უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

3 ოქტომბერი, 2018 12:10
font-size

როგორც ჩანს, გვაქვს საქმე პოლიტიკურ ინტრიგასთან და კონკრეტული ადამიანების მცდელობასთან, საგადასახადო დავალიანებას თავი აარიდონ - პრემიერი „ომეგაზე“

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომამდე გამართულ ბრიფინგზე „ომეგა ჯგუფის“ ირგვლივ შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა. პრემიერის თქმით, კლანურ და არაფორმალურ მმართველობასთან დაკავშირებით არასამთავრობო სექტორის განცხადებები ობიექტურ საფუძველს არ ეფუძნება.

„რაც შეეხება მსგავს განცხადებებს, არსებობს ობიექტური კრიტერიუმები და არსებობს სხვადასხვა პოლიტიკური შეფასება, რომლებიც უმრავლეს შემთხვევაში, სამწუხაროდ, არის ძალიან სუბიექტური. დღესაც მქონდა საშუალება, თქვენთვის ობიექტური კრიტერიუმების საფუძველზე მომეწოდებინა ინფორმაცია, თუ საქართველოს რა პროგრესი აქვს, მათ შორის საერთაშორისო რეიტინგების თვალსაზრისით, პლიუს როგორ მნიშვნელოვან ინსტიტუციურ ნაბიჯებს დგამს საქართველო, მათ შორის ბიზნესისა და შესაბამისი სამართლებრივი გარემოს შექმნის თვალსაზრისით, რომელიც არის უპრეცედენტო. დღეს კონკრეტულად წარმოგიდგინეთ ინიციატივა, რომლის მიხედვით, საქართველოს ექნება საშუალება, გახდეს მეორე ქვეყანა ევროპაში, რომელიც თავისუფალ საერთაშორისო არბიტრაჟს შემოიყვანს ქვეყანაში და მას მისცემს უფლებას, კომერციული დავები განიხილოს. გისვამთ კითხვას, საქართველოს მთავრობას რომ მსგავსი მიდრეკილებები ჰქონდეს, ასეთ ნაბიჯს გადადგამდა? ეს რაც შეეხება მიდგომასა და ფილოსოფიას. თქვენ კითხვა დამისვით მიდგომასთან დაკავშირებით. ეს არის ძალიან კარგი მაგალითი, თუ ჩვენ როგორი მიდგომა გვაქვს და ამავე დროს, საერთაშორისო ინვესტორები, ისევე როგორც ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო ინსტიტუტები როგორ აფასებენ ჩვენს რეფორმებს. ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში საქართველო არის მეშვიდე ადგილზე. დღეს ოფიციალურად მოგაწოდეთ ეს ინფორმაცია“, – განაცხადა ბახტაძემ.

მისივე განცხადებით, საქართველოში კანონზე მაღლა არავინ არ დგას, ხოლო გამოძიების ტემპები ტექნიკური ხასიათის საკითხია.

„რაც შეეხება ამ ჩანაწერსა და მასზე სამართლებრივ რეაგირებას. საქართველოში ხელშეუხებელი არავინ არ არის, კანონის უზენაესობა და ეს მთავარი ფილოსოფია გახლავთ ჩვენი ხელისუფლების უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი, მასზე მაღლა არაფერი არ დგას. ჩვენი მმართველობის პერიოდში დავამტკიცეთ, რომ ეს ასეა. შესაბამისად, მიმდინარეობს გამოძიება. ბუნებრივია, გამოძიების ფარგლებში ყველა შესაბამისი პროცედურა უნდა ჩატარდეს, მათ შორის, ის ექსპერტიზა, რომელიც აღნიშნეთ. რატომ არ ვაჩქარებთ, ანუ ეს უნდა მოხდეს თუ არა 24 საათში და ასე შემდეგ, ბუნებრივია, ეს ტექნიკური ტიპის კითხვაა, რომელსაც ვისაც ცოდნა და ვალდებულება აქვს, გასცემს პასუხს, მაგრამ ფაქტობრივად, რამდენიმე დღეა, რაც ეს პროცესი მიმდინარეობს“, – აღნიშნა ბახტაძემ.

მისივე თქმით, ადამიანი, რომელსაც სურს, დაიცვას თავისი ბიზნესინტერესები, სხვაგვარად მოიქცეოდა.

„მინდა, ჩემი, როგორც რიგითი მოქალაქის შეფასება გავაკეთო ამ საკითხის. როდესაც კონკრეტულ მეწარმეს ან საწარმოს აქვს პრობლემა და თუ მას აქვს რეალური საფუძველი იმისა, რომ ისაუბროს მასზე ზეწოლაზე, რა საჭიროა ამ ყველაფრისთვის პროცესის სახის მიცემა, როდესაც ყოველდღე სამხრეთ ამერიკული სერიალივით, ამ შემთხვევაში ძალიან უნიჭო პროცესს უყურებთ. ჩემი აზრით, ადამიანი, რომელსაც სურს, დაიცვას თავისი ბიზნესინტერესები, მოიქცეოდა ძალიან მარტივად, ის თავის ხელთ არსებულ ყველა ინფორმაციას შეკრებდა და თავისი ადვოკატის მეშვეობით გააცნობდა როგორც საგამოძიებო ორგანოებს, ისე სამოქალაქო საზოგადოებას, რომ დაეცვა თავისი ინტერესი. სამწუხაროდ, ამ შემთხვევაში, ეს არის ჩემი მოქალაქეობრივი შეფასება, როგორც ჩანს, ჩვენ გვაქვს საქმე პოლიტიკურ ინტრიგასთან და გვაქვს საქმე იმასთან, რომ კონკრეტული ადამიანები ცდილობენ, საგადასახადო დავალიანებას თავი აარიდონ და შემოიტანონ დისკუსიაში ასეთი არასერიოზული განცხადებები და საკითხები. მიმდინარეობს გამოძიება, რომლის ფარგლებში ყველას ექნება საშუალება, დაამტკიცოს სიმართლე და რა თქმა უნდა, სამოქალაქო საზოგადოებას უნდა ჰქონდეს სრული წვდომა ამ ინფორმაციაზე, როგორ მიმდინარეობს გამოძიება და დარწმუნებული ვარ, შესაბამისი ორგანოები ამ ტრანსპარენტულობას და გამჭვირვალობას უზრუნველყოფენ“, – განაცხადა პრემიერმა.

ჩვენი გზა უნდა მიდიოდეს ევროპაში ორივესი ერთად, მაგრამ რუსეთისკენ მიდიხართ, რუსეთში მიგვათრევთ - ლილე ლიპარტელიანი `ოცნებას`

26 აპრილი, 2024 , 18:36

ხმაური თბილისის საკრებულოში - თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ლილე ლიპარტელიანმა საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას "ოცნებას" პირდაპირ უთხრა, რომ რუსეთისკენ მიექანე

28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა - ლევან ხაბეიშვილი

26 აპრილი, 2024 , 17:33

პულტები უნდა გადავდოთ, ტელევიზორები უნდა გამოვრთოთ და უნდა გვესმოდეს, რომ 28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა იმისთვის, რომ საკუთარი აზრი დააფიქსიროს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის&

მინდა ვთხოვო და მოვუწოდო ყველა მასწავლებელს - უთხრან არა საქართველოს რუსიფიკაციას და ევროკავშირისგან დაშორებას - ნანა ტოხვაძე

26 აპრილი, 2024 , 15:32

რთულია რეჟიმთან ბრძოლა, ტოტალურ კონტროლსა და წნეხში სიმართლის დაცვა, მაგრამ მერწმუნეთ, თავისუფლების დაკარგვა უფრო რთული იქნება, - ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” განათლების მიმართულების ხელმძღვანელ

30 წელი მივდიოდით ერთი მიმართულებით და ახლა აღმოჩნდა, რომ უნდა წავიდეთ სხვა მხარეს, რაც, ჩემი აზრით, არ წაადგება ჩვენი ქვეყნის პერსპექტივებს - თედო ჯაფარიძე

26 აპრილი, 2024 , 15:19

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა და ქართული ოცნების სიით, პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ თედო ჯაფარიძემ ნეტგაზეთთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მაშინ როცა ქვეყა

პოლიტიკური პარტიები საერთო სიაზე უნდა შეთანხმდნენ, რომელიც შეიქმნება ნეიტრალურ პრინციპებზე, შემთხვევით შერჩეული ნომრით - მიხეილ სააკაშვილი

26 აპრილი, 2024 , 15:07

ხელისუფლება უნდა გადაიბაროს ამ ახალმა თაობამ, რომელიც ჩემი შეფასებით, სრულად მზად არის ამისთვის, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. „ახლა მთავარია ერთობა. რას ნ

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის 2022 წლის პროცესის გამეორება, მომხდარიყო რევოლუცია, თუმცა ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 14:49

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის 2022 წლის პროცესის გამეორება, მომხდარიყო რევოლუცია, თუმცა ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი