უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

30 ნოემბერი, 2023 16:22
font-size

გიორგი ამილახვარმა ევროკომისარ ილიანა ივანოვასთან შეხვედრა გამართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა, ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ინოვაციის, კვლევის, კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდობის საკითხებში ევროკომისარ ილიანა ივანოვასთან შეხვედრა გამართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გიორგი ამილახვარმა ევროკომისარს თანამდებობაზე დანიშვნა პირადად მიულოცა, მადლობა გადაუხადა მას და ევროკომისიას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ პოზიტიური რეკომენდაციისთვის.

„მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ევროპის ლიდერების მხრიდან ასეთი მხარდაჭერა და ბოლო წლებში გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯები საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებით დაგვირგვინდება.

გიორგი ამილახვარმა ყურადღება ევროკავშირის მხრიდან განათლებისა და მეცნიერების სფეროების ხელშეწყობის მნიშვნელობაზე გაამახვილა და შეხვედრის მონაწილეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ევროკავშირის უნიკალური პროექტის „ევროპის სკოლა – თბილისის“ შესახებ. მისი თქმით, ევროპის სკოლის იდეის განხორციელება, რომელიც საქართველოში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სასწავლო დაწესებულების დაარსებას ითვალისწინებს, უმნიშვნელოვანესი წინგადადგმული ნაბიჯია ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. სკოლის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს და ის მომავალი სასწავლო წლისთვის უკვე გაიხსნება.

მინისტრმა იმ მნიშვნელოვან რეფორმებზე ისაუბრა, რომლებიც განათლებისა და მეცნიერების სისტემაში მიმდინარეობს. მან განსაკუთრებით გამოყო განათლების ბიუჯეტის უპრეცედენტო ზრდა, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განახლება, მასწავლებელთა ანაზღაურების ზრდა, პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლების მხარდაჭერა, პროფესიული განათლების განვითარების ახალი ხედვა და სისტემაში კერძო სექტორის აქტიური ჩართულობის ხელშეწყობა. ამასთან, სტიპენდიატთა რაოდენობისა და სახელმწიფო სტიპენდიის ოდენობის გაორმაგება და დისტანციური სწავლების მიმართულებით დაგეგმილი სიახლეები.

გიორგი ამილახვრის განცხადებით, სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტი უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის მხარდაჭერაა. კერძოდ, აქტიურად გრძელდება მუშაობა, საზღვარგარეთის უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით, ერთობლივი ორმაგი ხარისხის საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების კუთხით.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, მომავალი წლიდან განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ახალგაზრდობის მიმართულება ემატება. მან სრული მზაობა გამოთქვა ამ კუთხით ევროკავშირთან თანამშრომლობის გაძლიერებასა და ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე.

შეხვედრის მონაწილეებმა საქართველოსთვის, როგორც პოტენციური კანდიდატი ქვეყნისთვის, Erasmus + პროგრამის ყველა კომპონენტის ხელმისაწვდომობის საკითხი განიხილეს და ამ მიმართულებით სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს. მინისტრმა ევროკომისარს Erasmus+ პროგრამის ყველა კომპონენტის განხორციელებისთვის საჭირო ვალდებულების აღების მიმართულებით სრული მზაობა დაუდასტურა. მისი თქმით, Erasmus+ პროგრამის ფარგლებში არსებული ინიციატივები, უნიკალურ შესაძლებლობას მისცემს ქართველ სტუდენტებს, ევროპელ თანატოლებთან ერთად მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა საგანმანათლებლო და კულტურულ აქტივობაში.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა ევროკომისიის რეკომენდაცია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ დადებითად შეაფასეს და მისი ისტორიული მნიშვნელობა აღნიშნეს.

თავის მხრივ, ევროკომისარმა ილიანა ივანოვამ მადლობა გადაუხადა მინისტრს მჭიდრო თანამშრომლობისთვის და მხარდაჭერა აღუთქვა ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელების საქმეში. მან დადებითად შეაფასა განათლების მინისტრის მიერ გადადგმული ნაბიჯები და ის რეფორმები, რომლებიც განათლების სისტემის ყველა საფეხურზე მიმდინარეობს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ჩვენი გზა უნდა მიდიოდეს ევროპაში ორივესი ერთად, მაგრამ რუსეთისკენ მიდიხართ, რუსეთში მიგვათრევთ - ლილე ლიპარტელიანი `ოცნებას`

26 აპრილი, 2024 , 18:36

ხმაური თბილისის საკრებულოში - თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ლილე ლიპარტელიანმა საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას "ოცნებას" პირდაპირ უთხრა, რომ რუსეთისკენ მიექანე

28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა - ლევან ხაბეიშვილი

26 აპრილი, 2024 , 17:33

პულტები უნდა გადავდოთ, ტელევიზორები უნდა გამოვრთოთ და უნდა გვესმოდეს, რომ 28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა იმისთვის, რომ საკუთარი აზრი დააფიქსიროს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის&

მინდა ვთხოვო და მოვუწოდო ყველა მასწავლებელს - უთხრან არა საქართველოს რუსიფიკაციას და ევროკავშირისგან დაშორებას - ნანა ტოხვაძე

26 აპრილი, 2024 , 15:32

რთულია რეჟიმთან ბრძოლა, ტოტალურ კონტროლსა და წნეხში სიმართლის დაცვა, მაგრამ მერწმუნეთ, თავისუფლების დაკარგვა უფრო რთული იქნება, - ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” განათლების მიმართულების ხელმძღვანელ

30 წელი მივდიოდით ერთი მიმართულებით და ახლა აღმოჩნდა, რომ უნდა წავიდეთ სხვა მხარეს, რაც, ჩემი აზრით, არ წაადგება ჩვენი ქვეყნის პერსპექტივებს - თედო ჯაფარიძე

26 აპრილი, 2024 , 15:19

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა და ქართული ოცნების სიით, პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ თედო ჯაფარიძემ ნეტგაზეთთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მაშინ როცა ქვეყა

პოლიტიკური პარტიები საერთო სიაზე უნდა შეთანხმდნენ, რომელიც შეიქმნება ნეიტრალურ პრინციპებზე, შემთხვევით შერჩეული ნომრით - მიხეილ სააკაშვილი

26 აპრილი, 2024 , 15:07

ხელისუფლება უნდა გადაიბაროს ამ ახალმა თაობამ, რომელიც ჩემი შეფასებით, სრულად მზად არის ამისთვის, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. „ახლა მთავარია ერთობა. რას ნ

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის 2022 წლის პროცესის გამეორება, მომხდარიყო რევოლუცია, თუმცა ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 14:49

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის 2022 წლის პროცესის გამეორება, მომხდარიყო რევოლუცია, თუმცა ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი