უახლესი ამბები
- 26.04.2024 18:36ჩვენი გზა უნდა მიდიოდეს ევროპაში ორივესი ერთად, მაგრამ რუსეთისკენ მიდიხართ, რუსეთში მიგვათრევთ - ლილე ლიპარტელიანი `ოცნებას`
- 26.04.2024 18:19ლექტორის მკვლელობის ფაქტზე სასამართლომ ორ პირს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
- 26.04.2024 18:1015 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია
- 26.04.2024 17:3328 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა - ლევან ხაბეიშვილი
არქივი
საზოგადოება
რეფორმის შედეგად საზოგადოებრივი მაუწყებელი შენობას შეიცვლის - ია ანთაძე
საზოგადოებრივმა მაუწყებელმა შესაძლოა შენობა შეიცვალოს.
როგორც მედიასთან საუბარში, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტოირის კონსულტანტმა ია ანთაძემ განმარტა, ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ გატარდა ის რეფორმა, რომელიც გუშინ ვასილ მაღლაფერიძემ წარადგინა.
ამასთან, ია ანთაძე აღნიშნავს, რომ მაუწყებელი მისამართს არ შეიცვლის, ის ამჟამინდელი შენობის უკან მდებარე შენობაში განთავსდება.
„შენობის უკან არსებობს მეორე შენობა, ე.წ. მესამე კორპუსი, რომელიც ჩვენ შევამოწმებინეთ სპეციალისტებს და ის აღმოჩნდა აბსოლუტურად ჯანსაღი. მას აქვს საქართველოში უნიკალური სტუდია, რომლის ბადალი საერთოდ არსად არ არსებობს ჩვენს ქვეყანაში. ამიტომ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ თუ რეფორმის გეგმა განხორციელდება, პირველი რაც მოხდება დაიწყება იმ შენობის მომზადება, რომ შენობაში გადავიდეს მთელი მაუწყებლობა“,-განაცხადა ია ანთაძემ.
მონიკა დავლიანიძე