უახლესი ამბები
- 26.04.2024 18:36ჩვენი გზა უნდა მიდიოდეს ევროპაში ორივესი ერთად, მაგრამ რუსეთისკენ მიდიხართ, რუსეთში მიგვათრევთ - ლილე ლიპარტელიანი `ოცნებას`
- 26.04.2024 18:19ლექტორის მკვლელობის ფაქტზე სასამართლომ ორ პირს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
- 26.04.2024 18:1015 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია
- 26.04.2024 17:3328 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა - ლევან ხაბეიშვილი
- 26.04.2024 15:32მინდა ვთხოვო და მოვუწოდო ყველა მასწავლებელს - უთხრან არა საქართველოს რუსიფიკაციას და ევროკავშირისგან დაშორებას - ნანა ტოხვაძე
- 26.04.2024 15:1930 წელი მივდიოდით ერთი მიმართულებით და ახლა აღმოჩნდა, რომ უნდა წავიდეთ სხვა მხარეს, რაც, ჩემი აზრით, არ წაადგება ჩვენი ქვეყნის პერსპექტივებს - თედო ჯაფარიძე
არქივი
პოლიტიკა
ქვეყანა გადადის საგანგებო სიტუაციების მართვის სრულიად ახალ მოდელზე - გიორგი კვირიკაშვილი
დღეს ჩვენ განვიხილავთ სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროს რეფორმების ძალიან მნიშვნელოვან პაკეტს, რომლის მიხედვითაც, შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანა გადადის საგანგებო სიტუაციების მართვის სრულიად ახალ მოდელზე, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
მისი თქმით, ახალი მოდელი ითვალისწინებს გაცილებით უფრო მეტ ჩართულობას, უფრო ეფექტურია და, ასევე, არის უფრო გამარტივებულიც.
,,დეტალურად იმიჯნება სახელმწიფო უწყებების კომპეტენციები და საგანგებო სიტუაციების სამსახური ხდება შემფასებელი, გადაწყვეტილებების მიმღები, შესაბამისად - პასუხისმგებელიც და კოორდინატორიც.
ამას გარდა, რეფორმების პაკეტი ითვალისწინებს სხვა სიახლეებსაც. ესენია - მოხალისეთა სისტემა, ალტერნატიული სამხედრო სამსახური და კრიზისების პრევენციის მიზნით სამეცნიერო წრეების ჩართვა.
სამართლებრივი ბაზის სრულყოფის პარალელურად, ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფრასტრუქტურის გაძლიერებასა და განახლებაზე. უკვე გამოცხადებულია ტენდერი სპეციალურად ტყეებისთვის სახანძრო მანქანების შეძენაზე.
ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმება იქნა მიღწეული ავსტრიულ კომპანიასთან, რომელიც მსოფლიოში გახლავთ ლიდერი ასეთი ტიპის მოწყობილობების წარმოების, ეს არის - „როზენბაუერი“. ის ჩვენს ქართულ კომპანია „დელტასთან“ ერთად დაიწყებს ოპერატიული სახანძრო მანქანების ერთობლივ წარმოებას. „პიკაპის“ ჩონჩხზე აწყობილი მანქანები იქნება, რომლებსაც ექნება კომპანია „როზენბაუერის“ აპარატურა და მოწყობილობა, რაც არის მსოფლიოში აპრობირებული, ძალიან ეფექტური ოპერატიული სახანძრო-სამაშველო მანქანები.
დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ უკვე მალე, რამდენიმე თვეში გვექნება პირველი ეგზემპლიარები და წლის ბოლომდე, პრაქტიკულად, უნდა გვქონდეს გამართული წარმოება ასეთი ტიპის მანქანების“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.