უკან

პოლიტიკა

1 ივნისი, 2018 11:10
font-size

როგორც კი დავრწმუნდები, რომ ჩემს მიერ თანამდებობის დატოვება წაადგება ქვეყანას, ამ ნაბიჯის გადადგმაზე არც ერთი წამით არ დავფიქრდები - გიორგი კვირიკაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში წუხელ საგანგებო განცხადება გააკეთა.

„ჩვენი ხელისუფლება არის ხალხის არჩეული ხელისუფლება. მე ყოველთვის ვიდექი და ვდგავარ ჩემი ხალხის გვერდით. არასოდეს მოვრიდებივარ ხალხთან პირდაპირ კომუნიკაციას და სწორედ ამის გამო გადავწყვიტე, მივსულიყავი აქციის მონაწილეებთან, პირველ რიგში – მოკლული ახალგაზრდა კაცის მამასთან და სხვა გარდაცვლილების მშობლებთან, რომლებიც იქ დგანან.

მე ეს გავაკეთე მიუხედავად იმისა, რომ აბსოლუტურად ყველა მეუბნებოდა და ვიცოდი, რომ მოსალოდნელი იყო პროვოკაციები. ყველამ დაინახა, რომ ჩემი მისვლა იქ მდგომი ადამიანების აბსოლუტურმა უმრავლესობამ პოზიტიურად მიიღო, მაგრამ პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანების მცირე ჯგუფმა არ მომცა საშუალება, ბოლომდე გამეკეთებინა ჩემი განცხადება, რაც მდგომარეობს შემდეგში:

ხვალ დილიდან, შინაგან საქმეთა სამინისტრო დაიბრუნებს საქმეს პროკურატურისგან გამოძიებაში და გამოძიების პროცესს უხელმძღვანელებს, წაიყვანს ვიცე-პრემიერი გიორგი გახარია. რა თქმა უნდა, მე ყველა ნაბიჯში ვიქნები ჩართული და მთლიანად პროცესს გავაკონტროლებ.

მეორე, რაც მინდა ვთქვა, არის ის, რომ დღეს პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე. უმოკლეს ვადაში, რიგგარეშე სხდომაზე შეიკრიბება პარლამენტი, დაამტკიცებს კომისიის შემადგენლობას, სადაც რამდენადაც მე ვიცი, შესაძლებელია და ამ შემთხვევაში კარგიც იქნება, რომ უმრავლესობის სახით წარმოდგენილი იყოს უმცირესობა. კომისია მუშაობას დაიწყებს იმ უმოკლეს პერიოდში, რაც ტექნიკურად იქნება შესაძლებელი.

მესამე საკითხი გახლავთ მთავარი პროკურორის საკითხი. ვფიქრობ, ირაკლი შოთაძემ დღეს გადადგა ღირსეული ნაბიჯი და ერთი წამით არ დააყენა ეჭვქვეშ პროკურატურის რეპუტაცია. აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა დავიწყოთ ახალი მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესი. მე მოვუწოდებ და უკვე მივეცი დავალება იუსტიციის მინისტრს, რომ მაქსიმალური ჩართულობით, საზოგადოების რაც შეიძლება ფართო ფენების ლეგიტიმაციით შეირჩეს ახალი მთავარი პროკურორი, პროცესში უნდა იყოს ჩართული პარლამენტის ყველა ფრაქცია, სამოქალაქო საზოგადოება, არასამთავრობო სექტორი, მთლიანად ჩვენი საზოგადოება, რომ არც ერთი მისხალი ეჭვი მთავარი პროკურორის პიროვნულ რეპუტაციასა და პროფესიონალურ მახასიათებლებზე არ არსებობდეს. ეს პროცესი დასრულდება კანონით გათვალისწინებული ვადების მაქსიმალურად ეფექტური გამოყენებით და, რა თქმა უნდა, ამ ნაბიჯით ჩვენ საზოგადოების მოთხოვნას გავცემთ პასუხს.

ასევე მინდა, გარანტია მივცე დაღუპული ბავშვების მშობლებს, ოჯახის წევრებს, რომ გამოძიების ნებისმიერ ეტაპზე, ყოველდღიურად, რა ხარისხითაც ისინი მოითხოვენ ინფორმაციის მიღებას და ჩართვას პროცესში, იმ ხარისხით მიიღებენ ინფორმაციას და იქნებიან მაქსიმალურად ჩართულნი, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარმართულ პროცესში, ასევე, საგამოძიებო კომისიის მუშაობაში და ეს კომუნიკაცია იქნება მაქსიმალური.

პირადად გავაკონტროლებ აბსოლუტურად ყველა ნაბიჯს და პირადად ვიღებ პასუხისმგებლობას, რომ დროის ტექნიკურად შესაძლებელ უმცირეს მონაკვეთში, და ხვალ დილიდან მე მექნება საუბარი, თუ რა პერიოდი შეიძლება იყოს ეს, ჩვენ დავდებთ შედეგს. ეს იქნება პასუხი ჩვენი საზოგადოების მიერ დასმულ კითხვებზე და ამ გამოწვევაზე, ასევე – პოლიტიკური პასუხი ჩვენი მხრიდან.

ასევე მინდა, ბოლოს ის ვთქვა, რომ მე ჩემი თანამდებობა არც ერთი ადამიანის უბედურებად არ მიღირს. როგორც კი დავრწმუნდები, რომ ჩემს მიერ თანამდებობის დატოვება წაადგება ქვეყანას, თუნდაც ოდნავ გააუმჯობესებს და განმუხტავს სიტუაციას, მე ამ ნაბიჯის გადადგმაზე არც ერთი წამით არ დავფიქრდები. დღეს ეს სიტუაცია არ არის და ეს მომენტი არ დამდგარა. კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩემთვის მთავარია, ჩვენი საზოგადოების შეკითხვებს უმოკლეს ვადაში გავცეთ პასუხი და ქვეყანაში სტაბილურობა შევინარჩუნოთ“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

საკვანძო სიტყვები:

ჩვენი გზა უნდა მიდიოდეს ევროპაში ორივესი ერთად, მაგრამ რუსეთისკენ მიდიხართ, რუსეთში მიგვათრევთ - ლილე ლიპარტელიანი `ოცნებას`

26 აპრილი, 2024 , 18:36

ხმაური თბილისის საკრებულოში - თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ლილე ლიპარტელიანმა საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას "ოცნებას" პირდაპირ უთხრა, რომ რუსეთისკენ მიექანე

28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა - ლევან ხაბეიშვილი

26 აპრილი, 2024 , 17:33

პულტები უნდა გადავდოთ, ტელევიზორები უნდა გამოვრთოთ და უნდა გვესმოდეს, რომ 28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა იმისთვის, რომ საკუთარი აზრი დააფიქსიროს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის&

მინდა ვთხოვო და მოვუწოდო ყველა მასწავლებელს - უთხრან არა საქართველოს რუსიფიკაციას და ევროკავშირისგან დაშორებას - ნანა ტოხვაძე

26 აპრილი, 2024 , 15:32

რთულია რეჟიმთან ბრძოლა, ტოტალურ კონტროლსა და წნეხში სიმართლის დაცვა, მაგრამ მერწმუნეთ, თავისუფლების დაკარგვა უფრო რთული იქნება, - ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” განათლების მიმართულების ხელმძღვანელ

30 წელი მივდიოდით ერთი მიმართულებით და ახლა აღმოჩნდა, რომ უნდა წავიდეთ სხვა მხარეს, რაც, ჩემი აზრით, არ წაადგება ჩვენი ქვეყნის პერსპექტივებს - თედო ჯაფარიძე

26 აპრილი, 2024 , 15:19

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა და ქართული ოცნების სიით, პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ თედო ჯაფარიძემ ნეტგაზეთთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მაშინ როცა ქვეყა

პოლიტიკური პარტიები საერთო სიაზე უნდა შეთანხმდნენ, რომელიც შეიქმნება ნეიტრალურ პრინციპებზე, შემთხვევით შერჩეული ნომრით - მიხეილ სააკაშვილი

26 აპრილი, 2024 , 15:07

ხელისუფლება უნდა გადაიბაროს ამ ახალმა თაობამ, რომელიც ჩემი შეფასებით, სრულად მზად არის ამისთვის, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. „ახლა მთავარია ერთობა. რას ნ

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის 2022 წლის პროცესის გამეორება, მომხდარიყო რევოლუცია, თუმცა ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 14:49

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის 2022 წლის პროცესის გამეორება, მომხდარიყო რევოლუცია, თუმცა ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი