არქივი
პოლიტიკა
რატომ უნდა იყოს ომბუდსმენი არჩეული მხოლოდ ერთი ვადით - სახალხო დამცველი
სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის განცხადებით, ის არ ეთანხმება ინიციატივას, რომლის მიხედვით ომბუდსმენი მხოლოდ ერთი ვადით აირჩევა.
„მე ვერ მოვისმინე არგუმენტი, თუ რატომ უნდა დაწესდეს შეზღუდვები მხოლოდ სახალხო დამცველის არჩევასთან დაკავშირებით, მაშინ, როცა სხვა არჩევით თანამდებობებზე მსგავსი შეზღუდვები არ არსებობს“, - განუცხადა ნანუაშვილმა ჟურნალისტებს.
მან ასევე განიხილა საკონსტიტუციო კომისიის მუშაობა. ნანუაშვილის აზრით, ზოგიერთ საკითხის განხილვა უნდა გაგრძელდეს.
„ჩვენ ასევე ვსაუბრობით საკონსტიტუციო კომისიაზე, რომ მოხდარიყო იმ საკითხების განხილვა და რეალურად გადაწყვეტილება უნდა მიღებულიყო იმ შემთხვეაში, თუკი კონსესუსი იქნებოდა. სამწუხაროდ, კონსესუსი ამ საკითხზე არ ყოფილა მიღებული, შესაბამისად მე ველოდები, რომ ამ საკითხის განხილვა კვლავ მოხდება კომისიაზე“, - განაცხადა ომბუდსმენმა.
ანა მებურიშვილი