უკან

საზოგადოება

3 მაისი, 2018 10:35
font-size

რეპრესიული ნარკოპოლიტიკის შენარჩუნების მიზნით პარლამენტში დეზინფორმაციას ავრცელებენ - ნარკოპოლიტიკის რეფორმაზე მომუშავე ჯგუფი

საქართველოს ნარკოპოლიტიკის რეფორმაზე მომუშავე ადამიანების განცხადებით, მათთვის დაუშვებელია საზოგადოების დეზინფორმირება და სხვა ქვეყნებში განხორციელებული რეფორმის დისკრედიტაცია, რაც მიზნად ისახავს საქართველოში მოქმედი რეპრესიული ნარკოპოლიტიკის გამართლებას და მისი შეცვლის აუცილებლობის ეჭვქვეშ დაყენებას.

,,2018 წლის 28 აპრილს პარლამენტში შედგა “ნარკოპოლიტიკის საკითხებზე მომუშავე” ჯგუფის შეხვედრა, სადაც მომხსენებელმა გიორგი კანდელაკმა წარადგინა პრეზენტაცია “ნარკოდეკრიმინალიზაცია - ლამაზი მითი და სავალალო რეალობა”. ამავე ავტორმა სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა საკუთარი ანალიტიკური ნაშრომი “ნარკოდეკრიმინალიზაციის შედეგების ანალიზი პორტუგალიისა და ჩეხეთის მაგალითზე”. ორივე შემთხვევაში ავტორი ეყრდნობა ევროპის ნარკოტიკების და წამალდამოკიდებულების ცენტრის (EMCDDA) მონაცემებს და ცდილობს დაამტკიცოს თუ როგორი ნეგატიური შედეგები მოიტანა ნარკოპოლიტიკის რეფორმამ პორტუგალიის 2001 წლის და ჩეხეთის 2010 წლის დეკრიმინალიზაციის შემდგომ პერიოდში. ხაზგასმით აღვნიშნავთ იმას, რომ ავტორი უხეშად ახდენს მონაცემებით მანიპულირებას და საზოგადოებას აწვდის შერჩევითად, მონაცემთა მხოლოდ იმ ფრაგმენტებს, რომლებიც მის პოზიციას/შეხედულებას ასაბუთებს. ავტორი ასევე მიმართავს მონაცემთა ცალმხრივ და ტენდენციურ ინტერპრეტაციას, დინამიკის გათვალისწინების გარეშე.

სამედიცინო და საუნივერსიტეტო სფეროს წარმომადგენლის მხრიდან ამგვარი მანიპულატორული მიდგომა მიუღებლად მიგვაჩნია.

ბრიფინგზე წარდგენილი იქნება ის მონაცემი, რომელიც გიორგი კანდელაკმა გამიზნულად არ წარმოაჩინა. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ გამოყენებული გვაქვს მხოლოდ ის წყარო და ბაზა, რომელიც თავად კანდელაკმა გამოიყენა საკუთარი ანალიზის გასაკეთებლად“, - აცხადებენ ნარკოპოლიტიკის რეფორმაზე მომუშავე ჯგუფის წევრები:
თამარ სირბილაძე - ექიმი-ნარკოლოგი
ხათუნა თოდაძე - ექიმი-ნარკოლოგი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი
გვანცა ფირალიშვილი - ექიმი-ნარკოლოგი, მედიცინის დოქტორი
ზურაბ სიხარულიძე - ექიმი-ნარკოლოგი, მედიცინის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი დავით ვადაჭკორია - ექიმი-ნარკოლოგი, მედიცინის დოქტორი
დავით ოთიაშვილი - ექიმი-ნარკოლოგი, მეცნიერებათა დოქტორი.

ნარკოპოლიტიკის რეფორმაზე მომუშავე ნარკოლოგები და ექსპერტები დღეს, 11:00 საათზე, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ საგანგებო ბრიფინგს გამართავენ.

საკვანძო სიტყვები:

15 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია

26 აპრილი, 2024 , 18:10

ნიჭიერი და მიზანდასახული სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ, მიიღონ ხარისხიანი ცოდნა და გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი, საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს.  სწორედ

ევროპაში არის სერიოზული პრობლემები პროპაგანდის კუთხით, რაც სერიოზულ პრობლემებს იწვევს, მათ შორის დემოგრაფიულ პრობლემებს - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 16:13

როდესაც ევროპარლამენტი დაჟინებით მოგვიწოდებს, რომ ხელი შევუწყოთ იმ ტენდენციებს ჩვენს ქვეყანაში, რომლებიც ასე მძიმედ ევროპულ საზოგადოებებს უკვე ეტყობა, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი - ჩვენ გვინდა ჩვენი ღირებულებებით,

თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი

26 აპრილი, 2024 , 14:12

დღეიდან, ზესტაფონის შემოვლითი გზის გახსნის შემდეგ, თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი. რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ზესტაფონის

საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა - საქსტატი

26 აპრილი, 2024 , 12:59

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694.6 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტი

The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში

26 აპრილი, 2024 , 12:54

საერთაშორისო გამოცემა The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების (Digital CX) მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში.  „ეგრევე“ - მომენტალური გადარიცხვა, თამაში, სა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებს აფართოებს

26 აპრილი, 2024 , 11:41

საქართველოს ბანკი ბიზნესების განვითარებას და გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებსაფართოებს. პროექტის ჯამური ღირებულება 1

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი