უკან
მსოფლიო
13 ივლისი, 2017 15:45
რადას შენობა ბლოკირებულია
ნაციონალური პარტიის აქტივისტებმა უკრაინის რადას ყველა შესასვლელ- გასასვლელი გადაკეტეს.
ასევე, ბლოკირებულია საპარლამენტო კომიტეტების კორპუსიც. გადაკეტილია რადასთან მისასვლელი ყველა საავტომობილო გზაც.
პოლიცია აქციის მონაწილეებისგან ტერიტორიის გათავისუფლებას ცდილობს.
აქციის მონაწილეები დეპუტატებს კორუფციაში ადანაშაულებენ. ისინი მოითხოვენ პარლამენტის წევრებისთვის სადეპუტატო იმუნტიტეტისა და ხელშეუხებლობის მოხსნას და ასევე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას.
ნინო ექვთიმიშვილი