უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

24 თებერვალი, 2021 17:15
font-size

ქვეყნის გახსნა აზრს დაკარგავს თუ მას არ მოჰყვება ვაქცინაცია - ანა დოლიძე

„კარგია ქვეყნის გახსნა, თუმცა დაგვიანებული. დღეს გადადგმული ნაბიჯები არის პოლიტიკური აქტი პრემიერის მხრიდან, რათა განიმტკიცოს რეპუტაცია. ამ ფონზე უგუნურია კომენდანტის საათის ძალაში დატოვება და, მთავარი, ეს ყველაფერი აზრს დაკარგავს, თუ მას დროულად არ მოჰყვება ვაქცინაცია,“ - ასე შეაფასა მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერმა ანა დოლიძემ დღეს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გარკვეული შეზღუდვის მოხსნასთან დაკავშირებით.

„ჯერ კიდევ იანვრის შუა რიცხვებში დავიწყე კამპანია „ქვეყანა უნდა გაიხსნას“, რომელსაც მოჰყვა სერიოზული გამოხმაურება, პროტესტი და სხვადასხვა ღონისძიებები. თუმცა მთავრობამ ახლა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ქვეყანა 1 მარტიდან გაიხსნას. დამეთანხმებით, ეს გადაწყვეტილება კარგია, მაგრამ დაგვიანებული. არაერთხელ ვთქვით, აქამდეც შეიძლებოდა ყველაფრის ეტაპობრივად, ფრთხილად და გონივრული რეგულაციებით გახსნა - საბავშვო ბაღების, მთის კურორტების, უნივერსიტეტების, ტურიზმის სექტორის და ა.შ..

ახლა, ფაქტობრივად, გვეძლევა შესაძლებლობა, რომ ქვეყანა დაიქოქოს. მაგრამ კომენდანტის საათის ძალაში დატოვება ლოგიკას არ ექვემდებარება. ამას ერთადერთი ახსნა აქვს - ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. კომენდანტის საათი ხელისუფლებას ამყოფებს პოლიტიკურ კომფორტში და რამდენადაც შეეძლება, ამ კომფორტს გაიხანგრძლივებს.

და ბოლის, უმნიშვნელოვანესი საკითხი - ეს არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა ვაქცინის შემოტანაზე. ქვეყანა იმიტომ ხომ არ გახსნეს, რომ ცოტა ხანში გამოგვიცხადონ, ვირუსი გავრცელდა და ისევ შემოიღონ შეზღუდვები? ასე არ გამოვა. ხელისუფლებამ ვაქცინა სასწრაფოდ უნდა შემოიტანოს, ამასთან უნდა დადოს რეალური და სამართლიანი გეგმა ვაქცინაციასთან დაკავშირებით. დასავლეთში უკვე არსებობს მთელი სისტემები ვაქცინაციის, პასპორტები და ა.შ. არსებობს ჯგუფები, რომლებიც იმოგზაურებენ, იმუშავებენ იმის მიხედვით, ვაქცინა გაკეთებული აქვთ თუ არა. ამ პირობებში ჩვენ ვართ მესამე მსოფლიოს შემადგენლობაში, რადგან ვაქცინაციას ვაგვიანებთ. ქვეყანა უნდა გაიხსნას და ვაქცინაცია უნდა დაიწყოს - ვფიქრობ, ეს უნდა იყოს დღესდღეობით ჩვენი მთავარი მოთხოვნა,“ - აცხადებს ანა დოლიძე.

15 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია

26 აპრილი, 2024 , 18:10

ნიჭიერი და მიზანდასახული სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ, მიიღონ ხარისხიანი ცოდნა და გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი, საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს.  სწორედ

ევროპაში არის სერიოზული პრობლემები პროპაგანდის კუთხით, რაც სერიოზულ პრობლემებს იწვევს, მათ შორის დემოგრაფიულ პრობლემებს - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 16:13

როდესაც ევროპარლამენტი დაჟინებით მოგვიწოდებს, რომ ხელი შევუწყოთ იმ ტენდენციებს ჩვენს ქვეყანაში, რომლებიც ასე მძიმედ ევროპულ საზოგადოებებს უკვე ეტყობა, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი - ჩვენ გვინდა ჩვენი ღირებულებებით,

თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი

26 აპრილი, 2024 , 14:12

დღეიდან, ზესტაფონის შემოვლითი გზის გახსნის შემდეგ, თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი. რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ზესტაფონის

საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა - საქსტატი

26 აპრილი, 2024 , 12:59

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694.6 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტი

The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში

26 აპრილი, 2024 , 12:54

საერთაშორისო გამოცემა The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების (Digital CX) მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში.  „ეგრევე“ - მომენტალური გადარიცხვა, თამაში, სა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებს აფართოებს

26 აპრილი, 2024 , 11:41

საქართველოს ბანკი ბიზნესების განვითარებას და გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებსაფართოებს. პროექტის ჯამური ღირებულება 1

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი