უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

28 ნოემბერი, 2018 15:50
font-size

ქობულეთში მამაკაცი საკუთარ ავტომობილში მოკლული იპოვეს

ქობულეთში, სოფელ ჩაისუბანში მამაკაცი საკუთარ ავტომობილში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლული იპოვეს.

აღნიშნულთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს:

,,შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის 28 ნოემბერს, ქობულეთის რაიონის სოფელ ჩაისუბანში, 1973 წელს დაბადებული მ. ც.-ს მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყეს.

გამოძიების პირველადი ინფორმაციით დადგინდა, რომ 1981 წელს დაბადებულმა ჯ.ა.-მ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა მ.ც.-ს, რის შედეგადაც იგი ადგილზევე გარდაიცვალა.

ჯ.ა. შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მისი დაკავების მიზნით მიმდინარეობს აქტიური სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები.

ამ ეტაპზე ასევე დადგინა, რომ მკვლელობის ფაქტი მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან კავშირში არ არის და მკვლელობა წლების წინ არსებულ პირად კონფლიქტს უკავშირდება.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე სსკ-ს 108-ე მუხლით მიმდინარეობს."

საკვანძო სიტყვები:

ქვემო ქართლში, სამეგრელოსა და იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვავლინეთ - სურსათის ეროვნული სააგენტო

16 თებერვალი, 2026 , 14:32

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილმა პირებმა ქვემო ქართლში, სამეგრელოსა და იმერეთში რძის გადამამუშავებელი არარეგისტრირებული საწარმოები გამოავლინეს. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ქვემო ქართლის დეპარტამენტი

ბათუმში წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს

16 თებერვალი, 2026 , 10:46

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1985 წელს დაბადე

აბაშასა და სამტრედიაში ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე ცხოველის დაკვლის ფაქტები გამოვავლინეთ - სურსათის ეროვნული სააგენტო

13 თებერვალი, 2026 , 17:02

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა აბაშასა და სამტრედიაში ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე ცხოველის დაკვლის ფაქტები გამოავლინეს. ინფორმაციას ამის შესახებ სეს-ი ავრცელებს. მათივე ცნობით, აბაშაში არსებულ არა

მდინარე ტანას შენაკადები „წითელი ნუსხის“ სახეობის ნაკადულის კალმახის ქვირითით დათევზიანდა

13 თებერვალი, 2026 , 10:57

ველური ბუნების სააგენტოს სპეციალისტების ჩართულობით, შიდა ქართლში, ტანასა და თეძამის დაცულ ტერიტორიებზე, მდინარე ტანას შენაკადები „წითელი ნუსხის“ სახეობის ნაკადულის კალმახის 20 000 ქვირითით დათევზიანდა. დათევზ

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აჭარასა და იმერეთში ფრინველის არალეგალურ სასაკლაოებს საწარმოო პროცესი შეუჩერა

10 თებერვალი, 2026 , 13:10

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა ფრინველის არალეგალური სასაკლაოები აჭარაში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტსა და იმერეთში, საჩხერის მუნიციპალიტეტში გამოავლინეს. შპს „ატო” (მის: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი,

ქუთაისის კლინიკა უნიქალ მედში ექიმმა დანით მრავლობითი დაზიანებები მიიყენა

9 თებერვალი, 2026 , 16:01

ქუთაისის კლინიკა უნიქალ მედიში მომხდარ შემთხვევაზე, სადაც ექიმმა დანით მრავლობითი დაზიანებები მიიყენა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ინფორმაცია ფორმუ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი