უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

28 თებერვალი, 2017 18:42
font-size

რეფორმის ერთადერთი მიზანია რომ დახმარება იმ დევნილებზე იყოს ორიენტირებული,ვისაც ყველაზე მეტად უჭირთ - სოზარ სუბარი

დევნილთა და განსახლების მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, დიდი ხანია რაც დევნილთა დახმარების რეფორმა დღის წესრიგში დგას.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, „ამ რეფორმას აქვს ერთადერთი მიზანი, რომ დევნილთა დახმარებები იყოს უფრო მიზანმიმართული და ორიენტირებული იმ ადამიანებზე,ვისაც რეალურად უჭირთ და ვისაც ყველაზე მეტად სჭირდებათ დახმარება და ამას არანაირი კავშირი არ აქვს დევნილის სტატუსთან.

„ჩვენს ოპონენტებს მინდა შევახსენო, რომ ეს პროექტი მათაც ქონდათ გეგმაში 2008 წელს და 2016 წლის საარჩევნო პროგრამაში. რეფორმაზე ჩვენ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად დიდი ხანია ვმუშაობთ. ამ ეტაპზე, მიგვაჩნია, რომ საბოლოო ფორმაზე ჩამოვყალიბდით, თუმცა ეს არის ჩვენი ხედვა და ეს არ ნიშნავს, რომ საბოლოოდ რეფორმა ასეთი ფორმით იქნება მიღებული“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

ამ ეტაპზე რეფორმის მოდელი დევნილთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, სახალხო დამცველის აპარატსა და აფხაზეთის მთავრობას გადაეცათ. მას შემდეგ, რაც მხარეები საბოლოო მოდელზე შეთანხმდებიან, პროექტი მთავრობასა და პარლამენტში გაიგზავნება.

„დღეს, დევნილებზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან 250 მილიონი ლარი იხარჯება. ჩვენ გვინდა, რომ ეს თანხა უფრო მეტად იყოს ორიენტირებული დევნილთა საჭიროებებზე. ყველა ის დევნილი, რომელსაც მიღებული არ აქვს ბინა და აქვს 100 ათას ქულაზე ნაკლები სოციალურ დახმარებასთან ერთად 45 ლარს მიიღებს, როგორც უბინაობის დახმარებას და არა როგორც სტატუსთან დაკავშირებულ დახმარებას. დევნილის სტატუსთან სოციალურ დახმარებას არ აქვს კავშირი, სტატუსი უნარჩუნდება ყველას. ხოლო, ყველა ის დევნილი, რომელმაც ბინა მიიღო, სოციალური დახმარების პაკეტით ისარგებლებს. სამაგიეროდ, ეს მოგვცემს შანსს, რომ დახმარება გაეზარდოთ სოციალურად დაუცველ დევნილებს და მინიმუმ გაორმაგდეს დევნილების ბინებით უზრუნველყოფის საკითხი. ეს არის 4 წლის განმავლობაში, მინიმუმ, დამატებით 10 ათასი საცხოვრებელი ბინა“, - განაცხადა დევნილთა და განსახლების მინისტრმა.

სოზარ სუბარის თქმით, მსოფლიო ბანკმა ჩაატარა კვლევა, რომლის ფარგლებშიც გამოკითხული დევნილების აბსოლუტურმა უმრავლესობამ ამ რეფორმას მხარი დაუჭირა.

საკვანძო სიტყვები:

15 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია

26 აპრილი, 2024 , 18:10

ნიჭიერი და მიზანდასახული სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ, მიიღონ ხარისხიანი ცოდნა და გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი, საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს.  სწორედ

ევროპაში არის სერიოზული პრობლემები პროპაგანდის კუთხით, რაც სერიოზულ პრობლემებს იწვევს, მათ შორის დემოგრაფიულ პრობლემებს - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 16:13

როდესაც ევროპარლამენტი დაჟინებით მოგვიწოდებს, რომ ხელი შევუწყოთ იმ ტენდენციებს ჩვენს ქვეყანაში, რომლებიც ასე მძიმედ ევროპულ საზოგადოებებს უკვე ეტყობა, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი - ჩვენ გვინდა ჩვენი ღირებულებებით,

თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი

26 აპრილი, 2024 , 14:12

დღეიდან, ზესტაფონის შემოვლითი გზის გახსნის შემდეგ, თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი. რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ზესტაფონის

საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა - საქსტატი

26 აპრილი, 2024 , 12:59

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694.6 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტი

The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში

26 აპრილი, 2024 , 12:54

საერთაშორისო გამოცემა The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების (Digital CX) მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში.  „ეგრევე“ - მომენტალური გადარიცხვა, თამაში, სა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებს აფართოებს

26 აპრილი, 2024 , 11:41

საქართველოს ბანკი ბიზნესების განვითარებას და გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებსაფართოებს. პროექტის ჯამური ღირებულება 1

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი