პოლიტიკა
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა თვითმმართველობის კოდექსში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა თვითმმართველობის კოდექსში ცვლილებებს მხარი დაუჭირა.
შესაბამისი ცვლილებების თანახმად, 7 ქალაქი: თელავი, გორი, მცხეთა, ამბროლაური, ოზურგეთი, ახალციხე, ზუგდიდი, თვითმმართველი ქალაქის სტატუსს კარგავს, შედეგად კი 14 მუნიციპალიტეტი 7 ერთეულად ერთიანდება.
ცვლილებების ინიციატორი საქართველოს მთავრობაა.
კომიტეტმა ასევე მხარი დაუჭირა თვითმმართველობის კოდექსში ტერმინ გამგებელი/მერის და გამგეობა/მერიის "მერი" და "მერია"-თი ჩანაცვლებას.
ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის და გორის მუნიციპალიტეტის გაერთიანების შედეგად გორის მუნიციპალიტეტი ჩამოყალიბდება და მის რეგიონულ ცენტრად განისაზღვრება ქალაქი გორი;
ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გაერთიანების შედეგად ამბროლაურის მუნიციპალიტეტი ჩამოყალიბდება და მის რეგიონულ ცენტრად განისაზღვრება ქალაქი ამბროლაურ;
ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის და მცხეთის მუნიციპალიტეტის გაერთიანების შედეგად მცხეთის მუნიციპალიტეტი ჩამოყალიბდება და მის რეგიონულ ცენტრად განისაზღვრება ქალაქი მცხეთა;
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გაერთიანების შედეგად ოზურგეთის მუნიციპალიტეტი ჩამოყალიბდება და მის რეგიონულ ცენტრად განისაზღვრება ქალაქი ოზურგეთი;
ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის და თელავის მუნიციპალიტეტის გაერთიანების შედეგად თელავის მუნიციპალიტეტი ჩამოყალიბდება და მის რეგიონულ ცენტრად განისაზღვრება ქალაქი თელავი;
ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის და ახალციხის მუნიციპალიტეტის გაერთიანების შედეგად ახალციხის მუნიციპალიტეტი ჩამოყალიბდება და მის რეგიონულ ცენტრად განისაზღვრება ქალაქი ახალციხე;
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გაერთიანების შედეგად ზუგდიდის მუნიციპალიტეტი ჩამოყალიბდება და მის რეგიონულ ცენტრად განისაზღვრება ქალაქი ზუგდიდი.
საკითხის მომხსენებელი იყო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე კახაბერ გულედანი
გულედანის განცხადებით, მუნიციპალიტეტების გაერთიანებით ადმინისტრაციული ხარჯები დაიზოგება და შეძლებენ თავიდან აირიდონ მუნიციპალიტეტებში არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების დუბლირება.
ნინო ექვთიმიშვილი