უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

3 ივლისი, 2018 12:30
font-size

რამდენჯერაც აქცია დავგეგმე, იმდენჯერ ხან პოლიტიკურ ჭრილში გაატარეს, ხან ისე გაატარეს, აღარ მინდა, ჩემ გამო ხალხმა შეურაცხყოფილად იგრძნოს თავი -ზაზა სარალიძე

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის თქმით, აქციებს აღარ გამართავს, რადგან არ სურს, მოსახლეობამ „შეურაცხყოფილად იგრძნოს თავი“. მან განმარტა, რომ რამდენჯერაც მან აქცია დაგეგმა, იმდენჯერ გაატარეს პოლიტიკურ ჭრილში ან „ისე გაატარეს“.

სარალიძემ განაცხადა, რომ დღეს, 19:00 საათისთვის შსს-სთან დაგეგმილი აქცია მისი ორგანიზებული არაა და ამის შესახებ არაფერი არ იცის.

„აქცია მე არ დამიგეგმავს გამომდინარე იქიდან, რომ ხალხს აღარ ვაწუხებ. აქციას დაგეგმავდა ის, ვისაც სურს სამართლიანობის აღდგენა. მე რამდენჯერაც აქცია დავგეგმე, იმდენჯერ ხან პოლიტიკურ ჭრილში გაატარეს, ხან ისე გაატარეს. აღარ მინდა ჩემ გამო ხალხმა შეურაცხყოფილად იგრძნოს თავი. პარტიებთანაც არასდროს მითანამშრომლია. არასდროს მითქვამს პარტიებისთვის, გვერდით დამიდექით-მეთქი. ერთადერთხელ მოვუწოდე და ვითათბირეთ თემაზე, მაგრამ მაინც გვერდზე გავწიე, იქიდან გამომდინარე, რომ ამ საქმეში კონკრეტული პარტიების ჩარევა საჭიროდ არ ჩავთვალე. რაც შეეხება ხალხს, თუ ვინმეს სურს სამართლიანობის აღსადგენად ბრძოლა, გზას არავის არ ვუკეტავ“, - განაცხადა სარალიძემ, რომელიც მეორე დღეა შსს-ის ეზოში იმყოფება.

სარალიძემ დაამატა, რომ შს მინისტრთან შეხვედრას არ ითხოვს.

„გიორგი გახარიასთან შეხვედრას არ ვითხოვ. გახარიას, თუ თვითონ უნდა შეხვედრა, ეს არ ვიცი, მაგრამ შევხვდები მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ბრძანება ეკავება ხელში კალანდიას დაკავების შესახებ. ამ თემასთან დაკავშირებით არავინ ჩამოსულა სამინისტროდან ჩემთან", - აღნიშნა სარალიძემ.

სარალიძემ განაცხადა, რომ დიაბეტი აწუხებს, თუმცა ამ დროისთვის თავს ნორმალურად გრძნობს.

„რაც შეეხება შიმშილობას, მე არც მითქვამს, რომ შიმშილობას ვიწყებ-მეთქი. აქ ისეთი პირობები ნამდვილად არ მაქვს, რომ საჭმელ-სასმელი თავზე მეყაროს...

დიაბეტი მაქვს, თუმცა ახლა ჩვეულებრივად ვგრძნობ თავს“, - განაცხადა სარალიძემ.

ცნობისთვის, ზაზა სარალიძემ ღამე შსს-ის ეზოში გაათენა. მან განაცხადა, რომ არ დატოვებს შსს-ს იქამდე, სანამ მისი შვილის მკვლელებს, „მათ შორის მიხეილ კალანდიას“, არ დააკავებენ.

სოციალურ ქსელში დღეს, 19:00 საათზე, შსს-სთან ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქცია დააანონსეს.

ირაკლი კირცხალია „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლებს: ენა როგორ გიბრუნდებათ, როდესაც დასახიჩრებულ ადამიანებზე საუბრობთ, ვნახეთ, რა მოხდა 20 ივნისს გახარიას ბრძანებით

17 თებერვალი, 2026 , 15:01

ენა როგორ გიბრუნდებათ, როდესაც დასახიჩრებულ ადამიანებზე საუბრობთ. ვნახეთ, რა მოხდა 20 ივნისის დროს გახარიას ბრძანებით, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდო

4 ოქტომბერს განვითარებულმა მოვლენებმა, სააშკარაოზე გამოიტანა რადიკალური ჯგუფების რეალური ჩანაფიქრი და მიზნები, ძალადობრივი გზით ხელში ჩაეგდოთ სახელმწიფო ინსტიტუტები და მოეხდინათ სახელმწიფო გადატრიალება - მიხეილ ყაველაშვილი

17 თებერვალი, 2026 , 13:42

საერთაშორისო ასპარეზზე არსებული გამოწვევებისა და ქვეყნის გარედან მომავალი ზეწოლის ფონზე, რასაკვირველია, 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს გამორჩეული მნიშვნელობა ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ არჩევნები უმაღ

დღეს უფრო თვალსაჩინოა, რომ შანტაჟი, რომელიც მომდინარეობს გარე ძალებისგან მათ მიერ მართული შიდა აქტორების გამოყენებით, ემსახურება საქართველოსა და რეგიონში პროცესების ესკალაციას - მიხეილ ყაველაშვილი

17 თებერვალი, 2026 , 13:26

დღეს მთელი საერთაშორისო საზოგადოება ხედავს, რომ 2025 წელი მსოფლიოსთვის წყალგამყოფი გახდა. უკვე აშკარად იკვეთება, რომ საერთაშორისო წესრიგი ფუნდამენტურად იცვლება და ქვეყნები საკუთარი ეროვნული ინტერესების გასატარებლად და სტ

ყველა, ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი, პასუხს აგებს კანონის წინაშე - კახა კალაძე

17 თებერვალი, 2026 , 11:34

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ყველა დამნაშავეს მოუწევს, პასუხი აგოს კანონის წინაშე. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას მიერ სასამართლო სხდომაზე ქვეყნის ხელისუფლე

რეჟიმი გადადის პოლიტიკური დევნის ლეგალიზებულ ფაზაში - ლაშა ფარულავა

16 თებერვალი, 2026 , 17:30

სისტემური არაღიარებისთვის 3 წლიანი პატიმრობის დაწესება პირდაპირი მზადებაა მორიგი არჩევნების საკუთარი წესებით ჩატარებისა და შედეგების წინასწარ დაზღვევისთვის, - ამის შესახებ წერს სოციალურ ქსელში “ნაციონალური მოძრაობი

დისკრიმინაციული ვერ იქნება სისხლის სამართლის ნორმა და ის ერთმანეთისგან ვერ განასხვავებს პოლიტიკოსს და არაპოლიტიკოსს - ირაკლი კობახიძე

16 თებერვალი, 2026 , 16:23

სისხლის სამართლებრივი ნორმები არ განარჩევს პოლიტიკოსებს და არაპოლიტიკოსებს, აქ საუბარია საქართველოს მოქალაქეებზე, რომლებიც შესაბამის ქმედებას ჩადიან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კონ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი