უახლესი ამბები
- 30.09.2025 15:09ლევან ხაბეიშვილი ხალხს მოუწოდებს და სთხოვს, რომ პულტიდან ამოიღონ ელემენტები, ყველამ გათიშოს ტელევიზორი და ყველა გავიდეს 4 ოქტომბერს რუსთაველზე
- 30.09.2025 14:44სასამართლომ გიორგი ბაჩიაშვილი და მის დახმარებაში ბრალდებული შოთა ქარუმიძე საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე დამნაშავედ ცნო და თითოეულს 4.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
- 30.09.2025 14:17არ ვარ დამნაშავე, მე ვარ გატაცებული და გატაცებული ადამიანის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება ვერ იქნება სამართლებრივი - გიორგი ბაჩიაშვილი
- 30.09.2025 14:04პროკურატურამ ფულის გათეთრების ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა
- 30.09.2025 13:35ჭუბერში, მდინარე ენგურში მანქანა გადავარდა - დაღუპულია ცოლ-ქმარი
- 30.09.2025 13:22ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილე, რომეო მიქაუტაძე კვლავ პატიმრობაში რჩება
- 30.09.2025 13:01საქართველოს ბანკის სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებული პროექტები
- 30.09.2025 12:48ვასაჯაროვებთ გიორგი ჩიკვაიძის საკანში ვიდეომეთვალყურეობის შედეგად მოპოვებულ კადრებს - პენიტენციური სამსახური
- 30.09.2025 11:15„გირჩი - მეტი თავისუფლების“ წევრი გელა ხასაია ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით დავაკავეთ - შსს
- 30.09.2025 11:07მნიშვნელოვანია დიდმა ბრიტანეთმა გააგრძელოს და დააჩქაროს სანქციები ივანიშვილისა და მისი ელიტის წინააღმდეგ - თინა ბოკუჩავა
არქივი
პოლიტიკა


როგორ წარმოგიდგენიათ, ჩემს საკუთარ კაბინეტში ოთხ თითს ვაჩვენებ და ვეუბნები და ვერ ვლაპარაკობ, რომ მეშინია, არ ჩამიწერონ... თუ ამის მეშინოდა, შემეძლო, შემემოწმებინა - ბიძინა ივანიშვილი „ომეგას“ საქმეზე
„როგორ წარმოგიდგენიათ, ჩემს საკუთარ კაბინეტში ოთხ თითს ვაჩვენებ ზაზა ოქუაშვილს და ვერ ვლაპარაკობ, რომ მეშინია არ ჩამიწერონ... თუ ამის მეშინოდა, შემეძლო შემემოწმებინა, ხომ არ იწერდა“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანშვილმა სამი ტელეკომპანიის ჟურნალისტებთან შეხვედრისას, „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელ, ზაზა ოქუაშვილსა და „ომეგა ჯგუფის“ შესახებ გავრცელებულ ჩანაწერებზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, კითხვის ნიშნებს იწვევს აღნიშნული ჩანაწერების ავთენტურობა და ეს დასტურდება ინგლისსა და საქართველოში ჩატარებული ექსპერტიზის პასუხებით.
„ის, რომ ინგლისის ორმა საექსპერტო ბიურომ თქვა, რომ არ არის ავთენტური, თქვა, რომ არის დაჭრილი, დამახინჯებული და შეკერილი რამდენჯერმე, ასევე თქვა ჩვენმა საექსპერტო ბიურომაც. შესაბამისად, ამ ჩანაწერებს დიდ ანგარიშს ვერ გავუწევთ.
მე არ მაქვს თან წამოღებული ეს დასკვნა. იქ დასახელებული იყო ცნობილი საექსპერტო ბიუროები - ინგლისის, წამყვანი. ეს ჩემთვის მისაღებია. ამავდროულად, გამოქვეყნებული იყო სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა, რომ ეს ჩანაწერები არაავთენტურია,“ -განაცხადა ექს-პრემიერმა.
ივანიშვილმა ასევე ისაუბრა „ომეგა ჯგუფის“ მფლობელის, ზაზა ოქუაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც, ივანიშვილმა მას ოთხი მილიონი მოსთხოვა და ამის შესახებ ხელით ანიშნა. ივანიშვილმა ეს ბრალდება აბსურდული უწოდა და თქვა, რომ თუ ოქუაშვილი სიმართლეს ამბობს, მას შეუძლია წარმოადგინოს ჩანაწერები, რომელთა „ჩაწერაშიც ზაზა ოქუაშვილი პროფესიონალია“.
„ყველაზე საინტერესო, რაც „რუსთავი 2-ით“ ვრცელდებოდა, ალბათ, თვითონ ოქუაშვილის ინტერვიუა. ქალბატონი ეკა კვესიტაძე და მისი დირექტორი ერთად ცდილობდნენ, როგორმე რაღაც ისეთი ეთქვა იმ კაცს, ისეთი, რაც წინასწარ იცოდნენ. ჩვენ ეს ვნახეთ. ამ ინტერვიუში ის იყო მნიშვნელოვანი, რომ ის იყო ჩემთან კაბინეტში მეორედ და მე თურმე ვანიშნე ოთხი თითით. ამ აბსურდზე მინდა გავამახვილო ყურადღება.
ჩემთან მოსული კაცია, თუ ჩაწერების მეშინია, შემიძლია შევამოწმო. როგორც წესი, არ ვამოწმებ ჩანაწერებზე. ყველას შეუძლია ჩემთან შემოიტანოს აპარატურა. ის ორჯერ იყო ჩემთან მოსული. პირველად ნახა, რომ არ შემიმოწმებია და მეორედ შეეძლო თავისუფლად ამით ესარგებლა, რაშიც ის პროფესიონალია, როგორც ჩანს... ეს კაცი ყველაფერს იწერს და რატომღაც ეს ჩანაწერი დღემდე არ ჩანს და ვერ იქნება.
მე მაყურებელს მინდა ვკითხო, როგორ წარმოგიდგენიათ, ჩემს საკუთარ კაბინეტში ოთხ თითს ვაჩვენებ და ვეუბნები და ვერ ვლაპარაკობ, რომ მეშინია, არ ჩამიწერონ... თუ ამის მეშინოდა, შემეძლო, შემემოწმებინა.
მთავარი, რაც არის კითხვა, რაში უნდა გადაეხადა ამ კაცს ფული? რისთვის უნდა გადაეხადა? მთელი თვეა, თემა მუსირებს, რომ ამ კაცმა ფული გადაიხადა და რაში გადაიხადა ფული? მთავარი კითხვა, რისთვის გადაიხადა ქრთამი ოქუაშვილმა?“, - განაცხადა ივანიშვილმა.
საკვანძო სიტყვები:

ლევან ხაბეიშვილი ხალხს მოუწოდებს და სთხოვს, რომ პულტიდან ამოიღონ ელემენტები, ყველამ გათიშოს ტელევიზორი და ყველა გავიდეს 4 ოქტომბერს რუსთაველზე
30 სექტემბერი, 2025 , 15:09
დაპირისპირებისთვის, ძალადობისთვის და ძალმომრეობისთვის ვინც ემზადება, ისინი სახელმწიფოსგან აუცილებლად სათანადო, ადეკვატურ და პროპორციულ პასუხს მიიღებენ - დავით მათიკაშვილი
30 სექტემბერი, 2025 , 15:04
მნიშვნელოვანია დიდმა ბრიტანეთმა გააგრძელოს და დააჩქაროს სანქციები ივანიშვილისა და მისი ელიტის წინააღმდეგ - თინა ბოკუჩავა
30 სექტემბერი, 2025 , 11:07
სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჟან-ნოელ ბაროს და საფრანგეთის მინისტრს ევროპის საკითხებში, ბენჟამინ ჰადადის შეხვდა
30 სექტემბერი, 2025 , 09:44
ნუ გეშინიათ ცვლილებების - ყველაფერი მშვიდობიანად წავა, ხალხის ნებას ნებისმიერი მმართველი უნდა დაემორჩილოს - პეტრე ცისკარიშვილი
29 სექტემბერი, 2025 , 16:50

საქართველოს ქუჩებში, სადაც ბავშვები სამიზნედ ხდებიან, რადგან ისინი ევროპულ დროშებს აფრიალებენ - საფრანგეთის მინისტრი
29 სექტემბერი, 2025 , 16:34