უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

13 სექტემბერი, 2017 08:58
font-size

„ქართველთა მარშმა“ აქცია გამართა

გუშინ, „ქართველთა მარშის“ ორგანიზატორებმა აქცია „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის , კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან გამართეს.

მანამდე აქციის მონაწილეები იმყოფებოდნენ ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ შენობასთან და მოითხოვდნენ საქართველოში აღნიშნული ორგანიზაციის მუშაობის შეჩერებას. აქციის მონაწილეთა განცხადებით, აღნიშნული ორგანიზაცია ანტისახელმწიფოებრივია და აფინანსებს ისეთ პროექტებს, რომელიც ქვეყნის ინტერესების საზიანოა და ებრძვის ეროვნულობას.

რაც შეეხება კახა კალაძის შტაბს, აქ აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ მმართველმა პარტიამ, მათ შორის თბილისის მერობის კანდიდატმა, უნდა დააფიქსიროს მკაფიო პოზიცია მიწის გასხვისების საკითხთან დაკავშირებით.

აქციის მონაწილეები 4 კაციანი დელეგაციის შესვლას ითხოვდნენ კახა კალაძის შტაბში, რამაც ადგილზე შეხლა–შემოხლა გამოიწვია, რადგან პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა.

ამასთან, პოლიციამ აქციის ერთ–ერთი ორგანიზატორი ლადო სადღობელაშვილი დააკავა. როგორც შსს–ში განმარტეს სადღობელაშვილის დაკავება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით მოხდა.

ამის შემდეგ აქციამ რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლა, სადაც „ქართველთა მარშის“ წევრები უკვე ლადო სადღობელაშვილის გათავისუფლებას და მმართველი პარტიის ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრას ითხოვდნენ.

აქციის დასრულებამდე „ქართველთა მარშის“ ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ უახლოეს პერიოდში შეიკრიბებიან და მიიღებენ გადაწყვეტილებას მომდევნო აქციის გამართვასთან დაკავშირებით.

საკვანძო სიტყვები:

15 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია

26 აპრილი, 2024 , 18:10

ნიჭიერი და მიზანდასახული სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ, მიიღონ ხარისხიანი ცოდნა და გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი, საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს.  სწორედ

ევროპაში არის სერიოზული პრობლემები პროპაგანდის კუთხით, რაც სერიოზულ პრობლემებს იწვევს, მათ შორის დემოგრაფიულ პრობლემებს - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 16:13

როდესაც ევროპარლამენტი დაჟინებით მოგვიწოდებს, რომ ხელი შევუწყოთ იმ ტენდენციებს ჩვენს ქვეყანაში, რომლებიც ასე მძიმედ ევროპულ საზოგადოებებს უკვე ეტყობა, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი - ჩვენ გვინდა ჩვენი ღირებულებებით,

თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი

26 აპრილი, 2024 , 14:12

დღეიდან, ზესტაფონის შემოვლითი გზის გახსნის შემდეგ, თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი. რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ზესტაფონის

საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა - საქსტატი

26 აპრილი, 2024 , 12:59

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694.6 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტი

The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში

26 აპრილი, 2024 , 12:54

საერთაშორისო გამოცემა The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების (Digital CX) მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში.  „ეგრევე“ - მომენტალური გადარიცხვა, თამაში, სა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებს აფართოებს

26 აპრილი, 2024 , 11:41

საქართველოს ბანკი ბიზნესების განვითარებას და გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებსაფართოებს. პროექტის ჯამური ღირებულება 1

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი