უახლესი ამბები
- 30.09.2025 15:09ლევან ხაბეიშვილი ხალხს მოუწოდებს და სთხოვს, რომ პულტიდან ამოიღონ ელემენტები, ყველამ გათიშოს ტელევიზორი და ყველა გავიდეს 4 ოქტომბერს რუსთაველზე
- 30.09.2025 14:44სასამართლომ გიორგი ბაჩიაშვილი და მის დახმარებაში ბრალდებული შოთა ქარუმიძე საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე დამნაშავედ ცნო და თითოეულს 4.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
- 30.09.2025 14:17არ ვარ დამნაშავე, მე ვარ გატაცებული და გატაცებული ადამიანის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება ვერ იქნება სამართლებრივი - გიორგი ბაჩიაშვილი
- 30.09.2025 14:04პროკურატურამ ფულის გათეთრების ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა
- 30.09.2025 13:35ჭუბერში, მდინარე ენგურში მანქანა გადავარდა - დაღუპულია ცოლ-ქმარი
- 30.09.2025 13:22ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილე, რომეო მიქაუტაძე კვლავ პატიმრობაში რჩება
- 30.09.2025 13:01საქართველოს ბანკის სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებული პროექტები
- 30.09.2025 12:48ვასაჯაროვებთ გიორგი ჩიკვაიძის საკანში ვიდეომეთვალყურეობის შედეგად მოპოვებულ კადრებს - პენიტენციური სამსახური
- 30.09.2025 11:15„გირჩი - მეტი თავისუფლების“ წევრი გელა ხასაია ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით დავაკავეთ - შსს
- 30.09.2025 11:07მნიშვნელოვანია დიდმა ბრიტანეთმა გააგრძელოს და დააჩქაროს სანქციები ივანიშვილისა და მისი ელიტის წინააღმდეგ - თინა ბოკუჩავა
არქივი
პოლიტიკა


როგორ შეიძლება, აქამდე მიგვეყვანა საქმე , რომ ზვიად გამსახურდიას შვილები საშიმშილოდ დამსხდარიყვნენ საქართველოს პროკურატურის მისაღებში - როსტომ ჩხეიძე
მწერალი როსტომ ჩხეიძე გამოეხმაურა საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილების, კონსტანტინე და ცოტნე გამსახურდიების გადაწყვეტილებას პროკურატურის მისაღებში შიმშილობის დაწყებასთან დაკავშირებით.
„როგორ შეიძლება, აქამდე მიგვეყვანა საქმე - ზვიად გამსახურდიას შვილები, კონსტანტინე და ცოტნე, საშიმშილოდ დამსხდარიყვნენ საქართველოს პროკურატურის მისაღებში, ბოლოს და ბოლოს ოფიციალურად გამოიძიეთ საქართველოს პირველი პრეზიდენტის მკვლელობაო.
ოფიციალურად, თორემ ყველაფერი უკვე გარკვეულიცაა და დადასტურებულიც - მხოლოდღა პროკურატურის დასკვნა აკლია.
აქამდე მისულიყო საქმე და... სასიკეთო და სანუგეშო მაინც არა ჩანს, რა.
ეს ყოველივე ჩვენი საზოგადოების ბრალია, ჩვენი უპატიებელი დანაშაული, ხელისუფლებამ საშველი რომ არა და არ დააყენა სიმართლის ოფიციალურ გამოცხადებას.
ზვიად გამსახურდია ხომ მარტო თავისი შვილების მამა არ არის. არამედ მამა იმ ახალამოგებული სახელმწიფოსი, რომელშიაც ვცხოვრობთ და დიდი იმედებითაც მივისწრაფით, საკაცობრიო ცხოვრების უშუალო მონაწილენი რომ გავხდეთ.
ეს სახელმწიფო მან კიდეც შექმნა და თავისი სისხლითაც დაჰკირა, სისხლით, რომელიც - აშოტ კურაპალატის მკვლელობისა არ იყოს - აწცა იხილვების ვითარცა ახალი.
ამ მკვლელობის ოფიცილურ გამოცხადებას საშველი არც დაადგება, ვიდრე ეს ხელისუფლება, ეს ოდიოზური პოლიტიკური სისტემა არ გადაილეკება, მერე კი დადგება ხანა პირუთვნელი მსჯავრისა ყველასა და ყველაფრის მიმართ, და ზვიად გამსახურდიას მკვლელობის ოფიციალური ვერსიაც იქნება ისეთი და მხოლოდ ისეთი, რაც გონიერ ადამიანებს ისედაც კარგად მოეხსენებათ.
უილიამ შექსპირისა არ იყოს:
ბოროტი საქმე დღის სინათლეს ვერსად წაუვა,
თუნდ დასაფარად დედამიწა გადაეფაროს!..“, - დაწერა ჩხეიძემ ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.
ცნობისთვის, კონსტანტინე და ცოტნე გამსახურდიები ზვიად გამსახურდიას საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებასა და იმ პირთა დასჯას ითხოვენ, რომლებიც საქართველოს პირველი პრეზიდენტის დევნასა და მკვლელობაში მონაწილეობდნენ. დამნაშავეთა დასჯის მოთხოვნით პროკურატურის მისაღებში მათ შიმშილობა დაიწყეს.
საკვანძო სიტყვები:

ლევან ხაბეიშვილი ხალხს მოუწოდებს და სთხოვს, რომ პულტიდან ამოიღონ ელემენტები, ყველამ გათიშოს ტელევიზორი და ყველა გავიდეს 4 ოქტომბერს რუსთაველზე
30 სექტემბერი, 2025 , 15:09
დაპირისპირებისთვის, ძალადობისთვის და ძალმომრეობისთვის ვინც ემზადება, ისინი სახელმწიფოსგან აუცილებლად სათანადო, ადეკვატურ და პროპორციულ პასუხს მიიღებენ - დავით მათიკაშვილი
30 სექტემბერი, 2025 , 15:04
მნიშვნელოვანია დიდმა ბრიტანეთმა გააგრძელოს და დააჩქაროს სანქციები ივანიშვილისა და მისი ელიტის წინააღმდეგ - თინა ბოკუჩავა
30 სექტემბერი, 2025 , 11:07
სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჟან-ნოელ ბაროს და საფრანგეთის მინისტრს ევროპის საკითხებში, ბენჟამინ ჰადადის შეხვდა
30 სექტემბერი, 2025 , 09:44
ნუ გეშინიათ ცვლილებების - ყველაფერი მშვიდობიანად წავა, ხალხის ნებას ნებისმიერი მმართველი უნდა დაემორჩილოს - პეტრე ცისკარიშვილი
29 სექტემბერი, 2025 , 16:50

საქართველოს ქუჩებში, სადაც ბავშვები სამიზნედ ხდებიან, რადგან ისინი ევროპულ დროშებს აფრიალებენ - საფრანგეთის მინისტრი
29 სექტემბერი, 2025 , 16:34