უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

13 მარტი, 2017 14:00
font-size

რაც მოხდა ბათუმში, ეს იყო პროვოკაცია - გრიგოლ ლილუაშვილი

“გარკვეულ ძალას უნდოდა ბათუმში პროვოკაციის მოწყობა, ეს იყო მართული პროცესი”,- ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, გრიგოლ ლილუაშვილმა ბათუმის მოვლენების შეფასებისას განცხადა.

ლილუაშვილი თვლის, რომ ბათუმში წამოწყებული ინციდენტი გარკვეულმა ძალამ პოლიტიკური პროვოკაციისთვის გამოიყენა. ლილუაშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლებას 8 საათის განმავლობაში არ უნდა მიეცა საშუალება, უკონტროლო ყოფილიყო ქალაქი.

„რაც მოხდა ბათუმში, ეს იყო პროვოკაცია. მე ჯერ თავს შევიკავებ კონკრეტიკისგან, თუ ვინ იდგა ამის უკან, აქ იგრძნობოდა პოლიტიკური სარჩული. მე ვუყურებდი „რუსთავი-2“-ს და იქ გამოსულ ადამიანთა უმეტესი ნაწილი სოლიდარობის გრძნობით იყო განმსჭვალული მომიტინგეთა მიმართ, მაშინაც კი, როცა ქვებს უშენდნენ მოსახლეობას და ძალოვნებს. ეს ყველაფერი გამოძიების შემდეგ გახდება ცნობილი“, – განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.

ლილუაშვილი თვლის, რომ ის განცხადებები, რომლებიც დემონსტრანტების მხრიდან ისმოდა, მიზნად ისახავდა კუთხურ ნიადაგზე კონფლიქტის გაღვივებას, იგი სამწუხაროს უწოდებს ფაქტს, როცა საქართველოს წინააღმდეგ წამოძახებულ რეპლიკებს აქციის მონაწილეები აჟიოტაჟით და ტაშით ხვდებოდნენ.

„საქართველოს საწინააღმდეგოდ რომ იქცევიან ახალგაზრდა ვაჟკაცი ადამიანები, ეს სამწუხაროა. მე არ გამოვრიცხავ, რომ პროცესები დაგეგმილი იყო გარედან. საქართველოს არასდროს ჰქონია იმის ფუფუნება, რომ განიცდიდეს მტრების ნაკლებობას. გეოპოლიტიკური მიზნები შეიძლება გააჩნდეს აქ ნებისმიერ მეზობელს, აჭარა ყოველთვის იყო საჯილდაო ქვა თურქეთსა და რუსეთს შორის და არაა გამორიცხული, ეს აქედანაც მოდიოდეს, მაგრამ სამწუხარო ისაა, როცა ამ პროცესს ხელს უწყობენ ჩვენი თანამემამულეები“, – განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.

საკვანძო სიტყვები:

სანქციები ივანიშვილს, უვიზო რეჟიმის კრიტერიუმების შემოწმება და რუსული კანონის მიღების შემთხვევაში უარი მოლაპარაკებებზე - ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია მიიღო

25 აპრილი, 2024 , 17:33

დღეს, 2024 წლის 25 აპრილს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია საქართველოში „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტთან“ დაკავშირებით. რეზოლუცია შეიცავს შესწორებებს, რომლებიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდ

საქართველოს აუქმებს ივანიშვილი - ლევან ხაბეიშვილი

25 აპრილი, 2024 , 17:07

ევროპარლამენტის რეზოლუციის მიხედვით, „რუსული კანონის“ მიღების შემთხვევაში გადაიხედება ვიზალიბერალიზაცია, ევროკავშირი შეწყვეტს საქართველოსთან მოლაპარაკებებს, ივანიშვილი ხდის იძულებულს ჩვენს პარტნიორებს უმ

ეს რეზოლუცია არის წარმავალი ევროპარლამენტის წევრების ბოლო ბწკენა საქართველოს, ქართველი ხალხის მიმართ - შალვა პაპუაშვილი

25 აპრილი, 2024 , 16:10

ერთი წლის წინაც იყო რეზოლუცია და ზუსტად იგივე ჩანაწერი იყო ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, ეს ის ხალხია, ვინც ამ რეზოლუციის პროექტში აფხაზეთი ცალკე სახელმწიფოდ გამოყო, რა სანქციებზეა საუბარი, როცა

ბოლო ბრალდებების კონტექსტის გათვალისწინებით, ევროპარლამენტის წევრები არ კოორდინირებენ თავიანთი წარმოშობის ქვეყნებთან და არ წარმოადგენენ მათ პოზიციებს - ლიეტუვის საელჩო

25 აპრილი, 2024 , 14:27

ბოლო ბრალდებების კონტექსტის გათვალისწინებით, რომელიც შეეხებოდა ევროპარლამენტის ლიეტუველი წევრის განცხადებებს, გვსურს, აღვნიშნოთ, რომ ევროპარლამენტის წევრები არ კოორდინირებენ თავიანთი წარმოშობის ქვეყნებთან და არ წარმოადგე

არავინ ეწევა ისეთ დისკრედიტაციას ევროპული მომავლის და ევროკავშირის, როგორც ეს კონკრეტული ევროპარლამენტარები - კახა კალაძე

25 აპრილი, 2024 , 14:18

„არავინ ეწევა ისეთ დისკრედიტაციას ევროპული მომავლის და ევროკავშირის, როგორც ეს კონკრეტული ევროპარლამენტარები“, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე გამჭვირვალობის კანონპროექტთან დაკავშირებით, ევროპარლა

ჩვენმა ისტორიამ გვასწავლა, რომ ქვეყნის ნებისმიერი ოკუპაცია დროებითია, თუ დამპყრობელი ხალხის იდენტობის მოშლას ვერ ახერხებს - ირაკლი კობახიძე

25 აპრილი, 2024 , 13:58

საქართველომ სარწმუნოებისთვის გადახდილ ყველა ბრძოლაში გაიმარჯვა, ქრისტიანობის დაცვა და შენარჩუნება შეძლო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ უნგრეთში, „კონსერვატიული

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი