უახლესი ამბები
- 26.04.2024 18:36ჩვენი გზა უნდა მიდიოდეს ევროპაში ორივესი ერთად, მაგრამ რუსეთისკენ მიდიხართ, რუსეთში მიგვათრევთ - ლილე ლიპარტელიანი `ოცნებას`
- 26.04.2024 18:19ლექტორის მკვლელობის ფაქტზე სასამართლომ ორ პირს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
- 26.04.2024 18:1015 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია
- 26.04.2024 17:3328 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა - ლევან ხაბეიშვილი
- 26.04.2024 15:32მინდა ვთხოვო და მოვუწოდო ყველა მასწავლებელს - უთხრან არა საქართველოს რუსიფიკაციას და ევროკავშირისგან დაშორებას - ნანა ტოხვაძე
- 26.04.2024 15:1930 წელი მივდიოდით ერთი მიმართულებით და ახლა აღმოჩნდა, რომ უნდა წავიდეთ სხვა მხარეს, რაც, ჩემი აზრით, არ წაადგება ჩვენი ქვეყნის პერსპექტივებს - თედო ჯაფარიძე
- 26.04.2024 14:12თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი
არქივი
კომენტარი
რატომ ლაგდება ისე, რომ მხოლოდ მამალაძე იყო სააკაშვილის მომხრე და სხვები დისიდენტები იყვნენ - გია ხუხაშვილი
ექსპერტ გია ხუხაშვილს მიაჩნია, რომ მამა გიორგი მამალძის საქმის ირგვლივ ქვეყანა ორ ბანაკად დაიყო.
ამასთან, როგორც ხუხაშვილმა აღნიშნა, მამალაძის ბედი კი აღარავის აინტერესებს.
„მამალაძის ირგვლივ ორ პოლიტიკურ ბანაკად დაიყო მთელი ქვეყანა. და ამ ადამიანის ბედი აღარავის არ აინტერესებს. მამალაძე ვიღას ახსოვს. ეხლა იმაზე ფიქრობენ, პოლიტიკურად ერთმანეთს როგორ მოუგონ. რატომ გახდა საერთოდ მამალაძე ნაციონალური მოძრაობის მხარე, მე ეს კითხვა მაქვს. თუ ჩვენ იმის ჩამოთვლას დავიწყებთ, რომ მიშა საკაშვილისგან საპატრიარქოს რა საჩუქრები აქვს მიღებული, შეიძლება ძალიან შორს წავიდეთ. ნუ გამოიყვანენ ისე, რომ მამალაძე იყო სააკაშვილის მომხრე და ყველა დანარჩენი, იმ პერიოდში, ყველა დისიდენტი იყო. ესე ხომ არ იყო. რატომ ლაგდება ასე ეს ყველაფერი?ამ ქვეყანაში ეს არის მთავარი ტრაგედია. რა შუაშია აქ პოლიტიკა. ეს არის სამართლებრივი პროცესი, რომელიც სამწუხაროდ, პოლტიკურად ისე იფუთება, რომ გამოსავალი აღარ ჩანს“,-აღნიშნა ხუხასვილმა.
მონიკა დავლიანიძე