უახლესი ამბები
- 30.09.2025 13:35ჭუბერში, მდინარე ენგურში მანქანა გადავარდა - დაღუპულია ცოლ-ქმარი
- 30.09.2025 13:22ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილე, რომეო მიქაუტაძე კვლავ პატიმრობაში რჩება
- 30.09.2025 13:01საქართველოს ბანკის სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებული პროექტები
- 30.09.2025 12:48ვასაჯაროვებთ გიორგი ჩიკვაიძის საკანში ვიდეომეთვალყურეობის შედეგად მოპოვებულ კადრებს - პენიტენციური სამსახური
- 30.09.2025 11:15„გირჩი - მეტი თავისუფლების“ წევრი გელა ხასაია ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით დავაკავეთ - შსს
- 30.09.2025 11:07მნიშვნელოვანია დიდმა ბრიტანეთმა გააგრძელოს და დააჩქაროს სანქციები ივანიშვილისა და მისი ელიტის წინააღმდეგ - თინა ბოკუჩავა
- 30.09.2025 09:44სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჟან-ნოელ ბაროს და საფრანგეთის მინისტრს ევროპის საკითხებში, ბენჟამინ ჰადადის შეხვდა
- 30.09.2025 09:23დონალდ ტრამპმა ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრისას ღაზის სამშვიდობო გეგმა წარადგინა - თეთრი სახლი
- 30.09.2025 08:44ანონსი - 30 სექტემბერი
- 30.09.2025 08:03დღის კალენდარი - 30 სექტემბერი
არქივი
პოლიტიკა

როგორც ჩანს, ჩვენ მივდივართ იქითკენ, რომ სომხეთი საქართველოს, როგორც ევროკავშირისთვის მთავარ მოკავშირე ქვეყანას ჩვენს რეგიონში, ჩაანაცვლებს - სალომე სამადაშვილი
როგორც ჩანს, ჩვენ მივდივართ იქითკენ, რომ სომხეთი საქართველოს, როგორც ევროკავშირისთვის მთავარ მოკავშირე ქვეყანას ჩვენს რეგიონში, ჩაანაცვლებს, - ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რითაც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასის სომხეთში ვიზიტს გამოეხმაურა.
მისივე თქმით, „ევროკავშირის წარმომადგენლების ვიზიტი სომხეთში მიზნად ისახავს ყველა იმ სიკეთის მინიჭებას სომხეთისთვის, რომელსაც საქართველო ხელისუფლების მიერ წარმოებული პოლიტიკის შედეგად უახლოეს მომავალში დაკარგავს“.
„ევროკავშირთან ურთიერთობები ყოველთვის ემყარება ღირებულებებს და იმას თუ რამდენად პასუხობს ესა თუ ის სახელმწიფო, დემოკრატიის თვალსაზრისით, ევროკავშირის მოლოდინს. სწორედ ამიტომ არის, რომ სომხეთში დემოკრატიული გარღვევის შემდეგ, ჩვენ ვხედავთ, შეიცვალა როგორც სომხეთის დამოკიდებულება, გეოპოლიტიკურ არჩევანთან დაკავშირებით და მათ გადაწყვიტეს ევროკავშირში გაწევრიანდნენ, ასევე ვხედავთ რამხელა მხარდაჭერა აქვს დღეს სომხეთს ევროკავშირიდან. ამის პარალელურად, როდესაც საქართველოში რუსული ავტოკრატიული სისტემა დამყარდა, ცხადია და როგორც ჩანს, ჩვენ მივდივართ იქითკენ, რომ სომხეთი საქართველოს, როგორც ევროკავშირისთვის მთავარ მოკავშირე ქვეყანას ჩვენს რეგიონში, ჩაანაცვლებს. მაშინ როდესაც საქართველომ დაკარგა ევროკავშირში გაწევრიანების გზა და ჩვენ არ მივდივართ წინ, მაშინ როდესაც დღის წესრიგში დგას უვიზო რეჟიმის შეჩერება საქართველოსთან, ვხედავთ, მათ შორის, ევროკავშირის წარმომადგენლების მაღალი დონის ვიზიტებს სომხეთში, რომელიც მიზნად ისახავს ყველა იმ სიკეთის მინიჭებას სომხეთისთვის, რომელსაც საქართველო ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების მიერ წარმოებული პოლიტიკის შედეგად, როგორც ჩანს, უახლოეს მომავალში დაკარგავს“,- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
ამასთან, სალომე სამადაშვილმა გუშინ გამართულ აქციაზე საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ზურაბიშვილს შეუძლია ოპოზიციურ სპექტრში აზრთა სხვადასხვაობების დაძლევისთვის იმუშაოს.
„მე ვიზიარებ სალომე ზურაბიშვილის მოწოდებას ერთიანობასთან დაკავშირებით. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ერთიანობა შეიძლება შედგეს მხოლოდ მაშინ, როცა არსებობს რაღაც გზა, ერთიანი სამოქმედო გეგმა. დღეს ოპოზიციურ სპექტრს სჭირდება კიდევ უფრო მეტი დრო იმისთვის, რომ გამოიკვეთოს რა ბრძოლის გზაზე აპირებს რომ დადგეს და როგორ ესახება რუსულ რეჟიმთან ბრძოლა. ამასთან დაკავშირებით, კვლავ არსებობს აზრთა სხვადასხვაობა. სალომე ზურაბიშვილი საკუთარ რესურს თუ გამოიყენებს იმისთვის, რომ დაიძლიოს ეს აზრთა სხვადასხვაობები და შედგეს ერთიანობა, ჩვენ ამას მხოლოდ მივესალმებით. ამიტომ არის, რომ დაარსების დღიდან, მის მიერ კოორდინირებულ ფორმატში „ლელო“ აქტიურად მონაწილეობს და თანამშრომლობს. გვესმის, რომ პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და რუსული რეჟიმის დამარცხებას შევძლებთ დიდი საზოგადოებრივი ერთიანობით და „ლელო“ ყოველთვის იყო ერთიანობის მომხრე“,- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
საკვანძო სიტყვები:
მნიშვნელოვანია დიდმა ბრიტანეთმა გააგრძელოს და დააჩქაროს სანქციები ივანიშვილისა და მისი ელიტის წინააღმდეგ - თინა ბოკუჩავა
30 სექტემბერი, 2025 , 11:07
სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჟან-ნოელ ბაროს და საფრანგეთის მინისტრს ევროპის საკითხებში, ბენჟამინ ჰადადის შეხვდა
30 სექტემბერი, 2025 , 09:44
ნუ გეშინიათ ცვლილებების - ყველაფერი მშვიდობიანად წავა, ხალხის ნებას ნებისმიერი მმართველი უნდა დაემორჩილოს - პეტრე ცისკარიშვილი
29 სექტემბერი, 2025 , 16:50

საქართველოს ქუჩებში, სადაც ბავშვები სამიზნედ ხდებიან, რადგან ისინი ევროპულ დროშებს აფრიალებენ - საფრანგეთის მინისტრი
29 სექტემბერი, 2025 , 16:34

სალომე ზურაბიშვილი ვარშავის უსაფრთხოების ფორუმში მიიღებს მონაწილეობას
29 სექტემბერი, 2025 , 10:46
ბრავო! მაია სანდუ, თქვენი გამარჯვება საუკეთესო ამბავია ევროპისთვის - სალომე ზურაბიშვილი
29 სექტემბერი, 2025 , 09:35