უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

24 აგვისტო, 2016 16:30
font-size

რესპუბლიკურმა პარტიამ 9 საარჩევნო ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატი ქალები წარადგინა

მეტი ქალი პოლიტიკაში, მეტი ქალი ქართულ პოლიტიკაში, მეტი რესპუბლიკელი ქალი ქართულ პოლიტიკაში - ამ ლოზუნგით, რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბერძენიშვილმა მაჟორიტარი-დეპუტატიბის კანდიდატი ქალები დაასახელა.

ზესტაფონში (52-ე ოლქი) რესპუბლიკური პარტიის მაჟორიტარი-დეპუტატობის კანდიდატი თინა ხიდაშელი იქნება. ბათუმში (- 69-ე ოლქი)ხათუნა სამნიძე, ფოთში (61-ე ოლქი) ლელა ებრალიძე, ოზურგეთში (59-ე ოლქი) ნინო გოგუაძე, ქუთაისში (48-ე ოლქი) ნატო ქათამაძე, ხაშურში (43-ე ოლქი) ირინა გელაშვილი, დუშეთი, ყაზბეგი, თიანეთში (38-ე ოლქი) ლია როინიშვილი, საბურთალოს მე-4 ოლქში თამარ ხიდაშელია წარდგენილი, ხოლო მთაწმინდის 1-ელ ოლქში რესპუბლიკელების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თამარ კორძაია იქნება.

ლევან ბერძენიშვილის თქმით, აღნიშნულ კანდიდატებს ბრძოლისუნარიანობა გამოარჩევთ.

ბერძენიშვილმა კანდიდატების წარდგენისას რესპუბლიკელების საარჩევნო სლოგანზე - ,,გავთავისუფლდეთ“ გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ სხვა ბევრ სტერეოტიპთან ერთად, უნდა გავთავისუფლდეთ შეხედულებისგან, რომ ქალის ადგილი პოლიტიკაში არ არის.

,,ერთ-ერთი სტერეოტიპი გვეუბნება, რომ პოლიტიკაში ქალის ადგილი არ არის და მისი ადგილი არის სამზარეულოში, რაც ღრმად არასწორი აზრია. მეტი ქალი პოლიტიკაში - ეს არის ლოზუნგი, რომლითც ჩვენ გამოვდივართ დღეს. მეტი ქალი პოლიტიკაში - ეს ნიშნავს მეტ სიმტკიცეს, ამავე დროს, ეს ნიშნავს მეტ სირბილეს მოპყრობაში, ეს ნიშნავს მეტ სოლიდარობას, ეს ნიშნავს მშვიდობას, ეს ნიშნავს ბავშვებისა და ახალგაზრდების უკეთეს დანახვას, ნიშნავს მრავალფეროვნებას და ბოლოსდაბოლოს, ეს ნიშნავს კონკურენციას მამაკაცებსა და ქალებს შორის, რომლის დროსაც იზრდება პოლიტიკის ხარისხი“, - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

მარი ნამგალაძე

ჩვენი გზა უნდა მიდიოდეს ევროპაში ორივესი ერთად, მაგრამ რუსეთისკენ მიდიხართ, რუსეთში მიგვათრევთ - ლილე ლიპარტელიანი `ოცნებას`

26 აპრილი, 2024 , 18:36

ხმაური თბილისის საკრებულოში - თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ლილე ლიპარტელიანმა საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას "ოცნებას" პირდაპირ უთხრა, რომ რუსეთისკენ მიექანე

28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა - ლევან ხაბეიშვილი

26 აპრილი, 2024 , 17:33

პულტები უნდა გადავდოთ, ტელევიზორები უნდა გამოვრთოთ და უნდა გვესმოდეს, რომ 28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა იმისთვის, რომ საკუთარი აზრი დააფიქსიროს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის&

მინდა ვთხოვო და მოვუწოდო ყველა მასწავლებელს - უთხრან არა საქართველოს რუსიფიკაციას და ევროკავშირისგან დაშორებას - ნანა ტოხვაძე

26 აპრილი, 2024 , 15:32

რთულია რეჟიმთან ბრძოლა, ტოტალურ კონტროლსა და წნეხში სიმართლის დაცვა, მაგრამ მერწმუნეთ, თავისუფლების დაკარგვა უფრო რთული იქნება, - ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” განათლების მიმართულების ხელმძღვანელ

30 წელი მივდიოდით ერთი მიმართულებით და ახლა აღმოჩნდა, რომ უნდა წავიდეთ სხვა მხარეს, რაც, ჩემი აზრით, არ წაადგება ჩვენი ქვეყნის პერსპექტივებს - თედო ჯაფარიძე

26 აპრილი, 2024 , 15:19

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა და ქართული ოცნების სიით, პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ თედო ჯაფარიძემ ნეტგაზეთთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მაშინ როცა ქვეყა

პოლიტიკური პარტიები საერთო სიაზე უნდა შეთანხმდნენ, რომელიც შეიქმნება ნეიტრალურ პრინციპებზე, შემთხვევით შერჩეული ნომრით - მიხეილ სააკაშვილი

26 აპრილი, 2024 , 15:07

ხელისუფლება უნდა გადაიბაროს ამ ახალმა თაობამ, რომელიც ჩემი შეფასებით, სრულად მზად არის ამისთვის, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. „ახლა მთავარია ერთობა. რას ნ

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის 2022 წლის პროცესის გამეორება, მომხდარიყო რევოლუცია, თუმცა ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 14:49

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის 2022 წლის პროცესის გამეორება, მომხდარიყო რევოლუცია, თუმცა ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი