პოლიტიკა
რაც მეტ სიმართლის მთქმელ ადამიანს გაუშვებს გუნდიდან, მეტად დაიმძიმებს სიტუაციას - დავით ჭიჭინაძე
ფრაქცია „პატრიოტების“ წევრმა, დავით ჭიჭინაძემ „ქართულ ოცნებაში“ არსებულ დაპირისპირებაზე საუბრისას განაცხადა, რომ თუკი ბიძინა ივანიშვილი გუნდიდან „სიმართლის მთქმელ“ ადამიანებს გაუშვებს, მით უფრო დამძიმდება მისი სიტუაცია.
ჭიჭინაძემ ასევე არ გამორიცხა, რომ იმ შემთხვევაში, თუკი მმართველი გუნდი მხარს დაუჭერს მოსამართლეთა 10-კაციან სიას, ქვეყანაში საპროტეტსო აქციები დაიწყოს.
„ეკა ბესელიას არ დაუწყია ეს დაპირისპირება და გავახსენებთ ახლა. როცა რაღაცას ვიხსენებთ, უნდა გავიხსენოთ ყველაფერი. ჩემი დაპირისპირებაც ზუსტად იმასთან დაკავშირებით იყო, რომ ეს გუნდი თავის დროზე დაუპირისპირდა ჯერ ბესელიას, შემდეგ კვირიკაშვილს. ამიტომ ამ ადამიანებისგან თუ შეიძლება დაპირისპირება, ე.ი. ბიძინა ივანიშვილისგან ყოფილა შიგნით გუნდში დაპირისპირების წახალისება.
რაც მეტ სიმართლის მთქმელ ადამიანს გაუშვებს გუნდიდან, მეტად დაიმძიმებს სიტუაციას, იმიტომ რომ არჩევნების მეორე ტურის წინ მაგ ადამიანს არ უთქვამს, რომ კობახიძე მეყოლება ფლაგმანად, მურუსიძე და ჩინჩალაძეო... დაპირებებს ზოგადად უნდა გაანალიზება. ხალხმა რისი გულისთვის დაუჭირა მხარი, ამ გადაწყვეტილების გულისთვის ნამდვილად არ დაუჭირა. რომ შემოვა და თუ არ იქნება გასწორებული ეს სია, ალბათ, იქნება ძალიან სერიოზული საპროტესტო ტალღა ამასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ჭიჭინაძემ.
საკვანძო სიტყვები:
ჩორჩანასთან დაკავშირებით გიორგი გახარიასთან ერთნაირი პრეტენზიები აქვთ მხოლოდ „ოცნების“ რეჟიმს და ცხინვალის რუსულ საოკუპაციო რეჟიმს - ბერდია სიჭინავა
20 ნოემბერი, 2025 , 16:07
შეუპოვარი ბრძოლის გზაზე უკან არ დავიხევთ, ვერც გიორგი ვაშაძის და პაატა მანჯგალაძის მიმართ დაწყებულმა პოლიტიკურმა დევნამ გაგვტეხა - „სტრატეგია აღმაშენებელი“
20 ნოემბერი, 2025 , 15:26
მზაობა თუ აქვთ, გვერდში რეალურად დაგვიდგნენ და პრობლემები მოვაგვაროთ, მიღებულ კანონებს გავაუქმებთ, მაგრამ ვხედავთ, თავად არიან პრობლემების წყაროს შემქმნელები - ლევან მახაშვილი
20 ნოემბერი, 2025 , 13:06
დეკლარაციების შესწავლას განახორციელებს დამოუკიდებელი კონსტიტუციური ორგანო სახელმწიფო აუდიტის სამსახური, რომელიც არის ძლიერი ინსტიტუტი - ირაკლი კობახიძე
20 ნოემბერი, 2025 , 11:50
დიასპორასთან დაკავშირებით საარჩევნო რეგულაციებზე არგუმენტები არის ძალიან მყარი, არ შეიძლება, ამომრჩეველმა უცხო იურისდიქციის გავლენის ქვეშ მიიღოს საარჩევნო გადაწყვეტილება - ირაკლი კობახიძე
20 ნოემბერი, 2025 , 10:41
რიგგარეშე არჩევნები თეორიულად რომ გამოცხადდეს, აწყობს ხელისუფლებას და არა ოპოზიციას, ანუ კიდევ ერთხელ თავს მოიჭრის ამ შემთხვევაში ოპოზიცია - ირაკლი კობახიძე
20 ნოემბერი, 2025 , 09:22

