უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

16 ნოემბერი, 2016 15:10
font-size

რაც კი პოლიტიკაში ტიპაჟი არსებობს, ყველანაირ ტიპაჟს აერთიანებს „ქართული ოცნება“ - დავით ზურაბიშვილი

რაც კი პოლიტიკაში ტიპაჟი არსებობს, ყველანაირ ტიპაჟს აერთიანებს „ქართული ოცნება“, – განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე რესპუბლიკური პარტიის წევრმა, დავით ზურაბიშვილმა და აღნიშნულით “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში საკონსტიტუციო უმრავლესობით მოსვლას გამოეხმაურა.

მისი თქმით, საკონსტიტუციო უმრავლესობის საფრთხეები ყოველთვის არსებობს.

“იმის საფრთხე, რომ კონსტიტუცია იქნება რაღაც გარკვეული მიზნებისთვის გამოყენებული, რა თქმა უნდა არსებობს. თუმცა, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ორჯერ იყო ისეთი სიტუაცია, როდესაც ხელისუფლებას არ ჰქონდა საკონსტიტუციო უმრავლესობა, 1992-1995 წლებში და 2012-2016 წლებში. ძალიან მწარე გამოცდილება გვაქვს. ჩვენ ვართ გინესის წიგნში შესატანი ქვეყანა, ამდენი ცვლილება კონსტიტუციაში არსად არ შესულა ბოლო 10-15 წლის მანძილზე, სააკაშვილის დროს თითქმის კვირაში ერთხელ იცვლებოდა კონსტიტუცია”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

მისი შეფასებით, „ქართული ოცნება“ „მოქალაქეთა კავშირს“ ჰგავს.

„ქართული ოცნების“ გუნდი ძალიან ჭრელია. გარკვეულ ნაწილს პატივს ვცემ და არც მათ კვალიფიკაციაში მეპარება ეჭვი, მაგრამ არის ხალხი, რომლებიც საერთოდ რას აკეთებენ იქ, ვერ ვხვდები. რაც კი პოლიტიკაში ტიპაჟი არსებობს, ყველანაირ ტიპაჟს აერთიაენებს „ქართული ოცნება“. ეს არის ძალაუფლების ვერტიკალი, ნაკრები რომელიც ძალაუფლების გარშემო არიან შემოგროვილი. ამათ რეალურად ერთი ადამიანი აერთიანებს, ფორმალურად „ქართული ოცნება“ კვირიკაშვილია, მაგრამ თვითონ შემადგენლობაშიც არის ასე ვთქვათ „კვირიკაშვილის გუნდი“, „კალაძის ხალხი“, ბიძინა ივანიშვილის რეკომენდაციით მისული ხალხი და ა.შ. „ქართული ოცნება“ უფრო „მოქალაქეთა კავშირს“ ჰგავს. ეს რაღაც ძალაუფლებრივი გაერთიანებაა, ეს პარტია არ არის”, – განაცხადა დავით ზურაბიშვილმა.

ნინო ექვთიმიშვილი

ჩვენი გზა უნდა მიდიოდეს ევროპაში ორივესი ერთად, მაგრამ რუსეთისკენ მიდიხართ, რუსეთში მიგვათრევთ - ლილე ლიპარტელიანი `ოცნებას`

26 აპრილი, 2024 , 18:36

ხმაური თბილისის საკრებულოში - თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ლილე ლიპარტელიანმა საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას "ოცნებას" პირდაპირ უთხრა, რომ რუსეთისკენ მიექანე

28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა - ლევან ხაბეიშვილი

26 აპრილი, 2024 , 17:33

პულტები უნდა გადავდოთ, ტელევიზორები უნდა გამოვრთოთ და უნდა გვესმოდეს, რომ 28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა იმისთვის, რომ საკუთარი აზრი დააფიქსიროს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის&

მინდა ვთხოვო და მოვუწოდო ყველა მასწავლებელს - უთხრან არა საქართველოს რუსიფიკაციას და ევროკავშირისგან დაშორებას - ნანა ტოხვაძე

26 აპრილი, 2024 , 15:32

რთულია რეჟიმთან ბრძოლა, ტოტალურ კონტროლსა და წნეხში სიმართლის დაცვა, მაგრამ მერწმუნეთ, თავისუფლების დაკარგვა უფრო რთული იქნება, - ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” განათლების მიმართულების ხელმძღვანელ

30 წელი მივდიოდით ერთი მიმართულებით და ახლა აღმოჩნდა, რომ უნდა წავიდეთ სხვა მხარეს, რაც, ჩემი აზრით, არ წაადგება ჩვენი ქვეყნის პერსპექტივებს - თედო ჯაფარიძე

26 აპრილი, 2024 , 15:19

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა და ქართული ოცნების სიით, პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ თედო ჯაფარიძემ ნეტგაზეთთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მაშინ როცა ქვეყა

პოლიტიკური პარტიები საერთო სიაზე უნდა შეთანხმდნენ, რომელიც შეიქმნება ნეიტრალურ პრინციპებზე, შემთხვევით შერჩეული ნომრით - მიხეილ სააკაშვილი

26 აპრილი, 2024 , 15:07

ხელისუფლება უნდა გადაიბაროს ამ ახალმა თაობამ, რომელიც ჩემი შეფასებით, სრულად მზად არის ამისთვის, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. „ახლა მთავარია ერთობა. რას ნ

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის 2022 წლის პროცესის გამეორება, მომხდარიყო რევოლუცია, თუმცა ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 14:49

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის 2022 წლის პროცესის გამეორება, მომხდარიყო რევოლუცია, თუმცა ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი