უახლესი ამბები
- 26.04.2024 18:36ჩვენი გზა უნდა მიდიოდეს ევროპაში ორივესი ერთად, მაგრამ რუსეთისკენ მიდიხართ, რუსეთში მიგვათრევთ - ლილე ლიპარტელიანი `ოცნებას`
- 26.04.2024 18:19ლექტორის მკვლელობის ფაქტზე სასამართლომ ორ პირს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
- 26.04.2024 18:1015 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია
- 26.04.2024 17:3328 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა - ლევან ხაბეიშვილი
- 26.04.2024 15:32მინდა ვთხოვო და მოვუწოდო ყველა მასწავლებელს - უთხრან არა საქართველოს რუსიფიკაციას და ევროკავშირისგან დაშორებას - ნანა ტოხვაძე
- 26.04.2024 15:1930 წელი მივდიოდით ერთი მიმართულებით და ახლა აღმოჩნდა, რომ უნდა წავიდეთ სხვა მხარეს, რაც, ჩემი აზრით, არ წაადგება ჩვენი ქვეყნის პერსპექტივებს - თედო ჯაფარიძე
- 26.04.2024 14:12თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი
- 26.04.2024 12:59საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა - საქსტატი
- 26.04.2024 12:54The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში
- 26.04.2024 12:40სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა იძულების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ამხილა
არქივი
პოლიტიკა
ქვეყანას მართავს მაფიოზურ-ტერორისტული ოჯახი, რომელმაც მიიტაცა სახელმწიფო სრულად - შალვა ნათელაშვილი
თავზარდამცემი ჩანაწერების შემდეგ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ქვეყანას მართავს მაფიოზურ-ტერორისტული ოჯახი, რომელმაც მიიტაცა სახელმწიფო სრულად, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.
„რა არ გამოვიარეთ, დარბევები, დაპატიმრებები, მაჩალიკაშვილის საწოლში ჩაცხრილვა, ახალგაზრდებისათვის 20 ივნისს თვალების დათხრა, მაგრამ ამგვარი რამ, სკოლის მოსწავლეებს დაწესებული ტერორი უმაღლესი ხელმძღვანელების მხრიდან, ქართულ კი არა, მსოფლიო პოლიტიკური რეპრესიების ისტორიას არ ახსოვს. ჩვენ არ გვაქვს გარანტია, რომ ბავშვს გაუშვებ სკოლაში და ის დაგვიბრუნდება უვნებელი, ჯანმრთელი და ცოცხალი. ვფიქრობ, ყოველი წუთი ამ ფიგურების ხელისუფლებაში ყოფნის, არის უდიდესი საფრთხე სრულიად საქართველოსთვის. ამიტომ ველოდები რამდენიმე საათში განცხადებებს ღარიბაშვილისგან, ჩუბინიძისგან და ყველასგან, გადადგომის თაობაზე. სასწრაფოდ, ტექნიკური არაპარტიული პროფესიონალებისგან დაკომპლექტებული დროებითი მთავრობა და სასწრაფოდ ახალი საპარლამენტო არჩევნები“,- აცხადებს შალვა ნათელაშვილი.
ცნობისთვის - ტვ პირველის გადაცემაში - ნოდარ მელაძის შაბათი, სავარაუდო სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გავრცელდა, რომლის მიხედვითაც, ქართული ოცნების ყოფილი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი ბერა და ქვეყნის მოქმედი პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი Fაცებოოკ-კომენტარის გამო სკოლის მოსწავლეზე განხორციელებულ ძალადობრივ ანგარიშსწორებას განიხილავენ.
ჩანაწერი მოიცავს კიდევ რამდენიმე საუბარს ბერა ივანიშვილსა და ღარიბაშვილს შორის, რომელშიც მონაწილეები ბერას შეურაცხყოფის გამო მსგავსი ანგარიშსწორების რამდენიმე შემთხვევას იხსენებენ და განიხილავენ.