომ რომ ფაროსანაა, სამეგრელო იმიტომ არ უნდა მისცეს ხმა, იმიტომ რომ მეგრელები მართლა ეზიზღება და სალომე ზურაბიშვილმა ეს გამოხატა. მათ შორის, ლაზიკის პროექტი მოკლა და ა.შ.. სვანეთმა არ უნდა მისცეს ხმა, იმიტომ რომ ვიტია ჯაფარიძე დაასვა თავზე. კახეთმა იმიტომ არ უნდა მისცეს ხმა, იმიტომ რომ 70 თეთრად აბარებს ხალხი რქაწითელს, როცა ჩემს დროს სუბსიდიით იყო ლარი და შეადარეთ ის ლარი და ის 70 თეთრი. დევნილებმა არ უნდა მისცენ ხმა, იმიტომ რომ აფხაზეთი და ცხინვალი მან მოიხსენია განგრენებად, რომლებიც საქართველომ უნდა მოიშოროს. მშობლებმა არ უნდა მისცენ ხმა, იმიტომ რომ მათი ბავშვების განადგურებას აპირებენ მარიხუანით. ქართველებმა არ უნდა მისცენ ხმა, იმიტომ რომ მას ეზიზღება საქართველო და ისინი ერთად აპირებენ საქართველოსთვის ბოლო მოღებას“, - განაცხადა სააკაშვილმა და აღნიშნა, რომ ივანიშვილი „დაბალი წარმოდგენისაა“ ქართველ ხალხზე.

ბრიუსელის ღირებულებითი უკუსვლა დაიწყო მაშინ, როდესაც დეზინფორმაცია და პროპაგანდა მისაღებ პოლიტიკურ იარაღად აღიარა და ამით თავად დაარღვია ის პრინციპები, რის საფუძველზეც ევროპა შენდებოდა - შალვა პაპუაშვილი

7 ნოემბერი, 2025 , 14:34

ორი ცრუ ნარატივი, რომლის დამკვიდრებაში ბრიუსელმა უზარმაზარი პოლიტიკური ენერგია და ფინანსური რესურსი ჩადო: საქართველოს პარლამენტმა მიიღო „რუსული კანონი“; საქართველოს მთავრობამ შეაჩერა ევროკავშირში ინტეგრაციის

ივანიშვილმა მიმართა იმ ხერხს, რომელიც მოსკოვში ნაცადია - არ ჭრის ლეგალური გზები, პიარული შეტევა, მოდი, გადავიდეთ დატუსაღებაზე, დატყვევებაზე, წამებაზე და ადამიანების ფიზიკურ განადგურებაზე - თაზო დათუნაშვილი

7 ნოემბერი, 2025 , 12:50

ბოროტი დიქტატურის დამყარების ლოგიკური გაგრძელებაა ის, რომ ივანიშვილი პოლიტიკურ სპექტრს პირდაპირ სისხლის სამართლებრივი დევნით, ციხით, ციხეში დალპობით დაემუქრა და პოლიტიკა დაატყვევა,- ამის შესახებ „ლელო-ძლიერი ს

არათუ საქართველომ შეაჩერა რამე, არამედ ევროპულმა ბიუროკრატიამ გადაწყვიტა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გარკვეული დროით შეჩერება -ირაკლი კობახიძე

7 ნოემბერი, 2025 , 12:30

2022 წლიდან, როდესაც ევროკავშირში კანდიდატის სტატუსის მინიჭების ოფიციალური განაცხადი წარვადგინეთ, ჩვენ ხელოვნურ გამოწვევებს ვაწყდებოდით  ევროკავშირისკ

უნდა დავივიწყოთ ყველა ძველი წყენა, ის თუ ვინ, როდის, რა პოზიციაზე იყო და ყველამ სამიზნე გავასწოროთ ივანიშვილზე - მიხეილ სააკაშვილი

7 ნოემბერი, 2025 , 12:27

გუშინდელს შემდეგ, კიდევ ერთხელ ნათელი გახდა ოპოზიციური ერთობის აუცილებლობა, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. სააკაშვილის განმარტებით, „ოპოზიციამ უნდა დ

საქართველოში სხვადასხვა წყაროდან შემოდიოდა დიდი რაოდენობით დაფინანსება, რომელიც ქვეყანაში რევოლუციური სცენარების ხელშეწყობისთვის იყო განკუთვნილი - ირაკლი კობახიძე

7 ნოემბერი, 2025 , 11:58

ორი წლის წინ მივიღეთ „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი, რომელიც განსხვავდება ახლახან მიღებული FARA-ს კანონისგან, რომელიც ამერიკული კანონის ასლია. ჩვენ მივიღეთ გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობა, რომელიც მხოლო

არ მგონია, რომ ევროკავშირის ინტერესებშია საქართველოში მთავრობის დამხობა, მაგრამ არსებობს გავლენა, რომელიც საკმაოდ აშკარაა - ირაკლი კობახიძე

7 ნოემბერი, 2025 , 11:51

არ მგონია, რომ ევროკავშირის ინტერესებშია საქართველოში მთავრობის დამხობა, მაგრამ არსებობს გავლენა, რომელიც საკმაოდ აშკარაა, - ამის შესახებ  საქართველოს