უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

21 ივლისი, 2018 17:25
font-size

ქვეყანაში ეროვნული უსაფრთხოების საბჭო უნდა შეიქმნას - ირაკლი კობახიძე

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ფიქრობს, რომ ქვეყანაში ეროვნული უსაფრთხოების საბჭო უნდა შეიქმნას.

ირაკლი კობახიძე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გიორგი მღებრიშვილის წასვლას გამოეხმაურა.

მისი თქმით, თანამდებობა, რომელიც მღებრიშვილს ეკავა, პოლიტიკური არ არის. შესაბამისად, პრემიერ-მინისტრის გადასაწყვეტია, თუ როგორი საკადრო ცვლილება განხორციელდება.

„ამ პროცესში პარლამენტის ჩარევის რესურსი მინიმალურია. ჩვენი გადასაწყვეტი არ არის, ამ დონეზე რა საკადრო ცვლილება განხორციელდება. ეს პოლიტიკური დონე არ არის. შესაბამისად, ჩვენი მხრიდან კომენტარებიც შეიძლება ზედმეტი იყოს.

ჩემი მიდგომაა, რომ ახალი სტრუქტურა უნდა შეიქმნას, რომელიც ეროვნული უსაფრთხოების საკითხებით იქნება დაკავებული. ალბათ, ეროვნული უსაფრთხოების საბჭო უნდა იყოს, რომელიც მთავრობას იქნება დაქვემდებარებული. ამაზე აქტიური კონსულტაციები გვექნება“, – აღნიშნა კობახიძემ.

კითხვაზე, როგორია ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მოდელი, კობახიძე აცხადებს, რომ სისტემას, რაც ახალი კონსტიტუციის ფარგლებში არის ჩამოყალიბებული, ახალი სტრუქტურა სჭირდება.

„ეს უნდა იყოს დაქვემდებარებული პრემიერ-მინისტრს და იყოს მაღალი დონის ორგანო, რომელიც დაკავებული იქნება ეროვნული უსაფრთხოების საკითხებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ნინო ექვთიმიშვილი

სანქციები ივანიშვილს, უვიზო რეჟიმის კრიტერიუმების შემოწმება და რუსული კანონის მიღების შემთხვევაში უარი მოლაპარაკებებზე - ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია მიიღო

25 აპრილი, 2024 , 17:33

დღეს, 2024 წლის 25 აპრილს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია საქართველოში „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტთან“ დაკავშირებით. რეზოლუცია შეიცავს შესწორებებს, რომლებიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდ

საქართველოს აუქმებს ივანიშვილი - ლევან ხაბეიშვილი

25 აპრილი, 2024 , 17:07

ევროპარლამენტის რეზოლუციის მიხედვით, „რუსული კანონის“ მიღების შემთხვევაში გადაიხედება ვიზალიბერალიზაცია, ევროკავშირი შეწყვეტს საქართველოსთან მოლაპარაკებებს, ივანიშვილი ხდის იძულებულს ჩვენს პარტნიორებს უმ

ეს რეზოლუცია არის წარმავალი ევროპარლამენტის წევრების ბოლო ბწკენა საქართველოს, ქართველი ხალხის მიმართ - შალვა პაპუაშვილი

25 აპრილი, 2024 , 16:10

ერთი წლის წინაც იყო რეზოლუცია და ზუსტად იგივე ჩანაწერი იყო ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, ეს ის ხალხია, ვინც ამ რეზოლუციის პროექტში აფხაზეთი ცალკე სახელმწიფოდ გამოყო, რა სანქციებზეა საუბარი, როცა

ბოლო ბრალდებების კონტექსტის გათვალისწინებით, ევროპარლამენტის წევრები არ კოორდინირებენ თავიანთი წარმოშობის ქვეყნებთან და არ წარმოადგენენ მათ პოზიციებს - ლიეტუვის საელჩო

25 აპრილი, 2024 , 14:27

ბოლო ბრალდებების კონტექსტის გათვალისწინებით, რომელიც შეეხებოდა ევროპარლამენტის ლიეტუველი წევრის განცხადებებს, გვსურს, აღვნიშნოთ, რომ ევროპარლამენტის წევრები არ კოორდინირებენ თავიანთი წარმოშობის ქვეყნებთან და არ წარმოადგე

არავინ ეწევა ისეთ დისკრედიტაციას ევროპული მომავლის და ევროკავშირის, როგორც ეს კონკრეტული ევროპარლამენტარები - კახა კალაძე

25 აპრილი, 2024 , 14:18

„არავინ ეწევა ისეთ დისკრედიტაციას ევროპული მომავლის და ევროკავშირის, როგორც ეს კონკრეტული ევროპარლამენტარები“, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე გამჭვირვალობის კანონპროექტთან დაკავშირებით, ევროპარლა

ჩვენმა ისტორიამ გვასწავლა, რომ ქვეყნის ნებისმიერი ოკუპაცია დროებითია, თუ დამპყრობელი ხალხის იდენტობის მოშლას ვერ ახერხებს - ირაკლი კობახიძე

25 აპრილი, 2024 , 13:58

საქართველომ სარწმუნოებისთვის გადახდილ ყველა ბრძოლაში გაიმარჯვა, ქრისტიანობის დაცვა და შენარჩუნება შეძლო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ უნგრეთში, „კონსერვატიული

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი