უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

2 ივლისი, 2018 14:20
font-size

როდესაც თქვენ ამ რეკომენდაციის წინააღმდეგნი ხართ, თქვენ ხელს აფარებთ და ადვოკატირებას უწევთ შსს-სა და პროკურატურას - სერგო რატიანი „ქართული ოცნების“ წევრებს

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის წევრმა სერგო რატიანმა კომისიაში შემავალი საპარლამენტო უმრავლესობის წევრები დაადანაშაულა, რომ ისინი ხელს აფარებენ შსს-სა და პროკურატურას და ამის გამო ეწინააღმდეგებიან „ევროპული საქართველოს“ რეკომენდაციას, რომ შსს-მ დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება გ.მ.-ს დაჭრის ფაქტზე.

„დღეს, როდესაც თქვენ ამ რეკომენდაციის წინააღმდეგნი ხართ, თქვენ უბრალოდ იმას კი არ ამბობთ, რომ გამოძიება დაწყებულია, დღეს თქვენ ხელს აფარებთ და ადვოკატირებას უწევთ ფაქტობრივად შსს-სა და პროკურატურას. ძალიან არ მინდა, რომ თქვენ იყოთ ასეთ ვითარებაში, ამიტომ დაფიქრდით, როდესაც იცავთ პროკურატურისა და შსს-ს ხაზს, რას აკეთებთ“, - მიმართა რატიანმა თავის კოლეგებს საპარლამენტო უმრავლესობიდან კომისიის დღევანდელ სხდომაზე.

რატიანის განმარტებით, რეკომენდაცია იმაზე ამახვილებს ყურადღებას, რომ გამოძიება არასწორი მიმართულებით წავიდა.

„გ.მ. არის ის ადამიანი, რომელიც უშუალოდ შემხებლობაშია დავით სარალიძესთან, რომელიც იყო ფარდულში და მის ტანსაცმელზე არის დავით სარალიძის სისხლი. ხოლო ის, ვინც გ.მ. დაჭრა, ხედავს ყველაფერს. ის, რომ გამოძიება არ დაინტერესებულა და ხელი გადააფარა ამ ფაქტს, ნიშნავს იმას, რომ არასწორი მიმართულებით წავიდა. გამოძიება არ დაინტერესდა იმ ადამიანებით, რომელიც უშუალოდ უყურებს მთელ იმ ამბავს, რაც ფარდულში ხდება. შესაბამისად, რეკომენდაცია ეხება არა მხოლოდ იმას, რომ გ.მ-ს დაჭრის ფაქტზე გამოძიება დაიწყოს, არამედ ეხება იმას, რომ გამოძიება არასწორი მიმართულებით წავიდა“, -აღნიშნა რატიანმა.

ჩორჩანასთან დაკავშირებით გიორგი გახარიასთან ერთნაირი პრეტენზიები აქვთ მხოლოდ „ოცნების“ რეჟიმს და ცხინვალის რუსულ საოკუპაციო რეჟიმს - ბერდია სიჭინავა

20 ნოემბერი, 2025 , 16:07

"ჩორჩანასთან დაკავშირებით გიორგი გახარიასთან ერთნაირი პრეტენზიები აქვთ მხოლოდ „ოცნების“ რეჟიმს და ცხინვალის რუსულ საოკუპაციო რეჟიმს" - ასე ეხმაურებიან ყოფილი პრემიერის გუნდში ე.წ. სამხრეთ ოსეთის დელ

შეუპოვარი ბრძოლის გზაზე უკან არ დავიხევთ, ვერც გიორგი ვაშაძის და პაატა მანჯგალაძის მიმართ დაწყებულმა პოლიტიკურმა დევნამ გაგვტეხა - „სტრატეგია აღმაშენებელი“

20 ნოემბერი, 2025 , 15:26

ვაგრძელებთ ბრძოლას გამარჯვებამდე. გვჯერა, რომ ეს ბრძოლა მოიტანს შედეგს და დააბრუნებს ჩვენს ქვეყანას ევროინტეგრაციის გზაზე, – ამის შესახებ ნათქვამია „სტრატეგია აღმაშენებლის“ განცხადებაში. განცხადების თან

მზაობა თუ აქვთ, გვერდში რეალურად დაგვიდგნენ და პრობლემები მოვაგვაროთ, მიღებულ კანონებს გავაუქმებთ, მაგრამ ვხედავთ, თავად არიან პრობლემების წყაროს შემქმნელები - ლევან მახაშვილი

20 ნოემბერი, 2025 , 13:06

მზაობა თუ აქვთ, გვერდში რეალურად დაგვიდგნენ და ეს პრობლემები მოვაგვაროთ, ამას გავაკეებთ, მაგრამ ჯერ რასაც ვხედავთ, არათუ გვერდში გვიდგებიან, თავად არიან ამ პრობლემების წყაროს შემქმნელები. ჩვენი თვითმიზანი კანონის მიღება

დეკლარაციების შესწავლას განახორციელებს დამოუკიდებელი კონსტიტუციური ორგანო სახელმწიფო აუდიტის სამსახური, რომელიც არის ძლიერი ინსტიტუტი - ირაკლი კობახიძე

20 ნოემბერი, 2025 , 11:50

დეკლარაციების შესწავლას განახორციელებს დამოუკიდებელი კონსტიტუციური ორგანო სახელმწიფო აუდიტის სამსახური, რომელიც არის ძლიერი ინსტიტუტი და შესაბამისად, ამ კუთხით ძლიერდება პრაქტიკის ნაწილში საერთო სისტემა, - ამის შესა

დიასპორასთან დაკავშირებით საარჩევნო რეგულაციებზე არგუმენტები არის ძალიან მყარი, არ შეიძლება, ამომრჩეველმა უცხო იურისდიქციის გავლენის ქვეშ მიიღოს საარჩევნო გადაწყვეტილება - ირაკლი კობახიძე

20 ნოემბერი, 2025 , 10:41

არჩევნები დიასპორასთან მიმართებით ყოველთვის გამოიყენებოდა სპეკულაციებისთვის მახინჯი ფორმით, გახსოვთ, როგორი ფორმით წარიმართებოდა კამპანიები, დიასპორის გახლეჩასაც ცდილობდნენ, რაც ძალიან სამწუხარო იყო, - ამის შესახებ საქარ

რიგგარეშე არჩევნები თეორიულად რომ გამოცხადდეს, აწყობს ხელისუფლებას და არა ოპოზიციას, ანუ კიდევ ერთხელ თავს მოიჭრის ამ შემთხვევაში ოპოზიცია - ირაკლი კობახიძე

20 ნოემბერი, 2025 , 09:22

ჩვენ კიდევ ერთხელ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვგეგმავთ არჩევნების ჩატარებას 2028 წლის 28 ოქტომბერს, როგორც ეს არის დადგენილი საქართველოს კონსტიტუციით, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ი